Sunday, 12 February 2023

საბჭოთა ქართული ინტელიგენციის გენეალოგია და ტრანსფორმაცია



In nova fert animus mutatas dicere formas corpora მოდი, გიამბობთ, როგორ იქცნენ ფორმები სხვა სხეულებად ოვიდიუსი, მეტამორფოზები 1,1. ამბავი, რომელსაც მოვყვები, ინტელიგენციის მოკლე ისტორიაა საქართველოში. როგორ ჩამოყალიბდა ქართული ინტელიგენცია, როგორ გადაიქცა ის დამოუკიდებელ კლასად საბჭოთა პერიოდში და რა ცვლილებები განიცადა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. თემა ერთი სტატიისათვის ზედმეტად ვრცელია. მასალის სივრცეს შევზღუდავ იმით, რომ ინტელიგენციის ტრანსფორმაციების ფორმალურ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას და არა შინაარსობრივზე. ფორმალური აღწერა წინ უსწრებს შინაარსობრივს, რადგანაც ჰომოგენურ ინტელიგენციის (იმ თვალსაზრისით, რომ ის სოციალურად ერთგვაროვან ჯგუფს წარმოადგენს) შინაარსობრივად შეიძლება განსხვავებული მიმართულებები ჰქონდეს. ასე ხდებოდა კიდევაც საქართველოში XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე და XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე. წერილის პირველი ნაწილ ნაწილი თეორიულია, მეორე ისტორიული. ინტელიგენციის ცნებას და თეორიას ამ წერილისათვის არაპროპორციულად დიდ ადგილს იმიტომ ვუთმობ, რომ ისტორიული ნაწილის, ინტელიგენციის ტრანსფორმაციათა აღწერის მცდელობაც კი თეორიული ჩარჩოს გარეშე არაპროდუქტიული მგონია. თეორიული თვალსაზრისით გამოვყოფ ინტელიგენციის ოთხ მოდელს: რომანტიკული ტრადიციის ეროვნულ ინტელიგენციას, კლასობრივ ინტელიგენციას (გრამში), კლასობრივად მიუკედლებელი ინტელიგენციას (მანჰაიმი) და პოსტკლასიკური საზოგადოების ინტელიგენციას (მამარდაშვილი). ამ მოდელებს გამოვიყენებ არა ისტორიული პერიოდიზაციისათვის (თუმცა შეიძლება გარკვეული განვითარების დანახვა რომანტიკული ინტელიგენციიდან პოსტკლასიკურ ინტელიგენციამდე), არამედ სისტემატურად, ქართული ინტელიგენციის აღსაწერად ყოველ ისტორიულ მონაკვეთში. ისტორიულ ნაწილში თითო ქვეთავი ეძღვნება XIX საუკუნის, საბჭოთა პერიოდის და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის აღწერას. I. ინტელიგენციის ცნება და თეორია ცნება „ინტელიგენცია“ ისეთი ადამიანების ერთობლიობას აღნიშნავს, რომლებისათვისაც განათლება პროფესიული ან სოციალური განმასხვავებელი ნიშანია საზოგადოების სხვა ჯგუფებისაგან. ამ გაგებით ინტელიგენცია, როგორც ფენომენი ცნებაზე ძველია და ყველგან არსებობდა, სადაც კი წერა-კითხვა ან მასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფების პრივილეგია იყო. ანტონიო გრამში და კარლ მანჰაიმი ინტელიგენციას ისტორიულად სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებენ. XIX საუკუნეში სიტყვა ინტელიგენციამ, რომელიც იქამდე ინტელექტს ნიშნავდა, შეიძინა განათლებულ ადამიანთა ჯგუფის მნიშვნელობა. თანამედროვე გაგებით ინტელიგენციის ისტორიაც აქედან იწყება. სავარაუდოდ, ცნება ინტელიგენცია პირველად გამოიყენა პოლონელმა ფილოსოფოსმა კაროლ ლიბელტმა 1844 წელს. 1840-იან წლებში ინტელიგენციას სოციალური ჯგუფის აღსანიშნავად იყენებდნენ გერმანიაშიც და რუსეთშიც. რუსეთში ეს ცნება 1860-იან წლებში პოპულარული გახადა ჟურნალისტმა ბობრიკინმა, რომელიც ამ ცნების ავტორობას იჩემებდა. რუსეთში ინტელიგენციის ცნებამ შეიძინა განსაკუთრებული სულიერი მისიის მატარებელი სოციალური ჯგუფის მნიშვნელობა. საქართველოში ინტელიგენციის ცნება 1890-იანი წლების შემდეგ მკვიდრდება. 1906 წელს არჩილ ჯორჯაძე უკვე ინტელიგენციის ისტორიას წერს. სოციალური ჯგუფის აღსანიშნავად ეს ცნება უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუსეთში გამოიყენებოდა (საქართველოშიც, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილში). დასავლეთ ევროპაში ინტელიგენციის ცნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის აღარ გვხვდება - დასავლეთევროპული დისკურსი ნაკლებად ეხება კოლექტიურ ინტელიგენციას, უფრო ინდივიდუალურ (საჯარო) ინტელექტუალებს . მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში ინტელიგენციაზე ბევრი ავტორი წერდა (ბერდიაევი, პლეხანოვი, ბუხარინი, პოლონსკი) გრამშიმ და მანჰაიმმა შექმნეს ინტელიგენციის თეორია, რომელიც თავის მნიშვნელობას არ კარგავს დღესაც. ინტელიგენციის თეორიაში ინტელიგენციის ფორმის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებს ვხვდებით: ა) ინტელიგენცია ერის განათლებული, საუკეთესო ნაწილია; ) ინტელიგენცია ყოველი კლასის განათლებული ფენაა, რომელსაც კლასობრივი მდგომარეობის გაცნობიერება და ჩამოყალიბება შეუძლია; ) ინტელიგენცია კლასობრივია, მაგრამ ყველა კლასში წარმოადგენს შედარებით მიუკერძოებელ ფენას, რომელსაც საკუთარი კლასობრივი ინტერესებისაგან ტრანსცენდირება შეუძლია; ) ინტელიგენცია კლასობრივია, მაგრამ ერთკლასიან თანამედროვე საზოგადოებაში ის ამ კლასის ინტერესებს ემსახურება. ამ განსხვავებულ თეორიებზე დაწვრილებით შევჩერდები. ა) ინტელიგენციის ცნება, რომელიც პოლონეთის 1831 წლის აჯანყების კონტექსტში გაჩნდა და თეორიულად გააფორმა კარლ ლიბელტმა, რომანტიზმის და ერის ჰერდერისეული გაგების პროდუქტი იყო. ჰერდერს მიაჩნდა, რომ ენა, კულტურა, ხელოვნება ეროვნული სულის გამოხატულება იყო. აქედან კი შორს არ იყო მოსაზრება, რომ მწერლები და ხელოვანნი, რომლებიც ეროვნულ სულს გამოხატავდნენ, ერის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. ერის ჰერდერისეული გაგება განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო იქ, სადაც პოლიტიკური ერი არ არსებობდა. რუსეთის მიერ დაპყრობილ პოლონეთში (ან მის ნაწილში) სწორედ ინტელიგენცია ითავსებდა პოლიტიკური კლასის ფუნქციასაც ან, უფრო სწორად, ყოფილი პოლიტიკური ნაწილი (თავად-აზნაურობა) ინტელიგენციად გადაიქცა. მსგავსი სოციალური ტრაექტორია შეგვხვდება საქართველოშიც, სადაც თავად-აზნაურობა, ან ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილი გარდაიქმნა ინტელიგენციად მას შემდეგ, რაც რუსულმა კოლონიურმა მმართველობამ მას პოლიტიკური ფუნქცია ჩამოართვა. ინტელიგენცია ილია ჭავჭავაძესაც რომანტიზმის ტრადიციიდან გამომდინარე ესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნებით არ სარგებლობდა. მისთვის ინტელიგენტი - მეცნიერი ან ხელოვანი - მამულის შვილი იყო, მამული კი არ იყო კლასობრივად დიფერენცირებული. მამულიშვილი მთელი ერის ინტერესებს გამოხატავდა. ეს თეორია ილიას გაშლილი აქვს საპროგრამო წერილში “საქართველოს მოამბეზედ” (1863), ამ გაზეთმა კი საფუძველი ჩაუყარა პირველ დასს და მის სოციალურ ფილოსოფიას. ერის სულისკვეთების გამომხატველთა მნიშვნელობით ესმოდა ინტელიგენცია XX საუკუნის დასაწყისში რუს ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს. რადგანაც ერს ერთი სული ჰქონდა, ხორციც ერთი უნდა ჰქონოდა. ამიტომაც, ინტელიგენციის ჰომოგენურობის დარღვევა ბერდიაევს მიაჩნდა ეროვნული ორგანიზმის სნეულების გამოხატულებად. ეროვნული ინტელიგენციის თეორია, რომელიც ექსპლიციტურად არ ჩამოყალიბებულა და რომელსაც იმპლიციტურად, თუმცა სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა აქცენტებით მისდევდნენ პოლონეთში კარლ ლიბელტი, საქართველოში ილია ჭავჭავაძე და რუსეთში ნიკოლაი ბერდიაევი ინტელიგენციას პრინციპშივე ერთიან სოციალურ ჯგუფად განიხილავდა და ვერ უშვებდა ინტელიგენციის სხვადასხვა ჯგუფების ან უფრო სწორად სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საკუთარი ინტელიგენციის არსებობის შესაძლებლობას. რაკი ერი ერთი სხეული იყო და ერთი სული ჰქონდა, მისი სულის გამომხატველი ინტელიგენციაც ერთი უნდა ყოფილიყო. ასეთი წარმოდგენის ფარგლებში ინტელიგენციის დიფერენციაცია მხოლოდ გადახვევის, დევიაციის ნიშნად აღიქმებოდა. ) ერის ჰერდერისეული ცნებისაგან განსხვავებით ინტელიგენციის კლასობრივი თეორია მარქსისაგან მოდიოდა და კლასების თეორიას ეყრდნობოდა. მარქსი ინტელიგენციის ცნებას იყენებდა სოციალური თვალსაზრისით, ოღონდ ინტელიგენციის თეორიაზე არ დაფიქრებულა. ინტელიგენციის კლასობრივი თეორია ჩამოაყალიბა იტალიელმა კომუნისტმა ანტონიო გრამშიმ “ციხის რვეულებში”. გრამშის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა დისკუსიებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა 1920-აინ წლებში. გრამშიმ 1922-1923 წელს რუსეთში იმოგზაურა და აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ბოლშევიკურ, განსაკუთრებით კომინტერნის ინტელიგენციასთან. მისი ჰეგემონიის თეორია და ინტელიგენციის თეორია ატარებდა რუსეთში მიმდინარე დისკუსიების კვალს. ბოლშევიკები ინტელიგენციის კლასობრიობას კი აღიარებდნენ, მაგრამ არ ჰქონიათ ამ კლასობრიობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი. რუსული ინტელიგენციის მკვლევარი ს. კრასილნიკოვი 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში სამ პოზიციას გამოყოფს: “პირველის წარმომადგენლები (ზალიკინდი, ვოლფსონი) ინტელიგენციას მუშათა კლასის სახეობად განიხილავდნენ, რომელიც ასრულებდა გარკვეული სახის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას. მეორე პოზიციის მომხრენი (ბუხარინი, ლუნაჩარსკი), მიუხედავად ზოგიერთი განსხვავებისა, ინტელიგენციას საზოგადოების არაპროლეტარული, საშუალო ფენების […] დამოუკიდებელ ნაწილად მიიჩნევდნენ. […] მესამე ჯგუფის წარმომადგენლებს ( პოლონსკის და სხვებს) მიაჩნდათ, რომ ყოველ საზოგადოებრივ კლასს საკუთარი ინტელიგენცია ჰყავდა. ამ სამ პოზიციას შორის საზღვრები არ იყო მკაფიო. ლენინი და ლუნაჩარსკი, მაგ. ინტელიგენციას კლასთაშორის შუალედურ, მერყევ ჯგუფად მიიჩნევდნენ. ლუნაჩარსკი და ბუხარინი ინტელიგენციას ჰომოგენურ ჯგუფად განიხილავდნენ (ამაში ისინი მისდევდნენ ძველ, რომანტიზმიდან მომდინარე შეხედულებას ინტელიგენციის შესახებ), მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ პროლეტარიატს საკუთარი, ახალი ინტელიგენცია უნდა შეექმნა, რომელიც ჩაანაცვლებდა ძველ ინტელიგენციას. საბოლოოდ, იდეალურ შემთხვევაში, მთელი პროლეტარიატი, კულტურის დონისა და ცნობიერების ამაღლების გზით მთლიანად უნდა გადაქცეულიყო საკუთარ ინტელიგენციად (ასეთი მოსაზრება გამოთქვა მემარცხენე პროფესურის წარმომადგენელმა მიხაილ რაისნერმა 1923 წელს გამართულ დისკუსიაზე). გრამშის თეორიასთან ყველაზე ახლოს იყო საბჭოთა პუბლიცისტი ვიაჩესლავ პოლონსკი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ინტელიგენცია იყო იმ ხალხის ერთობლიობა, რომელიც საკუთარი კლასის ზოგადი ამოცანების და ინტერესების გაგებამდე ამაღლდა. ასე გაგებული ინტელიგენცია საკუთარი კლასის იდეოლოგიის ორგანიზატორი იყო. მისი აზრით, ერთიანი ინტელიგენცია არ არსებობდა: თავ-თავისი ინტელიგენცია ჰყავდა თავად-აზნაურობას, ბურჟუაზიას, გლეხობას, პროლეტარიატს. პოლონსკიც, რაისნერივით მიიჩნევდა, რომ მომავალში ზღვარი პროლეტარიატს და ინტელიგენციას შორის უნდა წაშლილიყო და პროლეტარიატი უნდა გამხდარიყო საკუთარი თავის ბელადი. გრამში რუსული დისკუსიების სისტემატიზაციას შეეცადა და დასვა კლასობრივად გაგებული ინტელიგენციის თეორიისათვის მთავარი შეკითხვა, რას წარმოადგენდა ინტელიგენცია: დამოუკიდებელ სოციალურ ჯგუფს თუ ყველა სოციალური ჯგუფის ინტელექტუალურ ავანგარდს. გრამშისათვის, ინტელიგენციის ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, ინტელიგენცია არ უკავშირდებოდა რომელიმე საქმიანობას. ყველა ადამიანი, ფიზიკურად მშრომელიც კი, ინტელექტუალურადაც შრომობდა. ყველა ინტელექტუალი იყო, ოღონდ ყველა არ ასრულებდა ინტელექტუალის ფუნქციას. “ინტელიგენციის ახალი ტიპის შექმნის პრობლემა პირველ რიგში მდგომარეობს ყველა ადამიანისთვის ამა თუ იმ ფორმით დამახასიათებელი ინტელექტუალური საქმიანობის კრიტიკულ განვითარებაში და ინტელექტუალურ და კუნთოვან-ნერვულ საქმიანობას შორის ახალი წონასწორობის მიღწევაში. უნდა შეიქმნას ისეთი წონასწორობა, რომლის შედეგადაც კუნთოვან-ნერვული შრომა, როგორც მატერიალური და სოციალური სამყაროს განმაახლებელი პრაქტიკული საქმიანობის ნაწილი, გახდება ახალი მსოფლმხედველობის საფუძველი”. თანამედროვე სამყაროში ყველაზე არაკვალიფიცირებული ფიზიკური შრომაც კი უნდა გამხდარიყო ინტელიგენტის ახალი ტიპის ჩამოყალიბების საფუძველი, განსხვავებით ინტელიგენციის ძველი გაგებისა, რომელიც ინტელიგენტად მხოლოდ უმაღლეს განათლებასთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ შრომას მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე ყოველ კლასს ჰყავდა საკუთარი ინტელიგენცია, რომელიც, ამ კლასთან მიმართებაში ორგანული იყო - მის წიაღში ჩნდებოდა და ამ კლასის მიზნების და მოთხოვნილებების გაცნობიერება და ჩამოყალიბება შეეძლო. ყოველი ახალი კლასი საკუთარი რიგებიდან ქმნიდა ახალ ინტელიგენციას (რომელიც, გრამშისთანაც, თუნდაც იმპლიციტურად ემთხვეოდა მთელ კლასს) და რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა პრაქტიკული ცხოვრების ყველა სფეროში რომელიმე კონკრეტული სფეროს (მაგ. ხელოვნების) პრივილეგირების ან მონოპოლიზაციის გარეშე. წინამორბედი კლასის ინტელიგენციას დაკარგული ჰქონდა მისი ორგანული კლასობრივი მიკუთვნებულობის შეგნება და თავი მიაჩნდა “მარადიულად”, “კლასგარეშედ” ან “ზეკლასობრივად”. ასეთ ინტელიგენციას გრამში ტრადიციულს უწოდებდა. (მაგ. ფეოდალიზმისათვის სასულიერო წოდება ორგანული ინტელიგენცია იყო, რომელიც ისტორიული განვითარების შემდეგ ეტაპზე უკვე ტრადიციულ ინტელიგენციად გადაიქცა). იმ კლასისათვის, რომელიც ძალაუფლებისაკენ მიისწრაფოდა, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ტრადიციულ ინტელიგენციაზე კულტურული ჰეგემონიის მოპოვება. გრამში იკავებდა პოზიციას ბუხარინს და პოლონსკის შორის. ერთი მხრივ, ინტელიგენციის კლასობრიობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ყველა კლასს საკუთარი ინტელიგენციის შექმნა შეეძლო და ამას აკეთებდა კიდეც, მეორე მხრივ კი ინტელიგენცია კლასთან მიმართებაში დამხმარე ფუნქციას ასრულებდა: 1) ინტელიგენცია უზრუნველყოფდა ხალხის მასების ,სპონტანურ’ თანხმობას იმ მიმართულებასთან, რომელსაც მმართველი ჯგუფი საზოგადოებას ახვევდა თავს […] 2) ინტელიგენცია მონაწილეობას იღებდა იძულების სახელმწიფო აპარატში, რომელიც უზრუნველყოფდა ,კანონიერ’ დისციპლინას იმათში, ვინც არც პასიურად არც აქტიურად არ ეთანხმებოდა მოქმედ ძალაუფლებას და რომელიც შეიძლებოდა განვრცობილიყო მთელ მოსახლეობაზე მართვის კრიზისის დროს, როდესაც მოსახლეობის სპონტანური თანხმობა ქრებოდა. მოქმედი ძალა კლასი იყო, ინტელიგენცია კი კლასს ემსახურებოდა. განსხვავებით საბჭოთა თეორეტიკოსებისაგან, გრამში კლასის ავანგარდის ფუნქციას ნაკლებად აკისრებდა პარტიას, არამედ მიიჩნევდა, რომ იდეალურ შემთხვევაში მთელი კლასი უნდა გამხდარიყო საკუთარი თავის ინტელიგენცია. ) ინტელიგენციის კლასობრივ თეორიას აღიარებდა გერმანელი სოციოლოგი კარლ მანჰაიმი, ოღონდ ამ თეორიაში თავისი შესწორებები შეჰქონდა. სტატიაში “შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური მეცნიერება?” რომელიც შესულია წიგნში იდეოლოგია და უტოპია (1929) მანჰაიმი ვარაუდობდა, რომ აზროვნება დაკავშირებული იყო “ყოფიერებით მდგომარეობასთან” (Seinslage) - არსებობდა კავშირი იმას შორის, რას ფიქრობდა ესა თუ ის საზოგადოებრივი ჯგუფი ან კლასი (მის იდეოლოგიას) და მის “ყოფიერებით მდგომარეობას” შორის. ცოდნის (განსაკუთრებით პოლიტიკური ცოდნის) კლასობრიობის აღმოჩენა, მანჰაიმის აზრით, მარქსისტული სოციოლოგიის დამსახურება იყო. ოღონდ მარქსისტული სოციოლოგია ორ ასპექტს არ ითვალისწინებდა. პირველ რიგში, ის ხედავდა და აღწერდა მოწინააღმდეგე ჯგუფების მსოფლმხედველობას, როგორც იდეოლოგიას (რომელსაც უნგრელი ფილოსოფოსი გეორგ ლუკაჩი (1885-1971): ყალბ ცნობიერებას უწოდებდა), ოღონდ არ შესწევდა უნარი საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობაც აღეწერა, როგორც იდეოლოგია. მეორე შენიშვნა, რომელიც მანჰაიმს მარქსისტული სოციოლოგიის მიმართ ჰქონდა, ცოდნის კლასობრიობის გადაულახავი მდგომარეობდა. მანჰაიმი თვლიდა, რომ მიუხედავად კლასობრიობის და იდეოლოგიური დაქსაქსულობისა, პოლიტიკური ველი მაინც ერთიანი იყო და ამ ერთიანობას სწორედ “კლასობრივად მიუკერძოებელი ინტელიგენცია” უზრუნველყოფდა. მივყვეთ მანჰაიმის არგუმენტაციას. მანჰაიმის აზრით, მსოფლმხედველობის და (პოლიტიკური) აზროვნების დაქსაქსვა, დიფერენციაცია და პოლარიზაცია პოლიტიკური პოზიციების მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ნებისმიერი პოლიტიკური ცოდნა აუცილებლად პარტიული და, რაც მთავარია, პარტიკულარული, როგორც მანჰაიმი ამბობს, “ნაწილობრივ-ყოფიერი” იყო. მაგრამ თავისთავად პოლიტიკური ცოდნის პარტიკულარულობა იყო იმის მაჩვენებელი, რომ “პარტიული ასპექტები” ერთი მთლიანი ველის ნაწილები იყვნენ, ხოლო პოლიტიკური სოციოლოგიის ამოცანა ამ მთლიანი პოლიტიკური ველის აღწერა იყო. თუკი დიფერენცირებულ პოლიტიკურ ველს ერთ მთლიანობად წარმოვიდგენდით, მაშინ უნდა ყოფილიყო ძალები, რომლებიც ამ მთლიანობას უზრუნველყოფდა. პოლიტიკური ველის მთლიანობას ქმნიდა “დინამიკური სინთეზი”, რომელიც განსხვავდებოდა სტატიკური სინთეზისაგან. სტატიკური იყო სინთეზი, რომელიც ეყრდნობოდა წმინდა რაოდენობრივ შუალედს პოლიტიკურ პოლუსებს შორის (ასეთ შუალედურ კლასად მემარცხენე და მემარჯვენე თეორეტიკოსები ბურჟუაზიას ასახელებდნენ). დინამიკური სინთეზი კი რომელიმე ჯგუფს კი არ ეყრდნობოდა, არამედ მაქსიმალურად ითვისებდა ყველა ჯგუფის კულტურულ სიკეთეებს და სოციალურ ენერგიას და უზრუნველყოფდა პარტიკულარული, ერთმანეთთან შეურიგებელი და ურთიერთგამომრიცხავი სააზროვნო სტილების შერიგებას. მანჰაიმის აზრით ასეთი სინთეზი შესაძლებელი იყო, რადგანაც (სოციალური) აზროვნება უნდა განვითარებულიყო გართულებული საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნილებების კვალდაკვალ: გართულებული პრობლემები ქმნიდა კლასობრივად ლოკალიზებული ცოდნის ტანსცენდირების და დინამიკური სინთეზის აუცილებლობას, რომელიც სამუდამო კი არ იყო, არამედ ისტორიულად იცვლებოდა. ამგვარი დინამიკის და მთლიანობისადმი მისწრაფება ვერ წამოვიდოდა კლასობრივად, გინდაც საშუალო კლასებში ლოკალიზებული ჯგუფისაგან, არამედ შედარებით უკლასო, სოციალურ სივრცეში არამყარად ჩანერგილი ჯგუფისაგან. სწორედ ასეთი ჯგუფი იყო მანჰაიმის აზრით სოციალურად მიუკედლებელი ინტელიგენცია. მანჰაიმი თვლიდა, რომ მხოლოდ კლასებზე ორიენტირებული სოციოლოგიას ამ ფენომენის დანახვა არ შეეძლო და ინტელიგენციას კლასად ან კლასის დანამატად განიხილავდა. სწორედ ასე ხდებოდა ინტელიგენციის საბჭოთა თეორიებში და გრამშის თეორიაში. მანჰაიმის აზრით, განსხვავებით სხვა სოციალური ჯგუფებისაგან, ინტელიგენციას არ ჰქონდა ჰომოგენური ეკონომიკური ბაზა, რომელიც მისი ამ კრიტერიუმით დაჯგუფების შესაძლებლობას მოგვცემდა. გარდა ამ ეკონომიკური კრიტერიუმისა, არსებობდა სოციოლოგიური კრიტერიუმიც: განსხვავებით სხვა ჯგუფებისაგან, სხვადასხვა კლასის ინტელიგენცია სარგებლობდა ცოდნის ერთობლივი საგანძურით. ეს ერთობლივი სარგებლობა ანელებდა დიფერენციაციის ტენდენციას. განათლება და კულტურა ემანსიპატორული ძალები იყო, რომლებიც ინტელიგენციას საშუალებას აძლევდა საკუთარი კლასის ან წოდების ჩარჩოებს გასცდენოდნენ. (ეს მხარე მანჰაიმს გაშლილი აქვს წერილში “ინტელიგენციის პრობლემა”). მანჰაიმის აზრით“ მიუკედლებელი ინტელიგენციის” შუალედური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი გზა იხსნებოდა: თავისუფალი არჩევანით შეერთება ამა თუ იმ ანტაგონისტურ კლასთან ან საკუთარი მისიის - მთლიანობის სულიერი ინტერესების ადვოკატობის - აღმოჩენა. პირველი გზა გულისხმობდა მოწინააღმდეგე კლასებთან გაერთიანების შესაძლებლობასაც (ისეთ კლასებთან გაერთიანებას, რომელთანაც ინტელიგენტი არ იყო დაკავშირებული წარმომავლობით). არჩევანის ეს შესაძლებლობა განასხვავებდა ინტელიგენციას კლასობრივად ერთმნიშვნელოვნად დეტერმინირებული ინდივიდუუმებისაგან, რომლებსაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეეძლოთ საკუთარი სოციალური სამკვიდროს მიღმა მოქმედება. მანჰაიმის თეორია არ ნიშნავდა ჰომოგენური ინტელიგენციის რომანტიკულ თეორიასთან დაბრუნებას: მანჰაიმის ინტელიგენცია, მიუხედავად იმისა, რომ კლასობრივი იყო, ამ კლასობრიობის გადალახვის და ამით ისტორიულად ცვლადი დინამიკური სინთეზის შესაძლებლობას ქმნიდა, რომელიც აუცილებელი იყო ისტორიული პროცესისათვის: ისტორიულად გართულებული ამოცანების გადაწყვეტისათვის, რომელსაც ცალკე აღებული კლასი ვერ გადაწყვეტდა. ) ინტელიგენციის თავისებური თეორია ჩამოაყალიბა მერაბ მერაბ მამარდაშვილმა სტატიაში “ინტელიგენცია თანამედროვე საზოგადოებაში”, რომელიც პირველად გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე დიდი ხნით ადრე, 1968 წელს, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად აღწერს ინტელიგენციის იმ მდგომარეობას, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში და საქართველოში შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მოქმედებს დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავის მოკლე სტატიაში საბჭოთა კავშირს და სოციალისტურ ბანაკს საერთოდ არ შეხებია, მთელი რიგი შენიშვნებისა შეიცავდა საბჭოთა ინტელიგენციის და მისი წოდებრივი თვითშეგნების (ინტელექტუალურ შრომაზე და საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატვის მონოპოლიაზე პრეტენზიის) კრიტიკასაც. თავის წერილში მამარდაშვილი ეყრდნობა გრამშის და მიუხედავად იმისა, რომ ის მანჰაიმს არ ახსენებს, მისი თეორია გრამშისა და მანჰაიმის გარკვეულ სინთეზს გულისხმობს. ინტელიგენციის ისტორიას მამარდაშვილი უშუალოდ უკავშირებს საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ისტორიას და ამით გრამშის და მანჰაიმის კვალდაკვალ მარქსისტულ თუ არა, მტკიცე მატერიალისტურ საფუძველზე დგას. გრამშისაგან განსხვავებით მამარდაშვილი “ტრადიციული” და “ორგანული” ინტელიგენციის ცნებებს განსხვავებულად იყენებს და მათ საზოგადოებრივი განვითარების ორ პერიოდს: კლასიკურს და თანამედროვეს უკავშირებს. კლასიკურ პერიოდი (1930-იან წლებამდე) “ეკონომიკური კანონების და ძალების სტიქიური იძულებით” ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ადამიანების ცნობიერება არ მიიჩნეოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებლად და სპეციალური მართვისა და რეგულირებისაგან თავისუფალი იყო. “ერთმანეთთან საზოგადოებრივი მთლიანობით დაკავშირებული საზოგადოებრივი ატომების” რეგულირება ხდებოდა მეტ-ნაკლებად სტიქიურად “ინდივიდუალისტური, “გონიერი”, “რაციონალურად გაგებული” ეგოისტური ინტერესისა და საბაზრო კონკურენციის კანონების მეშვეობით. გარკვეული თვალსაზრისით ის, რასაც მამარდაშვილი “კლასიკურს” უწოდებს, შეიძლება დავუკავშიროთ მანჰაიმის მიერ აღწერილ იდეოლოგიურად დიფერენცირებულ პოლიტიკურ ველს: ამ პერიოდში იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს და არსებობს განსხვავებული (კლასობრივი) პოლიტიკის შესაძლებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს კლასობრივი ინტელიგენცია, რომელსაც, თავის მხრივ, კლასობრიობისაგან განრიდების მექანიზმები აქვს. კლასიკური კაპიტალიზმის პერიოდში “ინტელიგენცია იყო რაოდენობრივად შეზღუდული და ჰქონდა დრო და საშუალება განეხორციელებინა ფაქტობრივი მონოპოლია გონებრივ შრომაზე იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო წოდებრივი დანაწილება, კასტურობა, გარკვეული ტრადიციულობა და სიმყარე სოციალური სტრატიფიკაციებისა, რომელიც ძალიან შეზღუდულ სოციალურ დინამიკას უშვებდა”. იდეოლოგიას, რომელიც ინტელიგენციას გამოუმუშავდა და რომლის მიხედვითაც ინტელიგენცია საკუთარ თავს, როგორც “საზოგადოების სინდისს”, “საზოგადო მგრძნობელობის ორგანოს” (всеобщим чувствилищем) წარმოიდგენდა, რომელშიც კრიტიკული თვითშეგნებისა და მგრძნობელობის ყველა ძაფი ერთდებოდა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას მიიჩნევდა მის გარეშე უხმოდ და უსმენოდ დარჩენილად, მამარდაშვილი “განმანათლებლურ აბსოლუტიზმს” უწოდებდა. კლასიკური პერიოდის ინტელიგენციის ასეთი აღწერა აახლოებს მას რომანტიკული ტრადიციის ინტელიგენციასთან. ოღონდ მამარდაშვილის მოდელში ინტელიგენცია, თუნდაც კლასიკური, არ არის სტატიკური. მამარდაშვილი “კლასიკური” კაპიტალიზმის ინტელიგენციას, გრამშისაგან განსხვავებით, არ აღწერს, როგორც ბურჟუაზიის “ორგანულ” ინტელიგენციას. ორგანული ინტელიგენციის ცნება მისთვის არა კლასიკური, არამედ თანამედროვე (კაპიტალისტური) საზოგადოების ცნებაა. რადგანაც, მამარდაშვილის აზრით, “კლასიკურ” პერიოდში კავშირი ეკონომიკურ ბაზასთან და მის ზედნაშენთან არამყარია, უფრო სწორად ეს ზედნაშენი “ბოლომდე აშენებული” არ არის, ინტელიგენციას ჰქონდა გარკვეული თავისუფლება, რაც მამარდაშვილის ანალიზს მანჰაიმისეულ “ნაწილობრივ მიუკედლებელ ინტელიგენციასთან” აახლოებს. ინტელიგენციის შედარებითი თავისუფლება აძლევდა მის გარკვეულ ნაწილს „რომელსაც შეეძლო ამაღლებულიყო კაცობრიობის მთელი კულტურის დაუფლებამდე და ისტორიული პროცესის, როგორც მთლიანობის გაგებამდე […] გადასულიყო (და გადადიოდა კიდეც) ჩაგრულთა მხარეს”. განსხვავებით კლასიკურისაგან, თანამედროვე სამყაროს, მამარდაშვილის თქმით, საზოგადოების სტრუქტურის არა სტიქიური, არამედ ორგანიზებული კავშირები ახასიათებდა, გაზრდილიყო ცნობიერების როლი სახელმწიფო მონოპოლიური კაპიტალიზმის მიზნების რეალიზაციაში. თანამედროვე სამყაროში მმართველი კლასის ეკონომიკური ინტერესები საზოგადოებრივი ატომების ცნობიერების “ორიენტაციის”, “კოდირების” გზით ხორციელდებოდა. საზღვრები მეცნიერებას, წარმოებას და საზოგადოებრივ ადმინისტრირებას შორის იშლებოდა. ინტელექტუალური შრომაც ხდებოდა სულ უფრო მასობრივი და სტანდარტიზებული, რომელიც გულისხმობდა კავშირებს მის შემსრულებლებს შორის, არსებული “მაგალითების” მასობრივ მასშტაბებში შაბლონურ კვლავწარმოებას, ინტელექტუალური ფუნქციის რუტინულ ხასიათს, რომელიც დიფერენცირებული იყო შემსრულებელთა შორის, რომლებსაც, თავის მხრივ, დაეკარგათ მთლიანობის კავშირის გაცნობიერების უნარი და ამით დამსგავსებოდნენ მშრომელებს შრომის დანაწილების პროცესში. ამ პროცესთან უშუალო კავშირში იყო “დასავლური საზოგადოების […] იდეოლოგიური და ინსტიტუციური ზედნაშენის” საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლო “საკუთარი ოპოზიციაც კი - იქნებოდა ეს ბრძოლა გაფიცვების მეშვეობით თუ “მემარცხენე” ავანგარდული ხელოვნება - გადაექცია საკუთარი თვითრეგულირების ორგანოებად, სარქვლებად და მათი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ინტეგრაცია მოეხერხებინა”. თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურის შესაბამისად განსხვავებული იყო ინტელიგენციაც, რომელსაც დაეკარგა ტრადიციული მონოპოლია საზოგადოებრივი და ისტორიული პროცესების გაცნობიერებასა და აზრის გამოხატვაზე და შესაბამისად თავისი წოდებრივი “რჩეულობის შარავანდედი”. “ინტელიგენციას უკვე აღარ შეუძლია გამოაცხადოს პრეტენზია იმაზე, რომ მან სხვის მაგივრად იცის ან სხვის მაგივრად აზროვნებს და შემდეგ პატერნალისტურად დაიცვას ან გაანათლოს ისინი მზა