tag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post1572558253648498247..comments2023-05-20T04:13:01.439-07:00Comments on ზაალ ანდრონიკაშვილი: ხალხთა სტუმართმოყვარეობა. ეთნიკური ნაციონალიზმის გენეალოგია Zaal Andronikashvilihttp://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comBlogger11125tag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-2697078386646973752012-11-11T14:35:14.980-08:002012-11-11T14:35:14.980-08:00ამერიკელი ერი ტრადიციული გაგებით არ არსებობს და ამ...ამერიკელი ერი ტრადიციული გაგებით არ არსებობს და ამერიკის მოქალაქეთა/მცხოვრებთა შორის არსებული უამრავი ურთიერთანტაგონისტური ჯგუფის არებობა იმის მანიშნებელია რომ ეს ალბათ არც არასდროს მოხდება.

იმას ვგულისხმობდი რომ თუ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს პრობლემა აქვს საქართველოში ამის შესაბამისი ისტორიულ-კულტურული ახსნა არსებობს.Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-35293136535452851042012-11-09T11:20:33.738-08:002012-11-09T11:20:33.738-08:00მართალია, რომ ერებს ეთნიკური ჯგუფები ქმნიან, ხანდა...მართალია, რომ ერებს ეთნიკური ჯგუფები ქმნიან, ხანდახან ძალიან განსხვავებულები (აშშ-ს მაგალითი ალბათ ყველაზე კარგი იქნება ამ შემთხვევაში), მაგრამ ეთნიკურ იდენტობას, ისე ხდება, რომ უფრო უმცირესობები უსვამენ ხაზს - თვითშენარჩუნების მიზნით.

მაგრამ თქვენი კომენტარის მეორე ნაწილი ვერ გავიგე:" ვისაც აქვს პრობლემა იმ ყველა კონკრეტულ შემთხვევას თავისი კონკრეტული კულტურულ-ისტორიული ახსნა გააჩნია." რა ახსნას გულისხმობთ?
Zaal Andronikashvilihttps://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-63425231950513917542012-11-09T09:17:23.394-08:002012-11-09T09:17:23.394-08:00ერების შემქმნელები ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფებია, რო...ერების შემქმნელები ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფებია, რომელთაც ისტორიული პროცესის განმავლობაში უცხოები შეიძლება შეუერთდნენ. საკამათო არაა, ერი არ დაიყვანება ეთნიკურ ჯგუფამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეთნიკურ ჯგუფს ამის გამო საფუძველი ეცლება თავისი სისხლისმიერი თუ ფსიქოლოგიურ-კულტურული იდენტობა შეინარჩუნოს. უცხოს მიღებისას ჯგუფმა უნდა იფიქროს რატომ აკეთებს ამას, რა სარგებელს და შესაძლო ზიანს მოუტანს ეს უცხო ჯგუფს და ა.შ. და ყველა უცხოც არ არის ერთნაირი, როგორც წინა პოსტში აღვნიშნე პოლონელებს თუ იტალიელებს არ ჰქონიათ პრობლემა საქართველოში და ვისაც აქვს პრობლემა იმ ყველა კონკრეტულ შემთხვევას თავისი კონკრეტული კულტურულ-ისტორიული ახსნა გააჩნია.Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-53057520353603627472012-11-08T01:11:14.619-08:002012-11-08T01:11:14.619-08:00ხო, მაგრამ ეგ არაფერს ადასტურებს: ჰოლანდიის მოქალა...ხო, მაგრამ ეგ არაფერს ადასტურებს: ჰოლანდიის მოქალაქე არაჰოლანდიელი ჰოლანდიელად მოიხსენიებს ეთნიკურ ჰოლანდიელს (მე პირიქით პროცესზე მქონდა საუბარი). მაგრამ მესამე თაობის მერე ესეც იცვლება, მე კი სწორედ ისეთ აზროვნებაზე მოგახსენებთ, რომელიც უცხოს არასოდეს აძლევს თავისი უცხოობის დაძლევის შესაძლებლობას.

მეორე: თქვენ გინდათ თქვათ, რომ ქსენოფობია არის, მაგრამ ის შერჩევითია? ამაშიც ვერ დაგეთანხმებით. მაგალითები ბევრია.