აბსოლუტური ჭეშმარიტების ან ჰუმანისტური მორალის მიწოდებით. [ინტელიგენცია] თვითონ ექცევა მისთვის გაუგებარი, დანაწევრებული რეალობის, ფრაგმენტირებული მთლიანობის წინაშე”. გრამშისეული “ორგანული” ინტელიგენციას მამარდაშვილი სწორედ საზოგადოების თანამედროვე განვითარებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მარადაშვილი არაფერს ამბობს თანამედროვე საზოგადოების კლასიკურ აგებულებაზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის “ერთკლასიან” საზოგადოებას აღწერს, რომელშიც საზოგადოების ფართო ფენები, პროლეტარიატის ჩათვლით, ფაქტობრივად ბურჟუაზიად არიან გადაქცეულები და კლასობრივი განსხვავებები ბურჟუაზიის სხვადასხვა კლასებს შორის განსხვავებას გულისხმობს. ამიტომაც მამარდაშვილი თანამედროვე საზოგადოების ინტელიგენციაზე ლაპარაკობს, როგორც ბურჟუაზიის ორგანულ ინტელიგენციაზე, რომელიც არ უნდა ავურიოთ გრამშისეული გაგებით ორგანულ ინტელიგენციებში (მათ შორის ბურჟუაზიისა) “კლასიკურ საზოგადოებაში”. ბურჟუაზიის “ორგანული” ინტელიგენციის ჩამოყალიბების პროცესში მამარდაშვილი ყურადღებას ამახვილებდა ორ განსხვავებულ პროცესზე: მართალია ინტელიგენციის მონოპოლია დარღვეული იყო, მაგრამ იდეოლოგია, რომელიც ამ მონოპოლიას ოდესღაც შეესაბამებოდა, ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. ამ მონოპოლიის დამრღვევი პროცესები აღიქმებოდა, მაგრამ გაცნობიერებული არ ყოფილა. ამიტომაც ინტელიგენცია, იმდენად, რამდენადაც ის არ ეგუებოდა არსებულ მდგომარეობას და სოციალური კრიტიკის ტრადიციას აგრძელებდა, ირაციონალური და აპოკალიფსური სოციალური უტოპიების საშუალებით გამოხატავდა საკუთარ თავს, მეორე ნაწილი კი სისტემაში ინტეგრაციას არჩევდა და სოციალური ინჟინერიის პროცესში მონაწილეობას იღებდა. განვითარებულ საზოგადოებაში ინტელიგენცია განიცდიდა სტანდარტიზაციის, გაუცხოების პროცესს, მისი ექსპლოატაცია ადრინდელთან შედარებით უფრო ნატიფი და რთული იყო. აქედან გამომდინარე, ინტელიგენცია დადგა დილემის წინაშე: “გადაიქცეს თანამედროვე კორპორაციის ჩინოვნიკად და ინტეგრირდეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში, თუ წავიდეს დემოკრატიული ბრძოლის და დემოკრატიული ძალების ბრძოლის გზით თანამედროვე მონოპოლიებთან”. მამარდაშვილის წერილი ორი თვალსაზრისითაა საინტერესო. ერთი მხრივ, მასში შეგვიძლია წავიკითხოთ საბჭოთა ინტელიგენციის ირიბი აღწერა. ისევე, როგორც თანამედროვე საზოგადოება ფაქტობრივად ერთკლასიანი საზოგადოებაა (ბურჟუაზიული), ასევე ერთკლასიანია საბჭოთა საზოგადოებაც, რომელშიც ინტელიგენციაც ასევე დაქვემდებარებულ, სისტემასთან შერწყმულ და მის მომსახურე როლს ასრულებს, მაგრამ აქვს დემოკრატიული ბრძოლის პოტენციალიც. მეორე მხრივ, მამარდაშვილს 1968 წლის სტატია გვაძლევს საშუალებას, აღვწეროთ ინტელიგენციის როლი უკვე პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებრივი სტრუქტურა ემსგავსება მამარდაშვილის მიერ აღწერილს და მიისწრაფვის ერთკლასიანი ბურჟუაზიული საზოგადოების მოდელისაკენ. ინტელიგენციის ოთხი თეორია: ეროვნული ინტელიგენციის, კლასობრივი ინტელიგენციის, შედარებით მიუკედლებელ ინტელიგენციისა და ერთკლასიანი, "პოსტკლასური” საზოგადოების ორგანული ინტელიგენციისა საშუალებას მოგვცემს, აღვწეროთ ქართული ინტელიგენცია და მისი ტრანსფორმაციები დაახლოებით 200 წლის განმავლობაში. II. XIX საუკუნის ქართული ინტელიგენცია. XVIII საუკუნის ბოლომდე განათლების ძირითადი წყარო ჯერ კიდევ ეკლესია იყო, მაღალი წოდების წარმომადგენლები განათლებას შინაც იღებდნენ. ეს იყო გრამშის გაგებით ტრადიციული ინტელიგენცია, რომელსაც ეკუთვნოდა მამების (გრიგოლ ორბელიანის და ბარბარე ჯორჯაძის) თაობა. ტრადიციული ინტელიგენცია თავად-აზნაურობის ინტელიგენცია იყო - განათლებული ფენა მასში განსაკუთრებულად არ ყოფილა გამოყოფილი - ყველას მეტი ან ნაკლები განათლება ჰქონდა მიღებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ან ნიჭის მიხედვით მონაწილეობდა. წერა ჰობი იყო და არა პროფესია. ინტელიგენციის გაჩენა საქართველოში დაკავშირებულია არა ახალი სოციალური კლასის გაჩენასთან (მაგ. ბურჟუაზიასთან), არამედ ტრადიციული ინტელიგენციის დიფერენციაციასთან, რაც თავის მხრივ უშუალოდ იყო დაკავშირებული განათლების პროფესიული ცენტრების გაჩენასთან: სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, ჟურნალ-გაზეთებთან. რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტები გახდნენ ქართული ინტელიგენციის სამჭედლოები, ხოლო ტრადიციული ინტელიგენციის შინაარსობრივი დიფერენციაციის გამოხატულება გახდა განსხვავებული მიმართულების ჟურნალ-გაზეთების (მაგ. “ცისკარი”, როგორც ტრადიციული ინტელიგენციის ჟურნალი და “დროება”, როგორც ახალი ინტელიგენციის გაზეთი. არჩილ ჯორჯაძე ქართული ინტელიგენციის ისტორიას სწორედ ჟურნალი “ცისკრის” დაარსებით იწყებს). თავად-აზნაურობის წრიდან ინტელიგენციის გამოყოფა სოციალურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა, რომელმაც გამოიწვია ტრადიციული ფასეულობებისა და იერარქიების დაშლა. XIX საუკუნის შუამდე თავად-აზნაურობის ხელში იყო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალი. XIX საუკუნის შუიდან ეკონომიკურ კაპიტალში მას ვაჭრები შეეცილნენ, ხოლო კულტურულ კაპიტალში ახალი თაობა, რომელსაც განათლება რუსეთის უნივერსიტეტებში მიეღო და იქაური იდეები საქართველოში ჩამოეტანა. ეს შინაური განათლება აღარ იყო, ეს იყო თვისებრივად განსხვავებული, პროფესიონალიზირებული განათლება, რომლის მიღებასაც რამდენიმეწლიანი ინტენსიური შრომა და საკმაო ფული სჭირდებოდა. ინტელიგენციის გაჩენა უშუალოდ უკავშირდება კულტურული კაპიტალის, განათლების მნიშვნელობის გაზრდას. სიმბოლური კაპიტალის მატარებელი ხდება არა თავადი, აზნაური ან ვაჭარი, არამედ განათლებული ადამიანი. სიმბოლური კაპიტალის ტრანსფორმაციას ზუსტად გამოხატავს ამირინდო, გიორგი ერისთავის „დავის“ პერსონაჟი: „კალამი ხმლათ გარდაიქცაო“. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში სამაგალითო ქართველი განათლებული მამულიშვილია, რომელიც თავის განათლებას კერძო მატერიალური ან სიმბოლური წარმატების წყაროდ კი არ განიხილავს, არამედ საზოგადოებას მოახმარს. სამოციანელთა თაობა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა სათავეში, გრამშის კატეგორიებით რთულად აღიწერება. წოდებრივად სამოციანელები თავად-აზნაურები იყვნენ, ოღონდ სამოციანელები არ სხდებიან არც ტრადიციული და არც ორგანული ინტელიგენციის კატეგორიაში. ეს ტრადიციული ინტელიგენციის (თავად-აზნაურობისათვის კი ორგანული ინტელიგენციის) ემანსიპირებული ნაწილია, რომელმაც შეძლო საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დადგომა და, ზეწოდებრივი, ეროვნული ფასეულობების და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. ილიას შექმნილია მამულის ფართო, პოლიტიკური ცნება, რომელმაც ჩაანაცვლა დაკარგული პოლიტიკური სახელმწიფო და ასე თუ ისე დღემდე განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ ფილოსოფიას. მონარქიის ერით (ნაციით), უზენაესი სუვერენის ადგილას მეფის მაგივრად ხალხის (ერის) დაყენებამ დასავლეთ ევროპაში ბურჟუაზიის მხრებზე გადაიარა. საქართველოში ეს ამოცანა ისევ თავად-აზნაურობის ინტელიგენციად გარდაქმნილმა ნაწილმა იკისრა. ვრცელ ციტატას მოვიყვან არჩილ ჯორჯაძის სტატიიდან, რომელიც შესანიშნავად აღწერს ქართული ინტელიგენციის თავად-აზნაურობის წიაღიდან ემანსიპაციის პროცესს. […] ინტელიგენციის გამოსახა იწყება 1861 წლიდან. 1863 წელს უკვე გარკვეულად მოსჩანს ახალი, კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის სახე. (1863 წელს დაარსდა ჟურნალი საქართველოს მოამბე, რომელიც დაუპირისპირდა “მამების” “ცისკარს” - .ა.). აქედამ იწყება დიფერენციაცია თავად-აზნაურობისა, როგორც წოდებრივ ერთეულისა და ინტელიგენციისა, როგორც წოდებათა შუა მდგარ კულტურულ ძალისა. მართალია, ამ ინტელიგენციის დიდი უმრავლესობა თავად-აზნაურულ ელემენტისაგან შესდგება. ამ გარემოებას თავისი ცუდი და კარგი მხარე ჰქონდა, მაგრამ მაინც შეგვიძლიან ვთქვათ. რომ ინტელიგენცია უკვე აღარ არის თავად-აზნაურობა, არც თავისი მოქმედებით, არც თავისი მისწრაფებით. […] დღეს, მაგალითად საბოლოოდ მოხდა გათიშვა დემოკრატიული ინტელიგენციისა და წოდებრივ თავად-აზნაურობისა. ასე რომ ინტელიგენცია და თავად-აზნაურობა სხვა და სხვა მოვლენათა კათეგორიებია. […] ადვილად წარმოსადგენია, რომ მესამოციანების ქართული პრესა, რომელმაც დაძლია პრინციპი წოდებრიობისა და მოიწადინა დემოკრატიულ ნიადაგზე დგომა აუცილებლად დაჰკარგავდა თავად-აზნაურობის თანაგრძნობას. და ეს ასედაც იყო. “ცისკრის” მკითხველნი მას უნდობლობით და მტრულად ეკიდებოდნენ. სამაგიეროდ ამ პრესას ახალი მკითხველი გამოუჩნდა. ეს მკითხველი იყო ნორჩი ქართველი ინტელიგენცია, ახალგაზრდობა და შეგირდები სხვა და სხვა სასწავლებლებისა”. თავად-აზნაურობის წიაღიდან გამოსულმა ინტელიგენციამ უარი თქვა საკუთარი წოდებრივი ინტერესების დაცვაზე და გამოესარჩლა წოდებას, რომელსაც ჯერ საკუთარი ინტელიგენცია არ ჰყავდა. ამიტომ საქართველოში ინტელიგენციის გაჩენის აღწერას უფრო მანჰაიმის თეორიის მეშვეობით შევძლებთ, ვიდრე გრამშისა. სამოციანელთა ლოიალობა არ ეკუთვნოდა მათ წოდებას, არამედ სწორედ საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დადგომამ შექმნა საქართველოში საზოგადოების და საზოგადოებრივი აზრის წინსვლის შესაძლებლობა. მართალია, არჩილ ჯორჯაძე რუსი კოლეგების კვალდაკვალ ინტელიგენციას შუალედურ ფენად მოიხსენიებს, მაგრამ ის თვითონვე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თავად-აზნაურულ ინტელიგენციას და თავად-აზნაურობას შორის კავშირი არასოდეს რაზნოჩინცებიდან წამოსულმა ორგანულმა დემოკრატიულმა ინტელიგენციამ გაჩენამ ზღვარი მათსა და ტრადიციულ ინტელიგენციას შორის სწორედ წოდებრივ კუთვნილებაზე გაავლო. შინაარსობრივად სამოციანელებს ჯორჯაძე ლიბერალიზმსა და დემოკრატიზმს შორის ათავსებს. “პირველი ხანა ამ ჯგუფის მოღვაწეობისა დახასიათდება, აზროვნების ფარგალში, სხოლასტიურ აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრებაში, ხოლო, სოციალურ საკითხთა ფარგალში, ბატონ-ყმურ საქართველოს უარყოფაში. მეორე ხანა ამ ჯგუფის მოღვაწეობისა გამოისახა მოქალაქეობრივ და საზოგადოებრივ იდეალების გამორკვევაში და იდეურ ხელმძღვანელობაში ყოველგვარ საკულტურო დაწესებულებისა, რომელიც კი იბადებოდა ჩვენს საზოგადოებაში”. ყველაფრის მიუხედავად, ჯორჯაძე სამოციანელთა წოდებრივ ინსტინქტებს - გრძელი ვადით მაინც - უფრო ძლიერად მიიჩნევს, ვიდრე მათ ემანსიპატორულ პოტენციალს. თუკი “საქართველოს მოამბის” და “დროების” ცისკრისაგან გამოყოფა წოდებრივად ჰომოგენური ინტელიგენციის შინაარსობრივად დაყოფის შედეგი იყო, 1880-იანი წლებიდან საქართველოში ჩნდება (გრამშისეული გაგებით) ორგანული ინტელიგენციაც. ჯორჯაძე არ ეთანხმებოდა ქართული ინტელიგენციის სამ დასად დაყოფის თეორიას და საკუთარი დიფერენციაცია შემოჰქონდა: მესამოცელებს მოსდევდნენ მეოთხმოციანელნი, ნაროდნიკებად მონათლული ჯგუფი, რომელიც გაზეთი “იმედის” გარშემო იყო შეკრებილი. ეს ჯგუფი შედგებოდა ეგრეთ წოდებული რაზნოჩინცებისგან. სწორედ ამ ჯგუფის მაგალითზე აღწერს ჯორჯაძე ორგანული ინტელიგენციის დაბადებას, რომელიც ძველ ინტელიგენციას უპირისპირდება მისი წოდებრიობის გამო. “ოცი წლის ბატონ-ყმობის გათავისუფლების შედეგ, […] სოციალური ცვლილებების ნაყოფი აღმოჩნდა უკვე ჩვენს ინტელიგენციის წრეებში. თუ წინად აქ თავ.-აზნაურთა წარმომადგენლებს მეტს სხვა წოდების შვილს თითქმის ვერ ნახავდით, ახლა გაჩნდნენ სხვა წოდებიდან გამოსული ინტელიგენტი “დიაკვნის-შვილები”, როგორც უწოდებნენ მათ დაცინვით კეთილშობილ საზოგადოებაში. ამ ინტელიგენტების დემოკრატიზმი მწიგნობრივი აღარ იყო. საუკუნოების მონობიდამ გამოსული და თავდაღწეულნი, მათს სისხლში სდუღდა პროტესტი და მათ თითქოს თანაშეზრდილი ჰქონდათ უნდობლობა თავად-აზნაურებისადმი, თუნდაც რომ ისინი ინტელიგენტები და დიდებული მგოსნები ყოფილიყვნენ. ეს ახალი სამწერლო დემოკრატია, თუმცა ტლანქი და უხეში, ხოლო პირდაპირი და გულწრფელი მოსარჩლე იყო დავრდომილ ხალხისა, რომლის წრიდამ თვითონ იყვნენ გამოსულნი და რომლის დაქვეითებას და დაცემას ასე კარგად გრძნობდნენ და ხედავდნენ”. შინაარსობრივად 1881 წელს დაარსებული გაზეთი “იმედი” გამოხატავდა სოციალური თემების ემანსიპაციას ნაციონალური თემების წიაღიდან.
მეოთხმოციანეთა ჯგუფი იყო ე.წ. მესამე დასი, რომელსაც ჯორჯაძე ახალ დასს ეძახის. ეს ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად ეგნატე ნინოშვილის გარშემო იყო შეკრებილი და გვიანდელ სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს აერთიანებდა, ჯგუფად გაფორმდა ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე, სადაც სილიბისტრო ჯიბლაძემ წაიკითხა საპროგრამო სიტყვა. ჯგუფს მალევე შეუერთდა ნოე ჟორდანია, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც ჯგუფის მარქსისტული მიმართულება გააძლიერა. მესამედასელები იმთავითვე დაუპირისპირდნენ სამოციანელებს - ნოე ჟორდანიას წერილი “ქართული პრესა” ძირითადად ილია ჭავჭავაძის კონსერვატორად წარმოჩენას ისახავდა მიზნად და უფრო პოლემიკური და იდეოლოგიური იყო, ვიდრე აღწერითი. საბოლოოდ, XX საუკუნისათვის ჯორჯაძე სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს: სამოციანელებს, მარქსისტებს და სოციალ-ფედერალისტებს, რომელთა შორის განსხვავებაც ძირითადად ეროვნული და სოციალური საკითხის მნიშვნელობაზე გადიოდა: პირველნი ემხრობოდნენ ეროვნულ საკითხს და უგულებელყოფდნენ სოციალურს, მეორენი სოციალურ მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ოპონენტებისაგან ეროვნული ნიჰილისტების ბრალდებას ისმენდნენ, მესამენი კი ცდილობდნენ შეეჯერებინათ ეროვნული და სოციალური საკითხები და მიაჩნდათ, რომ ეროვნულობას, სამოციანელებისაგან განსხვავებით, კულტურულის მაგივრად პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამათგან ორგანული ინტელიგენცია ნაროდნიკები, სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები იყვნენ. რა პოზიციაზეც არ უნდა მდგარიყვნენ ისინი შინაარსობრივად, ფასეულობრივად ისინი აღიარებდნენ განათლების მნიშვნელობას და განათლების, როგორც საზოგადო სიკეთის მნიშვნელობას. ეს ფასეულობრივი დამოკიდებულება განათლების მიმართ ინტელიგენციის შინაარსობრივად დაყოფილ ჯგუფებს აერთიანებდა შეგნებაში, რომ განათლებული ადამიანი საზოგადო მოღვაწე უნდა ყოფილიყო და სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ექსპლიციტურად და პროგრამულად ჩამოყალიბებული არ ყოფილა, ინტელიგენციის გაგება უტილიტარული, პოლიტიკური კლასის ან სახელმწიფო აპარატის მომსახურე კლასისა (გრამშისეული მოურავების გაგებით) არ ყოფილა. ინტელიგენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურა, საზოგადო მოღვაწე იყო. ინტელიგენციის ასეთი გაგება, ინტელიგენციის ფორმა, სწორედ სამოციანელების შექმნილი იყო, ამ ფორმას სხვადასხვა შინაარსის დატევა შეეძლო. ის საბჭოთა პერიოდშიც კი კულტურულმა მეხსიერებამ შემოინახა და მისი რეაქტუალიზაციის შესაძლებლობა შექმნა, მართალია ძველისაგან განსხვავებული, გვიანდელ საბჭოთა კავშირში უკვე კარიკატურული ფორმით. III. საბჭოთა ინტელიგენცია საბჭოთა კავშირში ინტელიგენციის ფუნქცია თავდაპირველად დამორჩილებული იყო პროლეტარული რევოლუციის იდეას. ინტელიგენცია - პირველ რიგში პარტიული ინტელიგენცია - თავს მიიჩნევდა პროლეტარიატის ავანგარდად და არა ზოგადი ეროვნული მისიის მატარებელ ჯგუფად. ამიტომ პროლეტარიატის ორგანულ ინტელიგენციას უნდა ჩაენაცვლებინა ტრადიციული ინტელიგენცია ან, ყოველ შემთხვევაში, ჰეგემონია მოეპოვებინა მასზე. როგორც შესავალში ვთქვი, საბჭოთა მარქსისტთა შორის აღიარებული იყო ინტელიგენციის კლასობრიობა, ოღონდ გარკვეული არ იყო, ინტელიგენცია ცალკე კლასი იყო სხვა კლასთა შორის თუ ყველა კლასს თავისი საკუთარი ინტელიგენცია ჰყავდა. მიუხედავად 1920-იან წლებში მიმდინარე დისკუსიებისა, ინტელიგენციის შესახებ რაიმე ერთიანი თეორია არ ჩამოყალიბებულა. ოდნავ გვიანდელი, გრამშისეული თეორიული მოდელით რომ ვისარგებლოთ, ორგანული ინტელიგენციის როლი ბოლშევიკებს ჰქონდათ მორგებული (თვითაღწერაშიც კი რევოლუციონერთა დიდი ნაწილი თავს ლიტერატორად მოიხსენიებდა), საკუთრივ ინტელიგენციის ცნებით კი აღიწერებოდა ბოლშევიკების გადმოსახედიდან ტრადიციული, “ბურჟუაზიული” ინტელიგენცია, რომელიც საბჭოთა წყობილების მტრად იყო მიჩნეული ბურჟუაზიასთან, წვრილ ბურჟუაზიასთან და ძველ არისტოკრატიასთან ერთად. განსხვავება ახალ, ორგანულ ინტელიგენციასა და ძველ, ტრადიციულ ინტელიგენციას შორის ჰეგემონიის პრეტენზიაზეც გადიოდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ბელადის, ლევ ტროცკის პოლემიკა რევოლუციურ ლიტერატურულ გაერთიანება “სამჭედლოსთან” (кузница). “სამჭედლო” ბრალად სდებდა პარტიულ ხელმძღვანელობას ლიტერატურულ პროცესებში ჩარევას. რაზეც ტროცკი უპასუხებდა, რომ “სამჭედლოს”, ისევე როგორც სხვა ლიტერატურულ გაერთიანებებს ტყუილად ჰქონდათ პროლეტარული ხელოვნების პრეტენზია. პროლეტარული ხელოვნება ჯერ არ არსებობდა და უცნობია, როდისმე გაჩნდებოდა თუ არა. ტროცკი ლიტერატორებს ბრალს სდებდა იმაში, რომ მათ ვერ გააცნობიერეს ისტორიული ცვლილება: ადრე ბელინსკი, ჩერნიშევსკი ან დობროლიუბოვი, ერთი მხრივ, ლიტერატურის საზოგადოებრივი შთამაგონებლები, ხოლო მეორე მხრივ - საზოგადოების ლიტერატურული შთამაგონებლები იყვნენ. ისინი, ტროცკის აზრით, იყვნენ თავიანთი დროის საზოგადოების ბელადები იყვნენ, ახლა კი, ბოლშევიკური ცკ-ს წევრები იქნებოდნენ. შესაბამისად, ტროცკი აღიარებდა ინტელიგენციის, როგორც კლასობრივი ან საზოგადოებრივი ავანგარდის ფუნქციას, ოღონდ ეს ფუნქცია რევოლუციის შემდეგ “პროფესიით” ინტელიგენტებისაგან გადმოვიდა ფუნქციით ინტელიგენციაზე: კომუნისტურ პარტიაზე, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა ძველებურად გაგებული ინტელიგენცია (მწერლები, ხელოვანები და მეცნიერები). ამ თვალსაზრისით ტროცკისაგან განსხვავებული აზრი რევოლუციის სხვა “ბელადებსაც” არ ჰქონიათ: ყველა მათგანი თვლიდა, რომ ხელოვნება და მეცნიერება უნდა დაემორჩილოს რევოლუციურ და პარტიულ საჭიროებას. აქედან გამომდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა მეცნიერების და ხელოვნების (ტრადიციული ინტელიგენციის) მიმართ. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მერყეობდა ტრადიციული ინტელიგენციაზე ჰეგემონიისა და მისი პროლეტარული ინტელიგენციით ჩანაცვლებას შორის. 1920-იან წლებში დასაშვები იყო “ბურჟუაზიული სპეციალისტების” გამოყენება, 1930-იან წლებში კი იგივე ბურჟუაზიული სპეციალისტები საბოტაჟის ბრალდებით განადგურდნენ. კლასობრივი უნდობლობა ბურჟუაზიული სპეციალისტების (ტრადიციული ინტელიგენციის) მიმართ აუცილებელს ხდიდა საკუთარი, კლასობრივი ინტელიგენციის გაზრდას. აქაც უნდა განვასხვაოთ ტრადიციული და ორგანული ინტელიგენცია. საბჭოთა გაგებით ტრადიციული ინტელიგენცია იყვნენ პროფესიონალი მეცნიერები, ხელოვანები, ადმინისტრატორები ხოლო საბჭოთა გაგებით ორგანული ინტელიგენცია იყო პარტია, როგორც საბჭოთა სახელმწიფოს ავანგარდი და შინაარსის განმსაზღვრელი ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნების აკრძალვების და წახალისების სისტემა სსრკ-ში 1936 წლამდე უმაღლესი განათლებისაკენ გზას უღობავდა დამარცხებული კლასების წარმომადგენლებს და გზას უხსნიდა მუშებსა და გლეხებს. შესაბამისად, 1921-1936 წლებში ინტელიგენციის მიმართ პრაქტიკულად ხორციელდებოდა ის პოლიტიკა, რომელიც თეორიულად ბუხარინს და ლუნაჩარსკის ჰქონდათ ჩამოყალიბებული და რომელიც პროლეტარული ინტელიგენციის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ასეთ ინტელიგენციას შეიძლება ვუწოდოთ წითელი ინტელიგენცია. ეს წითელი ინტელიგენცია “მომსახურე” ინტელიგენცია იყო: ის ემსახურებოდა საბჭოთა სახელმწიფოს მოთხოვნილებებს, მაგრამ არ განსაზღვრავდა მის პოლიტიკას. პოლიტიკის განსაზღვრა ბოლშევიკური, მოგვიანებით კომუნისტური პარტიის საქმე იყო. ინტელიგენციამ ორგვარი ტრანსფორმაცია განიცადა: ტრადიციული ინტელიგენცია, რომელიც ზე-კლასობრივი ეროვნული ინტელიგენცია იყო, პროფესიულად მეცნიერებას და ხელოვნებას წარმოადგენდა, პოლიტიკურად ოპოზიციაში იყო მმართველ რეჟიმთან (მეფის ხელისუფლებასთან) და საზოგადოებრივი აზრის ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა, შეიცვალა ფუნქციონალური ინტელიგენციით: პოლიტიკური კლასით (ბოლშევიკური, მოგვიანებით კომუნისტური პარტიით), რომელიც იყო საზოგადოებრივი ცხოვრების რეალური ჰეგემონი, და კლასობრივად დიფერენცირებული, ძველი და წითელი ტრადიციული გაგებით პროფესიული ინტელიგენციით (მეცნიერებით, ხელოვნებით და ადმინისტრატორებით), რომლებსაც, პარტიისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელი კი არა, დაქვემდებარებული, მოსამსახურე ფუნქცია ჰქონდა. სიტყვათშეთანხმება “წითელი ინტელიგენცია” ნეგატიური კონოტაციით 1980-იანი-1990-იანი წლების საქართველოში გვხვდება ეროვნული მოძრაობის დისკურსში. პოზიტიური კონოტაციით ცნება “წითელი პროფესურა” 1920-1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში გვხვდება. “წითელი პროფესურის” ან “წითელი ინტელიგენციის” ცნებამ ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით აზრი დაკარგა უკვე 1930-იანი წლების დასაწყისში. 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში ორი ძირითადი სამომავლო პროექტი განიხილებოდა: ტროცკისტული მსოფლიო რევოლუციის თეორია და სტალინის თეორია ერთ სახელმწიფოში სოციალიზმის აღმშენებლობის შესახებ. ტროცკის თეორიის მიხედვით, რომელიც მარქსის საფუძველზე უფრო მყარად იდგა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, საბჭოთა კავშირი უნდა გამხდარიყო მსოფლიო რევოლუციის ფორპოსტი. ტროცკისაგან განსხვავებით სტალინს თეორიულად ნაკლებად მყარი, მაგრამ უფრო პრაგმატული მოსაზრება ჰქონდა სოციალიზმის ცალკე აღებულ ქვეყანაში აღმშენებლობის შესახებ. თუკი მსოფლიო რევოლუციის თეორია ეყრდნობოდა მსოფლიო პროლეტარიატს, როგორც კლასს, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების თეორია განსხვავებულ სოციალურ დიფერენციაციას და “ნაციონალიზმთან” დაბრუნებას ნიშნავდა იმ გაგებით, რომ რამდენიმე არაანტაგონისტური კლასისაგან შემდგარი საბჭოთა ხალხი ფორმალურად მაინც ხდებოდა საბჭოთა კავშირის სუვერენი. სტალინი 1936 კონსტიტუციისადმი მიძღვნილ გამოსვლაში სსრკ-ს ხალხს 2 კლასად და ერთ ფენად (прослойка): მუშებად, გლეხებად და ინტელიგენციად ყოფდა. ინტელიგენციასთან საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების კრიტერიუმებად ლიტერატურას თუ ავიღებთ, დავინახავთ, რომ ეს დამოკიდებულება რამდენიმეჯერ რადიკალურად შეიცვალა 1925 და 1932 წელს შორის. 1925 წლის 18 ივლისს პოლიტბიურომ გამოსცა დადგენილება ლიტერატურის სფეროში პარტიის პოლიტიკის შესახებ შესახებ. ამ დადგენილებაში აღიარებული იყო, რომ კლასთა ბრძოლა საბჭოთა კავშირში ჯერ არ იყო დამთავრებული და ეს ბრძოლა ლიტერატურაშიც მიმდინარეობდა, რომ (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში) არსებობდა ახალი ბურჟუაზია, რომლისკენაც მიისწრაფოდა ძველი და ახალი ინტელიგენცია. პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში პარტიის პოლიტიკა მდგომარეობდა ძველი ინტელიგენციის მიმხრობაში და მის ნელ-ნელა გამოდევნაში პროლეტარული ინტელიგენციის მიერ. ლიტერატურაში ჰეგემონია უნდა განეხორციელებინა მთელ პროლეტარიატს, რადგანაც პროლეტარი და გლეხი მწერლები ჯერ არ იყვნენ მზად ამგვარი ჰეგემონიისათვის, პარტია კი უნდა დახმარებოდა პროლეტარ და გლეხ მწერლებს ამგვარი ჰეგემონიის მოპოვებაში. ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც “მეგზურების” (попутчики) ცნებით მოიხსენიებდნენ, პარტია ტოლერანტობის პოლიტიკას აცხადებდა, რომლის მიზანიც იყო “მაღალი კლასის სპეციალისტების” შენარჩუნება, მიმხრობა და კომუნისტური იდეოლოგიის ხაზზე გადაყვანა. ამ დადგენილებით, პარტია, ფაქტობრივად უარს ეუბნებოდა პროლეტარი მწერლების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რაპპს-ს (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) ლიტერატურის სფეროში ხელმძღვანელ როლზე, არამედ - გარკვეულად - ლიტერატურის სფეროში ნეიტრალიტეტს აცხადებდა. შედარებითი ნეიტრალურობის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა 1932 წელს. 23 აპრილს სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცკ-ს პოლიტბიურომ გამოსცა დადგენილება “ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ”. ამ დადგენილებაში პოლიტბიურო ამბობდა, რომ პროლეტარ მწერალთა ორგანიზაციები ლიტერატურულ განვითარებას კი აღარ უწყობდნენ ხელს, არამედ ამუხრუჭებდნენ, ამიტომაც პროლეტარულ ლიტერატურულ ორგანიზაციებს აუქმებდა და მათ ადგილას ქმნიდა ერთიან მწერალთა კავშირს ყველა მწერლისთვის, ვინც საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმას უჭერდა მხარს და სოციალისტურ მშენებლობაში სურდა მონაწილეობის მიღება. ამავე გზას უნდა დასდგომოდნენ სხვა შემოქმედებითი კავშირები: კომპოზიტორებისა, მხატვრებისა და ასე შემდეგ. სტალინური დადგენილება რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი სტალინური ტიპის საბჭოთა ინტელიგენციის ჩამოყალიბებისთვის: 1) კულტურის შინაარსს განსაზღვრავდა მხოლოდ პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი. ის უარს ამბობდა, კულტურული “მოურავების” მოდელზე, როგორადაც რაპპ-ს ჰქონდა თავი წარმოდგენილი და ამით, ფაქტობრივად, უარს ამბობდა კლასობრივი ინტელიგენციის მოდელზე. ინტელიგენცია აღარ წარმოადგენდა ერთ რომელიმე, თუნდაც ჰეგემონ კლასს. 2) პირველიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა კულტურული ველის ჰომოგენიზაცია. რამდენიმე ათეული ან ასეული ლიტერატურული და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციის მაგივრად იქმნებოდა ერთიანი ორგანიზაციები, რომლებიც ხელოვნების მუშაკებს აერთიანებდა სფეროების მიხედვით და ამ გაერთიანებას იმეორებდა რესპუბლიკურ დონეზე. მაგ., შეიქმნა მწერალთა კავშირი და მის თარგზე გამოიჭრა არქიტექტორთა, კომპოზიტორთა და ასე შემდეგ კავშირები. 3) პარტიული პოლიტიკა ხელოვნების მიმართ მოქმედებდა დასჯისა და წახალისების მეთოდით. ინტელიგენციას უნდა მიეღო მონაწილეობა პარტიის მიერ განსაზღვრულ იდეოლოგიურ მუშაობაში. ვინც ამ ამოცანას ვერ ასრულებდა, ან ფიზიკურად განადგურდებოდა ან ნადგურდებოდა სხვა, უფრო ნატიფი მეთოდებით: არ ეძლეოდა პროფესიული მუშაობის საშუალება და შესაბამისად არ ჰქონდა შემოსავლის წყარო. ასეთი ბედი ეწია, მაგ. მიხაილ ბულგაკოვს და მარინა ცვეტაევას. 4) ისინი, ვინც მიიღებდა თანამშრომლობის შემოთავაზებულ ფორმებს, გადადიოდნენ საბჭოთა ელიტის რიგებში. საბჭოთა კავშირში ინტელიგენციამ განიცადა ტრანსფორმაცია კლასობრივად დიფერენცირებული ინტელიგენციიდან საერთო-სახალხო ინტელიგენციად. 