მესამე: მე სწორედ იმას ვამბობ, რომ ერი არ ემთხვევა ეთნიკურ ჯგუფს. ამიტომ ამ ბოლო შენიშვნის აზრიც ვერ გავიგე.

Zaal Andronikashvilihttps://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-52638095970835044172012-11-06T11:22:27.010-08:002012-11-06T11:22:27.010-08:00In the Netherlands (and Flanders), the term "...In the Netherlands (and Flanders), the term "allochtoon" is widely used to refer to immigrants and their descendants. Officially the term allochtoon is much more specific and refers to anyone who had at least one parent born outside the Netherlands.[1] Hence, third-generation immigrants are no longer considered allochtoon. The antonym autochtoon is less widely used, but it roughly corresponds to ethnic Dutch.
Among a number of immigrant groups living in the Netherlands, a "Dutch" person (though they are themselves Dutch citizens) usually refers to the ethnic Dutch . უცხოდ ითვლება იმიტომ რომ არ ასიმილირდა. მეორეც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება არაა. მაგალითად დღეს პილსუდსკებს და ტრიპოლსკებს საქართველოში არავინ წამოაძახებს თქვენ ქართველები არა ხართო.
ეთნიკურ ჯგუფი (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფი) იდენტობის შესანარჩუნებლად ექსკლუზიური უნდა იყოს და მკაცრად ჰქონდეს განსაზღვრული ვის მიიღებს თავის რიგებში, რატომ და რა რაოდენობით.Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-42971467578582010362012-11-06T10:07:59.420-08:002012-11-06T10:07:59.420-08:00მე როგორც მივხვდი, ალოხტონი გულისხმობს უცხო ქვეყნი...მე როგორც მივხვდი, ალოხტონი გულისხმობს უცხო ქვეყნიდან მოსულ ადამიანს, (სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონეს) - ეს არ არის მაინცა და მაინც ეთნიკური საკითხი, Officially the term allochtoon is much more specific and refers to anyone who had at least one parent born outside the Netherlands.[1] Hence, third-generation immigrants are no longer considered allochtoon.
მე რაზეც ვწერ, სწორედ ის არის, რომ 10 თაობის მერეც ადამიანი მაინც "უცხოდ" ითვლება Zaal Andronikashvilihttps://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-43463222283658622382012-11-06T04:40:59.450-08:002012-11-06T04:40:59.450-08:00თქვენ თვლით რომ ევროპაში ეთნიკური ჯგუფების კატეგორ...თქვენ თვლით რომ ევროპაში ეთნიკური ჯგუფების კატეგორიებით არ აზროვნებენ? როგორ ავხსნათ მაშინ მაგალითად Allochtoon/Autochtoon დიქოტომია თანამედროვე ლიბერალიზმის ციტადელ ნიდერლანდებში? https://en.wikipedia.org/wiki/Allochtoon
Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-32083738240349247342012-11-06T04:26:11.304-08:002012-11-06T04:26:11.304-08:00მოდით, ჩემს სიტყვას თქვენებურად ნუ თარგმნით: მე &q...მოდით, ჩემს სიტყვას თქვენებურად ნუ თარგმნით: მე "ეთნიკური ჯგუფების კატეგორიებით" აზროვნებაზე ვსაუბრობ (იმიტომ რომ სხვა ჯგუფები სსრკ-ში ფაქტიურად არც არსებობდა), თქვენ კი ზოგადად ჯგუფებში გაერთიანებაზე გადაგაქვთ საუბარი და მერე თქვენივე თავს ეკამათებით.

რაც შეეხება ჯგუფსა და ინდივიდუუმს, პრინციპში, რასაც ჩვენ აქ ვიტყვით, უკვე ითქვა ლიბერალებისა და კომუნიტარისტების კამათში. გეტყვით, რომ მე არ ვარ არც ერთი პოზიციის მომხრე - რასაც მე ვფიქრობ, უფრო ახლოა ჩარლზ ტეილორის პოზიციასთან და ორივეს ნაზავს წარმოადგენს