1930-იანი წლების შემდეგ ინტელიგენციამ დაკარგა პოლიტიკურად ან საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფის ფუნქცია, ეს ფუნქცია მთლიანად იკისრა კომპარტიამ, რომელმაც გამოაცხადა თავი ჯერ პროლეტარიატის, ხოლო შემდეგ კი მთელი საბჭოთა ხალხის ორგანულ ინტელიგენციად. ძველი გაგებით პროფესიული ინტელიგენცია, ერთი კლასის ან ჯგუფის, დიფერენცირებული პოლიტიკური სივრცის ნაწილების იდეების გენერატორიდან და გამომხატველიდან, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ფენიდან გადაიქცა ერთიან, დაუნაწევრებელ წოდებად, სოციალურად და პოლიტიკურად პასიურ სახელმწიფოს მომსახურე პერსონალად სხვადასხვა სფეროებში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ადმინისტრაციაში. ამ სამსახურის საფასურად ინტელიგენცია იღებდა სოციალურ სტატუსს (სიმბოლურ კაპიტალს), სოციალურ კაპიტალს (კავშირებს), ხოლო ფინანსურ კაპიტალს ანაცვლებდა პრივილეგიების სხვადასხვა ფორმები დაწყებული უკეთესი საბინაო პირობებით და დასვენების უკეთესი საშუალებებით დამთავრებული უკეთესი კვებით და მკურნალობით. მოხდა ის, რასაც ვარაუდობდა ლუნაჩარსკი 1920-იან წლებში: საბჭოთა ინტელიგენცია მოწყდა ხალხს და ჩამოყალიბდა ახალ ელიტად. ამა თუ იმ ფორმით, საბჭოთა ინტელიგენციას არა წამყვანი, არამედ ინსტრუმენტული ფუნქცია ენიჭებოდა. ის ემსახურებოდა საბჭოთა სახელმწიფოს, რომლის იდეოლოგიასაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო განსაზღვრავდა. ეს აღარ იყო წითელი ინტელიგენცია პროლეტარული ინტელიგენციის გაგებით, ეს იყო საბჭოთა ადმინისტრაციული ელიტა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლებოდა არ ჰქონდა დიდი სიმპათია საბჭოთა წყობილების მიმართ, მაგრამ პრივილეგიების სანაცვლოდ მას ლოიალობას უცხადებდა. ლოიალობის ფორმები განსხვავდებოდა: სტალინის სიცოცხლეში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პანეგირიკები სტალინის ან ბერიას მიმართ, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული საკმარისი იყო ფორმალური ლოიალობის შენარჩუნება და პირდაპირი დისიდენტობისათვის თავის არიდება თუნდაც საზღვარგარეთ პუბლიკაციებზე უარის თქმით. ასე თუ ისე, საბჭოთა ინტელიგენცია ჩართული იყო სახელმწიფოსთან კორუფციულ ურთიერთობაში მაშინაც კი, თუკი მის წარმომადგენლებს გულწრფელად სჯეროდათ საბჭოთა სახელმწიფოსი. თუკი XIX საუკუნეში ინტელიგენცია წარმოიშვა ერთი წოდების - თავადაზნაურობის დიფერენციაციიდან, ჯგუფისგან, რომელმაც შეძლო საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და საზოგადო საქმის სამსახურში ჩამდგარიყო, ამან კი თავის მხრივ გაუხსნა გზა ორგანული ინტელიგენციის ჩამოყალიბებას ჯერ რაზნოჩინცების, შემდეგ კი გლეხობის და პროლეტარიატის წრიდან, სტალინისეულ სსრკ-ში უკუპროცესი მიმდინარეობდა: მოხდა ინტელიგენციის უნიფიკაცია და ორგანული ინტელიგენციის ტრადიციულ ინტელიგენციად გადაქცევა საკუთარი წოდებრივი შეგნებით, კოდექსით და პრივილეგიებით, ოღონდ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ფუნქციის გარეშე. წაიშალა საზღვარი პროლეტარ ინტელიგენტსა და არისტოკრატ ინტელიგენტს შორის, პირობითად: სიმონ ჩიქოვანსა და ალიო მირცხულავას შორის. სტალინური ყაიდის საბჭოთა ინტელიგენცია (რომელიც განსხვავდებოდა წითელი, პროლეტარული ინტელიგენციისაგან) დაუბრუნდა XIX საუკუნის ინტელიგენციის პირველი ნახევრის მოდელს: ინტელიგენციას საკუთარი თავი წარმოედგინა არა მარტო ერის საუკეთესო ნაწილად და მის მისწრაფებათა გამომხატველად, არამედ ამ გამოხატვის მონოპოლისტი. ოღონდ, სინამდვილეში, მას დაეკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პარტიის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ჰქონდა. საბჭოთა საქართველოში ეს ჩარჩოები უფრო ფართო იყო, ვიდრე რუსეთში. შედარებითი თავისუფლების გამო საბჭოთა ქართულ ინტელიგენციას შექმნილი ჰქონდა საკუთარი მითოლოგია, რომელიც მას XIX საუკუნის არისტოკრატიის და ინტელიგენციის მემკვიდრედ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლად და ქართველი ხალხის წინამძღოლად სახავდა. სწორედ ამ ფორმით მოაღწია ინტელიგენციამ პერესტროიკამდე, როდესაც მას ჰეგემონიისათვის ბრძოლა ეროვნულ მოძრაობასთან მოუხდა. IV. პოსტსაბჭოთა ინტელიგენცია პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის ისტორია მისი ხელახალი დიფერენციაციის ისტორიაა ერთიანი “ნახევარი კლასიდან”, როგორადაც რაოდენობრივად გაზრდილი ინტელიგენცია გადაქცეულიყო საბჭოთა კავშირში. 1980-იან წლების ბოლოს ინტელიგენცია ფორმალურად და სოციალურად ერთიანი იყო, მაგრამ უკვე დაეკარგა შინაარსობრივი ერთობლიობა: მას გამოეყო დისიდენტების ფენა, რომელიც ფორმალურად იმავე ინტელიგენციის წიაღიდან გამოვიდა, ოღონდ შინაარსობრივად სხვა პოზიციაზე იდგა. ის მიუღებლად თვლიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან კომპრომისს და 1980-იანი წლების ბოლოს უკვე გამოდიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მისი წინამძღოლი, ზვიად გამსახურდია, ისეთივე წარმომადგენელი იყო საბჭოთა ინტელიგენციისა, როგორც მისი შემდგომი ოპონენტები. ფორმალური განსხვავება მათ შორის არ ყოფილა. ამ მხრივ საინტერესოა დაპირისპირება ინტელიგენტ დისიდენტ ზვიად გამსახურდიას და “პროლეტარ” დისიდენტ ჯონი ლაშქარაშვილს შორის. ის, რომ ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვა ინტელიგენტმა დისიდენტმა, სიმპტომური იყო: ეს ნიშნავდა, რომ სოციალური სტრუქტურა არ შეცვლილა და იცვლებოდა მხოლოდ მისი შინაარსები. განსხვავება ინტელიგენციის ტრადიციულ და დისიდენტურ ნაწილს შორის შინაარსობრივადაც ძალიან დიდი არ ყოფილა: ორივეს პრეტენზია ჰქონდა ქართველი ერის წინამძღოლობაზე (რომელიც ორივეს ერთნაირად ესმოდა, როგორც რომანტიკული ტრადიციიდან მომდინარე, საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ფილტრში გატარებული ეთნო-ლინგვისტური ერთობა), ორივე სარგებლობდა ქართული ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერების და ლიტერატურის წიაღში ჩამოყალიბებული იდეოლოგიური და ცნებითი აპარატით, ოღონდ ინტელიგენციის დისიდენტურ ნაწილს შეეძლო ნონკონფორმიზმის კაპიტალიზაცია, ხოლო ტრადიციული ინტელიგენციისათვის კოლაბორაციონიზმის დაბრალება. ეროვნულმა მოძრაობამ ჩამოართვა ტრადიციულად გადაქცეულ საბჭოთა ინტელიგენციას მონოპოლია ერის წინამძღოლობაზე: ინტელიგენციის გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა დიდწილად სწორედ ამ, სიმბოლური ძალაუფლებისათვის ბრძოლამ განაპირობა. სახელმწიფო გადატრიალებამ და შევარდნაძის დაბრუნებამ დროებით აღადგინა ძველი ბალანსი: შევარდნაძემ სახელმწიფოს საყრდენად გამოაცხადა კულტურა და შესაბამისად ინტელიგენციას (კულტურის და მეცნიერების ელიტის ვიწრო, XIX საუკუნისეული გაგებით) დაუბრუნა ქვეყნის ელიტის სტატუსი. ოღონდ რესტავრაციას აღარ შეეძლო საბჭოთა ინტელიგენციის შერყეული სტატუსის გამოსწორება. დაიწყო ინტელიგენციის დიფერენციაცია არა მარტო შინაარსობრივად, არამედ ფორმალურადაც: ინტელიგენციის ნაწილმა მთავრობის ლეგიტიმაციის მონეტარიზაციის ჩვეულ გზას დაადგა (თუმცა ამ გზაზე ის წარმატებით ჩაანაცვლა საპატრიარქომ), ნაწილმა პროფესიონალი ინტელექტუალების გზა აირჩია, ნაწილმა გადაინაცვლა სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორში, ნაწილი შეუერთდა ადმინისტრაციას, ნაწილი კი შეუერთდა პრეკარიატს (სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან შედგენილ ფენას უკიდურესად არამყარი სოციალური გარანტიებით და საარსებო პირობებით, რომელმაც ფაქტობრივად ჩაანაცვლა ძველი პროლეტარიატი) . მიუხედავად იმისა, რომ ინტელიგენციამ, როგორც წოდებამ მნიშვნელობა დაკარგა, ინტელიგენციის დიფერენციაცია დაიწყო და გრძელდება ძველი, საბჭოთა ინტელიგენციის სოციალურ ბაზაზე. დაშლილი ინტელიგენციის ყველა ცალკეული სეგმენტი მაინც რჩებ(ოდ)ა “კასტად”, “ნახევარ-კლასად” ანუ ფაქტობრივად უფრო დახურულ, ვიდრე ღია წოდებად, ერთმანეთთან დაკავშირებულად პირადი, ნათესაური, პროფესიული და სხვა კავშირებით, რომელშიც მოქმედებდა წოდებრივი იერარქიები და წოდებაში “მიღების” წესები. პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა გახდა ინტელიგენციის არასამთავრობო და პროფესიონალ ინტელექტუალებად ჩამოყალიბებული ნაწილი. ორივე ინტელიგენციის შინაარსობრივი, მაგრამ არა ფორმალური დიფერენციაციის პროდუქტი იყო. ფაქტობრივად განმეორდა XIX საუკუნის 60-იანი წლების სიტუაცია (ხაზს ვუსვამ ფორმალურ და არა შინაარსობრივ პარალელს), როდესაც წოდების წარმომადგენელთა ნაწილმა იმპორტირებული იდეების მეშვეობით შეძლო დამდგარიყო წოდებრივ ინტერესებზე მაღლა და წასულიყო საკუთარი წოდებრივი ინტერესების წინააღმდეგ. ამ “ახალმა” ინტელიგენციამ, რომელიც დაუპირისპირდა ძველ, წოდებრივ ინტელიგენციას (რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად არაკორექტულად “ჩასარეცხს” უწოდებდა) შემოიტანა დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები. შინაარსობრივად ეს ინტელიგენცია იყო ლიბერალური და ირხეოდა ლიბერალურ ცენტრსა და მემარჯვენე ლიბერალობას შორის). ინტელიგენციის ეს ნაწილი შეეცადა მოერგო “ბურჟუაზიული” ინტელიგენციის იმპორტირებული როლი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ტრანსფორმაციის ის გზა ჯერ არ გაუვლია, რომელიც მას ბურჟუაზიულად აქცევდა. პირიქით, თუ ინდუსტრიული ქვეყნების უმეტესობაში საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთი, ბურჟუაზიული კლასისაგან შედგება, საქართველოში ეს კლასი უმცირესობაშია, ხოლო დიდი ნაწილი კი პრეკარიატს წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ მატერიალური ბაზის თვალსაზრისით ეს ინტელიგენცია არ წარმოადგენდა ახალ ბურჟუაზიას, ეკონომიკური ბაზის თვალსაზრისით ის დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოს მოქალაქეების (ან ყოველ შემთხვევაში ინტელიგენციის) უმეტესობისაგან. მიუხედავად ეკონომიკური “ბაზის” დაუმთხვევლობისა, იდეოლოგიურად ინტელიგენციის ამ ნაწილმა ნეოლიბერალურ ეკონომიკას და ფაქტობრივად მსხვილ ბურჟუაზიას დაუჭირა მხარი, რომელიც, ფაქტობრივად, ქმნიდა იმ კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც ინტელიგენციის ეს ნაწილი სხვა სფეროებში უპირისპირდებოდა. ინტელიგენციის ერთადერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არ იყო ძველ ინტელიგენციასთან, მომძლავრებული სასულიერო წოდება იყო. ინტელიგენციის ამ ნაწილს ვერ ვუწოდებთ ტრადიციულს, ის ახალი გაჩენილია და 30 წელიწადს თუ ითვლის. მას ვერც ორგანულს ვუწოდებთ, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენს რომელიმე კლასს ან სოციალურ ჯგუფს. საეკლესიო ინტელიგენცია საბჭოთა ინტელიგენციის, საერთო-სახალხო ინტელიგენციის “ჩრდილოვანი” ანარეკლია, ის იმეორებს მის სტრუქტურას და პრეტენზიას აცხადებს ხალხის ინტერესებს ცოდნასა და გამოხატვაზე. ის “პარალელური” ინტელიგენციაა, რომელმაც მიითვისა XIX საუკუნის ინტელიგენციის პრეტენზია და იდეოლოგია. მისი უფრო სახალხო საფუძვლების გამო ეს ინტელიგენცია მემარცხენე ჯგუფების მეტი სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე ლიბერალური ინტელიგენცია. ჯერ-ჯერობით მთავარი მახასიათებელი პოსტსაბჭოთა ინტელიგენციისა მისი არაორგანულობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქონებრივი და შეიძლება ითქვას კლასობრივი დიფერენციაციაც საკმაოდ შორს წავიდა, ეკონომიკურად დაუცველ საზოგადოებრივ ჯგუფებს საკუთარი ინტელიგენცია არ შეუქმნიათ და მათი მოსარჩლის როლი ისევ ქალაქური ინტელიგენციის საზოგადოებრივად აქტიური თაობებიდან ყველაზე უმცროსმა იკისრა. ინტელიგენცია ჯერ კიდევ ატარებს საბჭოთა წოდებრივი ინტელიგენციის კვალს (ისევე, როგორც XIX საუკუნის ინტელიგენცია თავად-აზნაურობის კვალს ატარებდა, რომლის წიაღიდანაც შეიქმნა XIX საუკუნის ინტელიგენცია). ის ჯერ შინაარსობრივი დიფერენციაციის ფაზაშია და ნაწილობრივ იმეორებს XIX საუკუნის ინტელიგენციის განვითარების გზას: დემოკრატიული ინტელიგენცია უპირისპირდება კონსერვატიულს, სოციალისტური ინტელიგენცია უპირისპირდება დემოკრატიულს, მაგრამ ერთი, რომ ისინი სოციალურად ერთ ფენას წარმოადგენენ და ინტელიგენციის ფუნქციაზე იმპლიციტურად საერთო წარმოდგენები აქვთ: “ხალხი” მათთვის გარეშე ობიექტი და მათი პოლიტიკის საგანია, ისინი ორგანულად არ წარმოადგენენ არცერთ სოციალურ ჯგუფს. მამარდაშვილის ცნება რომ გამოვიყენო, ინტელიგენციისა და ხალხს შორის დამოკიდებულება ჯერ კიდევ “განმანათლებლური აბსოლუტიზმის” კატეგორიით აღიწერება. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბების და გამოხატვის საშუალება ჯერ არ მისცემია და ამ ფუნქციას მის მაგივრად სხვები ასრულებენ. ინტელიგენციის განვითარება საქართველოში ორი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ერთი მხრივ საზოგადოების უფრო ფართო ფენები და არა მხოლოდ ყოფილი “საბჭოთა” ინტელიგენცია (ამ ცნების იმ ფართო, წოდებრივი გაგებით, რომლის გაშლასაც ზემოთ შევეცადე) ჩაერთვებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის გამოხატვის პროცესში. მეორე მხრივ, საქართველოში სულ უფრო აქტუალური გახდება ის არჩევანი, რომელზეც მამარდაშვილი წერდა 1968 წლის სტატიაში: მიუხედავად “ტრადიციული” (კლასიკური) ინტელიგენციის იდეოლოგიის არსებობისა, ინტელიგენცია საქართველოშიც გაივლის ინტელექტუალური შრომის დესაკრალიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესს, რომელიც, საქართველოშიც, ინტელიგენციის წარმომადგენლებს დააყენებს დილემის წინაშე, ინტეგრირდეს სისტემაში (ჩვენს შემთხვევაში ოლიგარქიულ კაპიტალიზმში) თუ დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი გახდეს.


Thursday, 10 February 2022

ვინ არის ელენე დარიანი?





The truth is rarely pure and never simple.
Oscar Wilde

The very essence of romance is uncertainty.
იგივე 



ელენე დარიანის ვინაობის საკითხი დიდი ხანია გასცდა ლიტერატურათმცოდნეობას და შვა ორიბანაკი: ერთი ამტკიცებს, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია, ხოლო მეორე - რომდარიანის ლექსები სინამდვილეში ელენე ბაქრაძის (1897-1979), პირველ ქორწინებაში ბერიშვილს დამეორე ქორწინებაში ქართველიშვილის დაწერილია. 





2021 წლიდან ელენე დარიანის ვინაობაზე დავამ პოლიტიკური განზომილება შეიძინა. კულტურისსამინისტრომ მოითხოვა ელენე ბაქრაძის მოგონებების, დღიურების, წერილების და ლექსებისლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული კრებულის დაბრუნება იმ მოტივით, რომ კრებულშირამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული და ბაქრაძეს მიეწერა სხვისი, კერძოდ, ანა კალანდაძისლექსები. მინისტრმა წულუკიანმა - შეცდომით - განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმის მოვალეობასაავტორო უფლებების დაცვაა. პარალელურად, გაჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელმაც მიიჩნია, რომპაოლოს იაშვილის „საავტორო უფლებები“ ირღვევა და ამ უფლებების დაცვა გადაწყვიტა.აკადემიური საკითხი უცებ გადაიქცა პოლიტიზაციის, უხამსი ბრალდებების, უსაფუძვლო დაპათეტიკური პრეტენზიების და შაურიანი ურაპატრიოტიზმის წყაროდ.





ამ წერილის დაწერა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ პოლემიკა ფაქტების და ფაქტებზე დაყრდნობითგამოთქმული ვარაუდების საფუძველზე დამებრუნებინა. ეს არის არა საბოლოო გამოკვლევა, არამედ„შუალედური ანგარიში“ აქამდე გაწეული სამუშაოს შესახებ. ვიმუშავე სახლიდან, ბერლინიდან,მხოლოდ გაციფრულებულ წიგნებსა და წყაროებზე დაყრდნობით. ძალიან დამეხმარა ლიტერატურისმუზეუმის მიერ გამოცემული და კულტურის სამინისტროს მიერ რეპრესირებული წიგნი. ამ წიგნისგარეშე ახლა ძნელი წარმოსადგენია სერიოზული სამეცნიერო კვლევა დარიანის საკითხისა. მადლობელი ვარ ლაშა ბაქარაძის, მოწოდებული ელექტრონული დოკუმენტებისათვის. ასევემადლობელი ვარ ნინო ჩხიკვიშვილისა, რომელიც ცისფერყანწელთა ხსოვნისადმი მიძღვნილფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს ელენე დარიანთან დაკავშირებულ მასალებს.





ეჭვი მაქვს, ეს წერილი არ დააკმაყოფილებს არც ერთ ჯგუფს, რომლებისთვისაც, ის „ტალიავინისანგარიშის“ როლს თუ შეასრულებს. ოღონდ, ტალიავინის ანგარიშისაგან განსხვავებით, ჩემი მიზანიარ ყოფილა არც მწვადი დამეწავა და არც შამფური, არამედ მეთქვა მხოლოდ ის, რისი თქმაცამჟამად არის შესაძლებელი ჩვენთვის ცნობილ საბუთებზე დაყრდნობით. როგორც ოსკარ უაილდისპერსონაჟი, ელჯერნონ მონკრიფი იტყოდა, სიმართლე იშვიათადაა წმინდა და არასოდესაა მარტივი.ჩვენს შემთხვევაშიც, სიმართლე რთულია და სიმარტივის მოყვარულებისთვის შეიძლება არა თუდამაკმაყოფილებელი, სრულიად გაუგებარი და მიუღებელიც კი აღმოჩნდეს. რადგანაც „ანგარიში“შუალედურია, მადლობით მივიღებ შენიშვნებს, შესწორებებს, დამატებებს, გამყრელიძის აზრს,ყუფარაძის ზარს და ბატონი ევგენის და ბატონი ვარდენის დასკვნას. 



სულსწრაფებს და მოუცლელებს შეუძლიათ წაიკითხონ I, V, VIII და ბოლო თავი. 







სარჩევი:



I. ელენე დარიანის ლექსების კვლევის ისტორია



II. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: ავტოგრაფები



III. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: თანადროული მიმოწერა (1915-1924)



IV. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: მოწმობები 



V. მიკუთვნების პრობლემა



VI. ავტორობის თეორიები



VII. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: ელენე ბაქარაძის მოგონებები და დღიურები



VIII. ქალი, როგორც სუბიექტი



IX. ელენე ბაქრაძის ავტოგრაფების შედარება ელენე დარიანის გამოქვეყნებულ ლექსებთან



X. დასკვნის მაგიერ







I. ელენე დარიანის ლექსების კვლევის ისტორია







1955 წელს, სტალინის სიკვდილის, ბერიას დახვრეტისა და პაოლო იაშვილის რეაბილიტაციის შემდეგ გამოქვეყნდა პაოლო იაშვილის ლექსების კრებული, რომელიც შალვა დემეტრაძემ შეადგინა. კრებულში შესული იყო ელენე დარიანის სახელით გამოქვეყნებული 10 ლექსი. ამ დროიდან დამტკიცებულად მიიჩნევა, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია. ამის შემდეგპაოლო იაშვილის ყველა გამოცემაში შედიოდა ელენე დარიანის ლექსების სხვადასხვა რაოდენობა: 1959 წლის გამოცემაში შევიდა 14 ლექსი, შემდგომ, 1961 წლის გამოცემაში კვლავ 10 ლექსია გამოქვეყნებული. 1965 და 1979 წლის გამოცემებში შევიდა ელენე დარიანის ყველა (14) ლექსი, ხოლო1978 წლის გამოცემაში, რომელიც მუხრან მაჭავარიანმა შეადგინა, 12 ლექსი. რატომ შედიოდა ამგამოცემებში სხვადასხვა რაოდენობის ლექსები, ჯერ გამოსაკვლევია, მაგრამ, როგორც ვნახავთ, პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის. 1955 წლიდან 1997 წლამდე საჯაროდ არავის გამოუთქვამსეჭვი, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილი არ არის ან მარტო პაოლო იაშვილი არ არის. ჩემთვისცნობილი ყველა ფილოლოგიური ნაშრომის ავტორი, რომელიც ახსენებს დარიანულ ციკლს, ავტომატურად ვარაუდობს, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია. ზეინაბ ლომჯარიას ჩამოთვლილი ჰყავს ყველა (ქართველი და რუსი) მეცნიერი, რომელიც ელენე დარიანს პაოლო იაშვილისფსევდონიმად მიიჩნევს - რამდენად სრულია ეს სია, შესამოწმებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ესმეცნიერთა ძირითადი ნაკადია (ლომჯარია 1999, გვ. 79-80). ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმად მიაჩნდა იტალიელ ქართველოლოგს, ლუიჯი მაგაროტოსაც (მაგაროტო 1982: 60), რომელიც ამბობდა, რომ 1924 წლამდე დარიანის ფსევდონიმი არ გახსნილა. მართლაც, როგორცქვემოთ ვნახავთ, სანდრო ცირეკიძე პაოლო იაშვილს პირველად ასახელებს ელენე დარაინის ლექსების ავტორად.



1997 წელს ფილოლოგმა, გიორგი ჯავახიშვილმა პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში დაცული მასალების საფუძველზე, ელენე დარიანის ლექსების ავტორად ელენე ბაქარაძე-ბერიშვილიქართველიშვილი გამოაცხადა. 2001 წელს გიორგი ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა წიგნი„ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე“, სადაც გაიმეორა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომელენე დარიანის ლექსების ავტორი ელენე ბაქრაძე იყო. 1999 წელს გიორგი ჯავახიშვილის პირველი პუბლიკაციების პასუხად, ზეინაბ ლომჯარიამ გამოსცა ელენე დარიანის ლექსები, მცირე მონოგრაფიული კვლევით, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა გიორგი ჯავახიშვილის მოსაზრების გაქარწყლებას და იმის დამტკიცებას, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმი იყო. იგივე აზრი უფრო მოკლედ ზეინაბ ლომჯარიას საგაზეთო პუბლიკაციებშიც გამოუთქვამს. დარიანულიციკლის ავტორობაზე დავა ამის შემდეგ არ შეწყვეტილა, ოღონდ, აკადემიურ სივრცეს გასცდა. 2013 წელს ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდა გამოფენა, „ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან. ელენებაქრაძე ბერიშვილი-ქართველიშვილი (1897-1979)“. გამოფენის თანამდევ ბროშურაში მხოლოდ დოკუმენტები იყო მოთავსებული. სათაური, მასალასთან ერთად, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომგამოფენის ავტორები ელენე ბაქრაძეს მიიჩნევდნენ ელენე დარიანად. ავტორობის საკითხი სპეციალურად განხილული არ ყოფილა. ელენე ბაქრაძე, როგორც ელენე დარიანი, შევიდა გამოფენაში „50 ქალი საქართველოდან“ (2014) - ელენე ბაქრაძის შესახებ მოკლე ტექსტი ავტორია თამთა მელაშვილი. 2017 წელს ელენე ბაქრაძეზე წერილი დაწერა მწერალმათამთა მელაშვილმა („ჩემი სამყარო“ N 17, გვ. 74-79), სადაც გაიმეორა გიორგი ჯავახიშვილისმოსაზრება. 



ჯავახიშვილისა და ლომჯარიას შემდეგ დისკუსიაში ახალი არგუმენტები აღარ დამატებულა. 



2017 წელს ლალი ავალიანმა პაოლო იაშვილს მიუძღვნა გამოკვლევა „პაოლო იაშვილი 125. მონოგრაფია. ესეები“, სადაც ელენე დარიანისადმი მიძღვნილია ერთი თავი „აურზაური არაფრისგამო, ანუ ელენე დარიანის მითი“. აქაც მკვლევარი იმეორებს არგუმენტებს პაოლო იაშვილის მონო-ავტორობის სასარგებლოდ. 



უცხოელ მკვლევართა შორის ამერიკელი ქართველოლოგი ჰარშა რამი ასევე პაოლო იაშვილს მიიჩნევს ელენე დარიანის ციკლის ავტორად (რამი 2008: 585). რამი არ უთითებს ჯავახიშვილს და, როგორც ჩანს, ჯერ არ იცნობს მის გამოკვლევას და არც ზეინაბ ლომჯარიას პასუხს მასზე. 



ლევან ბრეგაძემ და ამირან გომართელმა უკვე არა ისტორიული, არამედ ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზის შედეგად დამაჯრებლად აჩვენეს, რომ ელენე დარიანისლექსი „ცისფერი ქოლგა“ პაოლო იაშვილის პოეტიკასთან ახლო კავშირშია და ამაზე დაყრდნობითივარაუდეს, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია (https://textualscholarship.blogspot.com/2022/01/blog-post.html?fbclid=IwAR0LZ_7uGY9xZBI1NajR2VQveIbmNSVXt0cxVN4qNiugrmUpvn6MZ7CL-IU). ლევან ბრეგაძის ფორმულირებით, ელენე ბაქრაძე ელენე დარიანის „პროტოტიპი“ იყო, ხოლო ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია. 



სანამ ჩემთვის ცნობილი ისტორიული მასალის განხილვას დავიწყებდე, ჩამოვაყალიბებ ავტორობის შესაძლო პოზიციებს, რომელშიც გარკვევა მოგვიწევს. 





1. ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია. პაოლო იაშვილი არის ამ ლექსების ერთადერთ იავტორი, ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილს ამ ლექსებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ამა თუ იმ მიზეზით, ბოროტი განზრახვით თუ ავადმყოფობით იბრალებს ავტორობას ან თანაავტორობას. ამასამტკიცებს, მაგ. ზეინაბ ლომჯარია: „ასეთი პოეტი ქალი არ არსებობს“ (ლომჯარია, 1999, 64).



2. ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია, მაგრამ ამავდროულად ელენე ბაქრაძე-ბერიშვილი-ქართველიშვილი ელენე დარიანის პროტოტიპია. ეს განსხვავება (ფსევდონიმსა და პროტოტიპსშორის) გვეუბნება, რომ ლექსების ავტორი პაოლოა, მაგრამ ელენე დარიანს ჰყავდა პროტოტიპი. პროტოტიპად ლიტერატურათმცოდნეობაში მოიხსენიებენ გამოგონილიპერსონაჟის რეალურად არსებულ „პირველხატს“, მოდელს. მაგ., მიიჩნევა, რომ მარსელ პრუსტისრომანში ბარონი დე შარლუსის ერთ-ერთი პროტოტიპი რობერ დე მონტესკიე იყო. 



3. ელენე დარიანი პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის საერთო ფსევდონიმია (ასეთი იყო, მაგ.,ლუიზ ლალანი გიომ აპოლინერისა და მისი შეყვარებულისთვის მარი ლორანსენისათვის. ორივეწერდა ლუიზ ლალანის ფსევდონიმით, ოღონდ, სხვადასხვა ნაწარმოებს). 