ჩემს მოხსენებას რომ დავუბრუნდე, ვიტყვი, რომ ეთნიკური ჯგუფი არ არის ჯგუფის ერთადერთი ფორმა და თანამედროვე სახელმწიფოში ასეთ ჯგუფებში გაერთიანება იოლადაა შესაძლებელი, იმის გარეშე, რომ რაღაც პრიმორდიალურ ერთობებში არ ვიყოთ ჩაწერილები უკუნითი უკუნისამდე. - გამოხმაურებისათვის კი გმადლობთ. Zaal Andronikashvilihttps://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-21066705615566656572012-11-06T03:28:11.074-08:002012-11-06T03:28:11.074-08:00ვერაფრით დაგეთანხმებით რომ "ეთნიკურ ჯგუფებში&...ვერაფრით დაგეთანხმებით რომ "ეთნიკურ ჯგუფებში" აზროვნება ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოგვყვა". ასეთი მიდგომა ლიბერალური ელიტის 70-წლიანი მცდელობის მიუხედავად მაინც განაგრძობს არსებობას დასავლეთის ქვეყნებში და მით უმეტეს დანარჩენ მსოფლიოში. ეს ბუნებრივიცაა რადგან ჯგუფური იდენტიფიკაცია ბუნებრივი მოვლენაა (უკაცრავად ტავტოლოგიისათვის) და გენეტიკურად ფიქსირებული (genetically hardwired). ატომური ინდივიდი არ არსებობს, და თუკი არის ჩვეულებრივ დეპრესიულ-სუიციდური ტენდენციებით ხასიათდება.
ჯგუფები ყოველთვის არსებობდნენ და ყოველთვის იარსებებენ რადგან ეს უზრუნველყოფს გადარჩენის მექანიზმს. სისხლისმიერი ნათესაობა, რელიგიური და იდეოლოგიური ერთობა ყველაზე ძლიერი ჯგუფების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჯგუფი რომელიც თავის ინტერესებს არ იცავს განწირულია იმ გარემოში სადაც სხვა ჯგუფები დომინირებისკენ ისწრაფვიან.
მარტივი ლოგიკა გვკარნახობს რომ ის ვინც ჯგუფური იდენტიფიკაციის ან ინტერესების წინააღმდეგია ან გულუბრყვილო იდეალისტია ან მეტოქე ჯგუფის ინტერესების ნებსითი თუ უნებლიე მსახური (no offense)Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-21953972128610053212012-11-06T03:07:19.814-08:002012-11-06T03:07:19.814-08:00მე იმით დავიწყებდი, რომ ურთიერთობა არა "ეთნიკ...მე იმით დავიწყებდი, რომ ურთიერთობა არა "ეთნიკურ ჯგუფებს" შორის, არამედ ადამიანებს შორის უნდა აეწყოს. თუ ვაღიარებთ, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, ურთიერთობებიც ამ თანასწორობიდან გამომდინარე უნდა აეწყოს. "ეთნიკურ ჯგუფებში" აზროვნება ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოგვყვა (რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები არ არსებობენ) ეს კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ძალაუნებურად აღგვაქმევინებს არა როგორც ჩვენიანებს, არამედ როგორც სხვებს. ეგ კი არა და ჩემს ბავშვობაში კუთხურობად დაყოფაც ცოცხალი იყო (ვიღაც კახელი იყო, ვიღაც იმერელი). ეს კუთხურობა დღეს მეტწილად გაქრა. მე ასე მგონია, რომ ასევე გაქრება ეს "ეთნიკურობაც" - კი არ გაქრება, გადავა კულტურულ მეხსიერებაში, მაგრამ აღარ იქნება განმსაზღვრელი ყოველდღიურ ურთერთობაში და არც, მაგ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
Zaal Andronikashvilihttps://www.blogger.com/profile/13339998068571225384noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3550382401493115082.post-32000079772381933442012-11-06T02:00:07.183-08:002012-11-06T02:00:07.183-08:00ბატონო ზაალ, თქვენთვის მისაღები ურთიერთობა სხვადას...ბატონო ზაალ, თქვენთვის მისაღები ურთიერთობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის როგორ წარმოგიდგენიათ და რატომ უნდა იყოს ეს ასე და რამდენად არის შესაძლებელი მისი განხორციელება რეალურ სამყაროში? ამას იმიტომ გეკითხებით რომ თქვენს საინტერესო სტატიაში გადმოცემული თვალთახედვის გაცნობისას ძალაუნებურად მაგონდება შემდეგი: 'Liberalism is the equivalent of schizophrenia. We create a fake reality, a consensual values system based on what we want to be true and not what is true, and then our society falls apart under us.'Carloshttps://www.blogger.com/profile/04768797187589534069noreply@blogger.com