4. ელენე დარიანი პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის საერთო ფსევდონიმია, ისინი ამა თუ იმფორმით ერთად წერდნენ ლექსებს (ასე ფიქრობს, მაგ., თამილა გოგოლაძე, ლიტერატურულიცხინვალი 1998, N 7). ის მიიჩნევს, რომ პაოლო იაშვილს და ელენე ბაქრაძეს ერთობლივად აქვთდაწერილი 8 ლექსი (ის ლექსები, რომლებიც არ შესულა პაოლო იაშვილის ბლოკნოტში). 



5. ლექსების ავტორი ელენე ბაქრაძეა, ხოლო პაოლო იაშვილმა ეს ლექსები თავისად გამოაცხადა(გიორგი ჯავახიშვილი).





როგორ შეიძლება გავარკვიოთ, ვინ არის ელენე დარიანი? ამისთვის გვაქვს ორი გზა: ისტორიული გზა(წყაროების კვლევისა) და თეორიული გზა (ავტორობის თეორია). 







II. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: ავტოგრაფები







პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, დავადგინოთ ისტორიული წყაროები და ვნახოთ, რა საბუთები გვაძლევს საშუალებას უარვყოთ ან მივემხროთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიას. 





ელენე დარიანის სახელით ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში სულ 14 ლექსია გამოქვეყნებული:



1. „ძახილი“, გაზეთი „მეგობარი“, 1915, N 33, 8 ნოემბერი



2. „ჩემი თავადი“, გაზეთი „მეგობარი“, 1915, N 33, 8 ნოემბერი



3. „ზამთარში“, გაზეთი „მეგობარი“, 1915, N 62, 13 დეკემბერი



4. „უვერტიურა“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 1



5. *** (უკანასკნელი მოვიხსენი...), ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 1



6. „პირამიდებში“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 1



7. „ფერადი სონეტი“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 2



8. „მე და კატა, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 2



9. „ყოველთვის მასში“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, N 2



10. „ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად“, გაზეთი „ბარრიკადი“, 1920, N2, 25.10.



11. „ცისფერი ქოლგა“, ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1922, N 7, ნოემბერი



12. „წერილი ანნა ახმატოვას“, ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1922, N 8, დეკემბერი



13. „დარიანული“, ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1923, N 10, დეკემბერი



14. „პარიზისაკენ“, ჟურნალი „კავკასიონი“, 1924, N 3-4, მაისი





1955 წლის გამოცემაში (შემდგენელი: შალვა დემეტრაძე) შევიდა 10 დარიანული ლექსი („ძახილი“,„ზამთარში“, „უვერტიურა“, „ფერადი სონეტი“, ,„პირამიდებში“, ***„ამაღამ, მგონი, იქნება ქარი“, „ცისფერი ქოლგა“, „წერილი ანნა ახმატოვას“, ***„უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები“, „დარიანული“). სქოლიოში აღნიშნულია, რომ პაოლო იაშვილი ელენე დარიანის სახელითაც ბეჭდავდა ლექსებს.



1959, 1965 და 1975 წლების გამოცემებში (შემდგენლები: შ. დემეტრაძე, ალ. გომიაშვილი და შ. დემეტრაძე) შევიდა 14 ლექსი, 1978 წლის გამოცემაში (შემდგენელი: მუხრან მაჭავარიანი) 12 ლექსი(ლომჯარია 1999).





პირველხარისხოვანი მნიშვნელობის წყაროები იქნებოდა ავტოგრაფები, რომლებიც წინ უსწრებსგამოცემას და ამ დროისათვის უცნობია. 





პაოლო იაშვილის ხელით გადაწერილი ავტოგრაფები ინახება მის ოჯახში, ხოლო ასლი - ლიტერატურის მუზეუმში. ეს არის ბლოკნოტი, რომელსაც ყდაზე აწერია „ელენე დარიანი“. ამბლოკნოტში პაოლო იაშვილს ჩაუწერია ლექსები: „დარიანული“ (1923) , „პირამიდებში“ (1916) -მთლიანად; „ცისფერი ქოლგა“ (1922), „ანა ახმატოვას“ (1922), „ფერადი სონეტი“ (1916), „პარიზისაკენ(1924) - თითო სტრიქონი (ლომჯარია 1999)



ელენე ბაქრაძის ხელით ჩაწერილი ლექსებიც, თითქმის დადასტურებულად, გამოქვეყნებისშემდეგაა ჩაწერილი. ეს ლექსებია: 



„პირამიდებში“ (1916) (სათაურით „ნილოსის ნაპირზე“, ორი თარიღი აქვს - 1916 და 1918 წელი, განჯა), „დარიანული“ (უსათაუროდ - ***დამეღალა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით... უთარიღო),„ცისფერი ქოლგა“ (უსათაუროდ - ***მინდა გიამბო სოფლის ამბავი... უთარიღო), მე და კატა(უსათაუროდ - ***აი მოვიხსენ ტანზე საფარი, მინაწერით: სოფელი განჯა, უთარიღო).



აქედან გამომდინარე, ავტოგრაფებს, როგორც ავტორობის დამდგენ წყაროებს, ვერ დავეყრდნობით, მით უმეტეს, რომ ლექსების დიდი ნაწილი ავტოგრაფებით არ არის დადასტურებული. მიუხედავადამისა, ავტოგრაფებთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდები, რომელსაც მოგვიანებითდავუბრუნდები.







III. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: თანადროული მიმოწერა (1915-1924)





წყაროების შემდეგი კორპუსი, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, არის დარიანული ციკლისგამოქვეყნების თანადროული წერილები. ელენე ბაქრაძის არქივში დაცულია პაოლო იაშვილის წერილები მისდამი. ბაქრაძის წერილები პაოლოსადმი ჯერჯერობით უცნობია. პაოლო იაშვილის მოწმობით, ასეთი წერილები იყო, ელენე ბაქრაძის მოწმობით მას პაოლოსთვის 86 წერილი, მათ შორის 29 თეთრ ლექსად აქვს მიწერილი.





პაოლოს და ელენეს მიმოწერა (1915 წ.)





„Стихи Елены Дарiани вызвали въ Кутаиси цѣлую бурю возмущенiй. Послѣдняя неделя является неделей Ел. Дар. Наиболѣе интересный элѣментъ общества стоитъ за стихи, болѣе отсталые, скучные, однообразно старые _ противъ. Молодежь за нихъ! Это цѣннее всего. Своихъ стиховъ, особенно „революцiонныхъ“ я въ „Мегобари“ не печатаю. Прячу свой пафосъ для альманаха. Какъ тѣбе понравились мои трiолеты и посвященiе В. Гаприндашвили? Въ послѣднемъ стихотворенiи, быть можетъ, многое непонятно…“ - წერს პაოლო ელენებაქრაძეს 1915 წელს წლის 10 ნოემბერს.



როგორც ჩანს, წერილი დაწერილია გაზეთში „მეგობარი“ პირველი ორი ლექსის („ძახილი“ და „ჩემი თავადი“) პუბლიკაციის შემდეგ, 10 ნოემბერს. საყურადღებოა, რომ ამ წერილში პაოლო განასხვავებს ელენე დარიანის ლექსებს, რომელზეც ის მესამე პირში ლაპარაკობს, თავისი ლექსებისაგან, რომელსაც ის ინახავს „ცისფერი ყანწებისათვის“ ( ბაქრაძე 2021, გვ. 16).





1915 წელსვე კატო მიქელაძე სწერს ელენე ბაქრაძეს: „აგერ ორი კვირაა, რაც წერილი გამოგიგზავნემიიღე თუ არა? გამწყრალი ხომ არ ხარ? ე. დ-ზე რომ მოგწერე? მე არ ვფიქრობ, რომ შენ იმდენათ გარეშეთ მთვლიდე, რომ გულახდილათ ვერ გაგიზიარო ჩემი აზრი“ (ბაქრაძე 2021, გვ. 27).





ელენე ბაქრაძე განჯიდან პასუხობს კატო მიქელაძეს: „მაპატიე, გენაცვალე, რომ ისეთი უსაფუძვლო, დაუმსახურებელი მწუხარება მოგაყენე: როგორ უნდა დაგარწმუნო მე შენ, არ ვიცი, მხოლოთ გეფიცები სინიდისს, კატო, რომ მე ელენე დარიანზე ძალიან შორს ვარ და არც ერთი ლექსი ქუთათურებზედ ადრე მე არ მცოდნია. პაოლო იაშვილი იგი არ არის, ამაზედ ლაპარაკი მეტიც არის; ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათი დადარება? ეს, რომ მე იმას კარგათ ვიცნობ და პაოლოზედაც უკეთ, ჩემო ძვირფასო, არ შეიძლება ცოდვათ ჩამეთვალოს, ისე კი, კატო, დამშვიდდი, დარწმუნდი, რომ ელენე ბ-შვილი და ელენე დარიანი, უჰუ! საიდან სადაო, წმიდაო საბაო! მე, როდესაც მანდ ვიყავი, სულ მართალს ვამბობდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემი მართალი აღარ გადიოდა და მერე აურიე მეც. გარწმუნებ და გეფიცები, რომ მე იგი არ ვარ და თუ ეხლა არ დამიჯერე, კატო, იცოდე, რომ თავის დღეში ამ საგანზედ შენთან აღარ ვილაპარაკებ. რატომ არ ვამხელ, ვინ არის? რა ნება მაქვს? აბა, მითხარი, რა ნება მაქვს? თუ უნდა, თითონ ძალიან კარგათ იტყვის და, ყველას რომ თავი დავანებო, მე იმ ადამიანის ხათრიც მაქვს და სიყვარულიც“ (ბაქრაძე 2021 გვ. 27-28).





იაზონ ბაქრაძე სწერს ელენე დარიანს 1915 წლის 1 ოქტომბერს:

„ელენე დარიანის ლექსები პაოლო (?) იაშვილმა წაიკითხა თეატრში ერთ ლიტერატურულ საღამოზე; მე არ დავსწრებივარ, მაგრამ გადმომცეს, რომ მეტათ თამამათ დაწერილია, იმდენათ თამამათ, რომ ბევრმა შიგ პორნოგრაფია დაინახა და თეატრიცმიატოვაო“ (ბაქრაძე 2021, გვ. 36).

როგორც ჩანს, იაზონ ბაქრაძე წერს 1915 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ საღამოზე„საქართველოს ყვავილები“ (ლომჯარია 1999, გვ. 69). ელენე დარიანის ლექსების გამოქვეყნებამდეც კი, ახლობლები ვარაუდობენ, რომ ამ ლექსების ავტორი შეიძლება ელენე ბაქრაძეც იყოს ან ყოველ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით იყოს ამ ლექსებთან დაკავშირებული. 


იაზონ ბაქრაძის პასუხი ელენე ბაქრაძის 4 ნოემბრის წერილზე, რომელიც არ შემონახულა:

„შენი წერილი 4 ნოემბერს გამოგზავნილი მივიღე. შენ მისაყვედურებ, რათ დავბეჭდე შენიმინიატიურა გაზეთში: დავაბეჭდვინე მიტომ, რომ მომეწონა ძალიან, მოეწონა სხვებსაც. იმავ ნომერში დაბეჭდილია ცნობილი მწერლის, ჯორჯიკიას ეტიუდი, მაგრამ შენი შეუდარებლათ უკეთესია. ამას წინა წერილშიაც გწერდი. შენ ჩივი, ქართული ენა არ ვიციო. ძალიან კარგათ იცი. შენი მინიატიურის ენა ძლიერ მსუბუქიც არის და მხატვრულიც. მე თუ გწერდი, მოთხრობების შესახებ, ეს იმიტომ კი არა, ვითომ მინიატიურა არ მომწონდეს, არამედ იმიტომ, რომ მინდა, შენ ნიჭს მეტი ასპარეზი მიეცეს - მოთხრობები უფრო მეტს შემთხვევას მოგცემს ადამიანის ტანჯვა და სიხარული უფრო ღრმათ და უფრო ვრცლათ დაასურათო და მაშასადამე, შენი სულიერი განწყობილებაც. ელენე დარიანი შენ არ მგონიხარ, მაგრამ თუ იმის შესახებ ვრცლათ მოგწერე, ესმიტომ, რომ ვიღაცა არის, შენი კარგი ნაცნობი უნდა იყოს. მე მოგწერე იმის შესახებ მაშინ, როცა მისი ლექსები არც გაგონილი მქონდა და არც წაკითხული. მხოლოდ სხვისაგან გამეგონა, რომ იმდენათ პორნოგრაფიული არის, რომ ხალხი გავიდა თეატრიდანაო. ახლა წავიკითხე „მეგობარში“ დაბეჭდილი და დავინახე, რომჩემგან გაგონილი აზრი მეტათ გადაჭარბებული ყოფილა, თუმცა, მე მაინც მირჩევნია, რომ ფიზიოლოგიური ჩვენი მოთხოვნილებანი ნაკლებათ იყვნენ ტემათ ლექსების და მეტ ყურადღებას აქცევდენ იმ აღმაფრენას, რომელსაც სიყვარული იწვევს ადამიანის სულში. ყოველ შემთხვევაში, ისეთი გადაჭარბებული არაფერი ყოფილა იმ ლექსებში, როგორც ამბობდენ. შენ მწერ ლექსში Eლლი-ს პორნოგრაფიული არა ყოფილა არაფერიო. მე ეს არც მითქვამს, პირიქით, მაშინაც ვამბობდი დაწერილშიაც გწერდი, რომ მომწონს მეთქი. სამსახურში თუ აპირობ შესვლას, კარგი გიქნია. მწერლობას სერიოზულათ შეხედე და თუ გაიფურჩქნა შენი სამწერლო ნიჭი, ამ მწერლობაში იპოვიმრავალ სიხარულს და კმაყოფილებას“. (ბაქრაძე 2021 გვ. 38). 


იაზონ ბაქრაძე 28 ნოემბერს სწერს ელენეს:

„ალბათ შენ გეწყინა, რომ მე დაწვრილებით გაცნობე ჩემი აზრი დარიანის ლექსებზე და შენ იფიქრე, თითქოს შენ გთვლიდე იმ ლექსების ავტორათ. სრულებით ეს სინამდვილეს არ შეეფერება. შენ კი არგთვლიდი ავტორათ, მაგრამ ვიცოდი, რომ შენ ავტორს კარგათ იცნობდი და მეც ისე მკვახეთ გამოვსთქვი ჩემი აზრი ისეთ „პოეზიაზე“, რომელიც გვიხატავს მხოლოდ ჩვეულებრივს, ყველასათვის ერთნაირს და საერთოს არ ანათებს ადამიანის შინაგან არსებას, რომ დაგვანახოს ადამიანის მრავალფასოვანი სულის ხვეულებს). ... კატომ მთელი წერილი დასწერა საგაზეთოთ დარიანისებური ლექსების წინააღმდეგ, წამიკითხა და მეც რამდენიმე შენიშვნა მივეცი. ახლა შენ წარმოიდგინე გამოცდილებით, თუ რა ამბავი მოხდებოდა ჩვენს შორის. ხომ გახსოვს, ზაფხულში რომ ლექსი დასწერა და ჩვენ შენიშვნა მივეცით, რა ამბავი ჩხუბი დატრიალდა, ახლა კიდე უარესი გახდა. იმას ჰგონია, რომ ვინც მის ნაწერში ნაკლს დაინახავს, უეჭველათ ამას განზრახ შვრება, რათა აწყენინოს მას“ (ბაქრაძე 2021, გვ. 39).


1916 წლის 31 მარტს იაზონ ბაქრაძე წერს ელენე ბაქრაძეს: 

„მერე ჭიათურაში ვიყავი, შემდეგ „ყანწების“ ისტორია დაიწყო და ვუცდიდი ამის დასასრულს, რომვრცელი წერილი მომეწერა. ახლა კიდე არჩევნები დაიწყო და იმითი ვარ დაკავებული. „ყანწების“ ისტორია ძლიერ დამახასიათებელია ქუთაისის საზოგადოების უმეტესობის ფარისევლობის და უგულწრფელობის. საქმის გარემოება ასეთია. როგორც იცი, გაზეთ მეგობარში დაიბეჭდა რამდენიმელექსი ელენე დარიანისა. ამ ლექსების შესახებ ჩემი აზრი შენ უკვე იცი. მათ მე ვაკრიტიკებ მხოლოდ ხელოვნების მხრით და ვამბობ, რომ როცა ლირიკული ლექსი გამოხატავს ავტორის არა სულიერ განცდას, სულიერ მღელვარებას, სიხარულს და ტანჯვას, არამედ ხორციელ ყოველდღიურ განცდას, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყოველ ადამიანისათვის ერთგვარია და არავისათვის ეს განცდა არც უცნობს, არც საიდუმლოს რასმე არ წარმოადგენს, ასეთი ლექსი არ არის ნამდვილი ხელოვნება და ესტეტიურ გრძნობას ვერ დააკმაყოფილებს, პირიქით ადაბლებს, ამახინჯებს ადამიანის ესთეტიურ გრძნობას. ეს, ჩემის აზრით, თუ პოეზია არის, ძლიერ დაბალი ხარისხის (წაიკითხე, მაგ., ის ლექსი, რომელიც თავდება სიტყვით: „გამთბარი კატა“-თი). ამ ლექსებს ქუთათურმა საზოგადოებამ (სხვათაშორის, კატომაც) შეხედეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ლექსები სქესობრივათ რყვნის ხალხსო და დიდი უკმაყოფილება გაისმოდა „მეგობრის“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ გამოსცეს ცალკე კრებული „ცისფერი ყანწები“, რომელშიაც ზოგიერთ გვარიან ლექსებთან ზოგიერთი ზემოხსენებულისთანა ლექსებიც იყო დაბეჭდილი და ამას გარდა, მანიფესტი პაოლოსი. ამან ხალხიკიდე უფრო ააღელვა. ამას წინეთ აქ ერთი კვირის ვადით გახსნეს საყავე თეატრის ასაშენებელ ფონდის სასარგებლოთ. აქ ერთ საღამოს მიწვეული იყვნენ პაოლო და მისი ამხანაგები, რომელთაც აქ „ფუტურისტები“ დაარქვეს, ლექსები წაიკითხეს და აქ გაუკეთეს იმათ სკანდალი, რომელიც კინაღამ ხელდახელ შეტაკებით არ გათავდა. ამის შემდეგ თეატრში წაიკითხა ლექცია კატომ ქალის მდგომარეობაზე. მეორე ნაწილი ლექციისა, რომელიც შეიცავდ „ყანწისტების“ კრიტიკას და ლანძღვას და აგრეთვე ლანძღვას ს.ფედერალისტების პარტიისა, რომელიც, მისი სიტყვით, ვითომ მფარველობს ასეთ გარყვნილ ლიტერატურას. ხალხმა კატო დიდის ტაშით დააჯილდოვა. ჩემი აზრი ლექსების შესახებ წინეთაც გამიზიარებია შენთვის და ზევითაც გამოვსთქვი მოკლეთ. რაც შეეხება პაოლოს მანიფეტს არსებითათ, მე იმას ვერ დავეთანხმები, განსაკუთრებით მიტომ, რომ ცხოვრების მიზნათ დასახულია ორგია, ქეიფი და სხვა ამდაგვარი, მაგრამ სიმპატიურია ახალგაზდური უკმაყოფილება (თუნდ გადაჭარბებულიც) არსებულით და რაღაც ახლის ძიება, ახლისკენ მისწრაფება. სულ სხვა კითხვაა, მონახავენ, რასაც ეძებენ თუ არა, და ის ახალი არსებულზე და ძველზე უკეთესიიქნება თუ არა, მაგრამ ამას მომავალი გვაჩვენებს. რაც შეეხება საზოგადოების აღელვებას და იმის პროტესტს, უნდა გითხრა, რომ საზოგადოება ისედაც ისე გარყვნილია, რომ იმას ლექსები ვეღარ გარყვნის. ის ხალხი, რომელიც ოპერეტკაში აღტაცებაში მოდის, როცა ქალი, უკაცრავათ ვარ ამ სიტყვისთვის, საცვლებს იხდის სცენაზე და ის ქალები, რომელნიც იმავე ოპერეტკაში ყველაზე უფრო პიკანტიურ სცენებს და სიტყვებს გაგიჟებით ტაშს უკრავს და მომღერალ (რა მომღერალი უნდა იყოს ქუთაისში ჩამოსულ ოპერეტკაში!) ვაჟებს, ჩულქებსაც კი იხდიან და აღტაცების გამოსახატავათ სცენისკენ ისვრიან, განა ამათ აქვს უფლება პროტესტები გამოუცხადონ ახალგაზრდა მწერლებსმათი ლექსებისთვის? ან და იმ საზოგადოებას, რომელიც თითო. საათობით ჯერს უცდიან ხალხით გაჭედილ სინემატოგრაფში განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოცხადებულია „исключительно для взрослых“, იმისათვის, რომ ნახონ (აქაც ბოდიშს ვიხდი შენს წინაშე), თუ ქალები როგორ ხმარობენ ძალას კაცებზე (წინეთ ხომ პირიქით იყო). ასეთ საზოგადოებას არ აქვს უფლება რამე პროტესტისა, მით უფრო ისეთ სულიერთან ერთათ, როგორიც არის ფილიპე მახარაძე“. (ბაქრაძე 2021, გვ. 40-42). 



გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ტიციან ტაბიძის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილს 1916 წლის 28 სექტემბერს. ამ დროს დაბეჭდილია დარიანული ციკლის პირველი 9 ლექსი. ტიციან ტაბიძე სწერსვალერიან გაფრინდაშვილს: „მოსკოვის პირველ სიცივეს ანთებს ალით ელენე დარიანი, რომელიცრაღაც ბედით აქ მოხვდა. ხშირად გიგონებთ შენ და პაოლოს. წავიკითხეთ ერთად უკანასკნელილექსები (ბაქრაძე 2021, გვ. 51). 

არანაკლებ მნიშვნელოვანი ტიციან ტაბიძის კიდევ ერთი წერილი ვალერიანგაფრინდაშვილისადმი მოსკოვიდან, 2017 წლის 2 იანვარს:

„...ველი „ყ[ანწების]“ და „ლეილა“-ს ლექსებს... მაინტერესებს ძალიან ე. დარიანის „მე და კატა“ დაპაოლოს „ფარშავანგები ქალაქში“.“


თუკი კატო მიქელაძე ან იაზონ ბაქრაძე ვარაუდობენ, რომ ელენე ბაქრაძე შეიძლება ელენე დარიანიიყოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ელენე ბაქრაძე უარყოფს როგორც თავის, ისე პაოლოსავტორობას, ტიციან ტაბიძე დაბეჯითებით ამბობს, რომ ელენე ბაქრაძე პაოლო არ არის (პაოლო ამდროს არ არის მოსკოვში). ელენე ბაქრაძის მოგონებებით დასტურდება, რომ ის ამ დროს მოსკოვშიადა ხვდება ტიციანს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტიციანი ელენე ბაქრაძეს (და არაპაოლოს) მოიხსენიებს ელენე დარიანად. ტიციანი ელენე დარიანის და პაოლოს ლექსებს ერთმანეთისგან ასხვავებს. 

უკვე ამ ეტაპზე, დარიანული ციკლის დროინდელ მიმოწერაზე დაყრდნობით შეგვიძლიაგამოვრიცხოთ პირველი ვერსია: რომ ელენე ბაქრაძე ელენე დარიანთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. ტიციან ტაბიძე (და როგორც მოგვიანებით ვნახავთ, სხვებიც, მათ შორის პაოლო იაშვილიც, მას ელენე დარიანად მოიხსენიებენ). თუმცა, ესეც ვერ წყვეტს ავტორობის საკითხს. თურატომ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი. 



IV. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: მოწმობები 



ტიციან ტაბიძის წერილი ერთდროულად ეკუთვნის წყაროების ორ კორპუსს, დარიანული ციკლის თანადროულ მიმოწერას და მოწმობებს იმის შესახებ, თუ ვინ არის ელენე დარიანი. ასეთიმოწმობები გვაქვს წინა საუკუნის ათიანი წლების შუიდან ოთხმოციანი წლების ჩათვლით. 



ზოგიერთი მათგანი დამოწმებული აქვს გიორგი ჯავახიშვილს, როგორც მოწმობა ელენე ბაქრაძის ავტორობისა, ზოგიერთი ზეინაბ ლომჯარიას, როგორც მტკიცებულება პაოლოს ავტორობისა, ზოგიერთი მათგანი შეტანილია ელენე ბაქრაძის რეპრესირებულ კრებულში. ზეინაბ ლომჯარია წერს, რომ არც ერთი ცისფერყანწელის მოგონებაში ელენე ბაქრაძე ელენე დარიანის სახელითმოხსენიებული არ არის (ლომჯარია 1999, 63-64). ეს არაა მართალი. 


ასეთია ამ მოწმობათა ქრონოლოგია: 


 1916


ტიციან ტაბიძე ვალერიან გაფრინდაშვილს წერს, რომ ნახა ელენე დარიანი მოსკოვში. ეს არ არისპაოლო, იმიტომ რომ პაოლო გაფრინდაშვილთან ერთად თბილისშია, ხოლო ელენე ბაქარაძე ამდროს მოსკოვშია და ხვდება ტიციანს. 

ზეინაბ ლომჯარია იმოწმებს ფილიპე მახარაძის წერილს, სადაც ლაპარაკია ელენე დარიანზე, მაგრამარაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ვინ ჰგონია მას ელენე დარიანი (ლომჯარია, 1999, 91).


1917



აქაც ზეინაბ ლომჯარიას მოჰყავს ტიციან ტაბიძე მოწმედ, ოღონდ ტიციან ტაბიძე პაოლო იაშვილისავტორობაზე არც ამ მოწმობაში ამბობს რამეს (ლომჯარია 1999, 92). პირიქით, როგორც ვნახეთ, ტიციანი პაოლოს და ელენე დარიანის ლექსებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიხსენიებს. 




1918


გრიგოლ რობაქიძე ჟურნალში „ARS“ (1918, N 1) წერს თავის მოსაზრებას (догадка), რომ ელენე დარიანიარის ქალური სახე ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის (მამაკაცისა). დარიანს ის გამორჩეულად მიიჩნევს იმის გამო, რომ ის პირველად ამეტყველებულა ნამდვილი ქალური სიტყვით (ლომჯარია 1999, 92-93).



1922


ვალერიან გაფრინდაშვილი (ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, ნოემბერი, 10-12) წერს, რომ ერთ-ერთმა თანამედროვე პოეტმა გამოიგონა ელენე დარიანის მითი. (ლომჯარია 1999, 94). აქაც გასაგებია, რომ ელენე დარიანი არ არის რეალური ადამიანი, მაგრამ არაფერია ნათქვამი, კერძოდ ვინ გამოიგონა ეს მითი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ლაპარაკია სწორედ მითზე და არა ფსევდონიმზე. ამასაც მოგვიანებით დავუბრუნდები. 


1922 წლის 13 იანვარს სიმონ ჯანაშია უძღვნის დადაისტურ ელეგიას ელენე დარიანს (უკანონო დას).


1922 წელს შალვა აფხაიძე (გაზეთი „ბახტრიონი“, N 13) სტატიაში „ქართველი პოეტი ქალები“ წერს: „ქართულ პოეზიაში არის ქალური სინაზის და ნაივობის ხაზები უთუოდ, მაგრამ არ არის ის, რაც იძლევა პოეტ ქალის ნერვს და ფოსფორს. ერთი ელენე დარიანი, რომელმაც ქალური ღიმილი შეიტანა სტრიქონებში, არ არის საკმარისი შექმნას რკალი თავის თავში დასრულებული.“ 


1923 

გაზეთის „რუბიკონი“ ცნობა, სადაც ისევ არ არის ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ არის ელენე დარიანი დაუბრალოდ ნახსენებია მისი ლექსები (ლომჯარია 1999, 92). ზეინაბ ლომჯარია მიიჩნევს, რომ აქაუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ პაოლო (იმიტომ რომ ის არაა ნახსენები). 


შალვა აფხაიძის ცნობა ისევ გაზეთდან „რუბიკონი“. არც აქ არის ლაპარაკი დარიანული ციკლისავტორობაზე (ლომჯარია, 1999, 92). 


იოსებ გრიშაშვილი (გაზეთი „პოეზიის დღე“ N 4, 7 მაისი, გვ. 2) იმეორებს ვალერიან გაფრინდაშვილის ზემოხსენებულ ცნობას. ეს ცნობა ახალ ინფორმაციას არ შეიცავს. 

გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკში არის ჩანაწერი: „ქართველიშვილი შალვა და ელენე დარიანი“.


1924


სანდრო ცირეკიძე (გაზეთი „ბარრიკადი“ 1924, N 1, 6 იანვარი, გვ. 2.) პირველია, ვინც პირდაპირამბობს, რომ პაოლო იაშვილმა „გამოიყვანა პოეტი ქალი ელენე დარიანი“.


1926 

გიორგი ბაქრაძის გამოუცემელ ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში დასტურდება, რომ პაოლო იაშვილიწერდა ელენე დარიანის სახელით (ლომჯარია 2004). ამ ლექსიკონს განსაკუთრებული მნიშვნელობააქვს, იმიტომ რომ მისი შემდგენლის თქმით, მხოლოდ გახსნილი ან ავტორებთან დადასტურებულიფსევდონიმები აქვს წიგნში შეტანილი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ეს ცნობაა მართალი. მაგ. გიორგი ბაქრაძის ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში პაოლო იაშვილის ფსევდონიმად მითითებულია „არიელი“. აქამდე არ დადასტურებულა, რომ პაოლო იაშვილს „არიელის“ ფსევდონიმით რამე დაეწეროს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გიორგი ბაქრაძეს ფსევდონიმები უშუალოდ პირველწყაროებთან არ (ან ყველა შემთხვევაში არ) გადაუმოწმებია. ეს კი მის ცნობას დამაჯერებლობას აკლებს. 


1928 

ვლადიმირ სუტირინი თვლის, რომ ელენე დარიანი შეიძლება კაცი იყოს (ლომჯარია 1999, გვ. 98)


1936


გალაკტიონი დღიურში ეხმაურება ბესო ჟღენტის წერილს "ქართული მწერლობა ისტორიულიყრილობის შემდეგ" VII (მუშა, 22 თებერვ. 1936).


"1. სწორედ პ. იაშვილის მეთაურობით აყროლდა ქართული პოეზია (მისი წარსულის ასეთნაირადგამართლება ყოვლად შეუძლებელია).

2. მთელი წარსული იაშვილისა არის პირიქით რეალისტებთან ბრძოლა.

3. სწორედ იგი იყო გამომხატველი ავადმყოფური სკეპსისის, მისტიური განწყობილებების პოეზიის. ელენე დარიანი პორნოგრაფია არის დაბინდული საღებავები (წერილი დედას, ფარშევანგებიქალაქში, „ქიმერიონი“ და სხვ. „თავს ჩამოვიხრჩობ“)."



აქ აშკაარაა, რომ ის დარიანი ლექსების პირდაპირ უკავშირებს პაოლოს.



1937 წლამდე


ელენე ბაქრაძის მეორე ქმარი, შალვა ქართველიშვილი, ცისფერყანწელების მეგობარი იხსენებს, რომ პაოლომ ელენე გააცნო, როგორც ელენე დარიანი. შალვა ქართველიშვილი დახვრიტეს 1937 წელს. მისი ჩანაწერი დაუთარიღებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 1937 წლამდეა დაწერილი. 


“... მე ვუყურებ ფორთოხლისფერ ძველ წერილის ფურცელს და მაგონდება

ყველაფერი... პირველი მისი დანახვა - დარბაზი. - ელექტროს სხივები ყვითლად

ღებავენ ყავახანის კარებთან მაღალშუბლიან პოეტის სახეს. ორი ანთებული თვალები დადაუვიწყარისიტყვები - “ეხლა გაგაცნობ ე. დ.” - და უცბად ვხედავ,

რომ თვალები ჩაქრა და შიში დაეტყო.”



1948

გალაკტიონი თავის ჩანაწერებში ელენე ბაქრაძეს მოიხსენიებს ელენე დარიანად (ბაქრაძე, გვ. 30)


1951

ზეინაბ ლომჯარია იმოწმებს გრიგოლ რობაქიძის მოთხრობას, („ბედი ქართლისა“, N 9, პარიზი), სადაც მოთხრობის პერსონაჟი, ყაფლან ორბელაძე ამბობს, რომ პაოლო იაშვილი არის ელენედარიანის ლექსების ავტორი, მაგრამ ამას მალავს (ლომჯარია 1999, გვ. 99). ნუ დავწვრილმანდებით (მაგ. იმის მოშველიებით, რომ პერსონაჟის ნათქვამი შეიძლება არანამდვილი იყოს, იმის ფონზე, როდესაც მაგ. ელენე ბაქრაძეს გიჟად აცხადებენ და არაფერს უჯერებენ) და ეს გრიგოლ რობაქიძისპირად მოწმობად ჩავთვალოთ.


1955


ზეინაბ ლომჯარია პაოლოს ავტორობის მტკიცებულებად იმასაც მიიჩნევს, რომ როდესაც პაოლოს პირველი კრებული გამოვიდა 1955 წელს, სადაც ელენე დარიანის 10 ლექსი შევიდა და სადაცსქოლიოში ეწერა, რომ პაოლო იაშვილი ელენე დარიანის ფსევდონიმითაც წერდა ლექსებს, ეს არგაუპროტესტებიათ პაოლო იაშვილის უახლოეს მეგობრებს: გიორგი ლეონიძეს, შალვა აფხაიძეს, სერგო კლდიაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, იოსებ გრიშაშვილს, გალაკტიონ ტაბიძეს, კონსტანტინეგამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, არისტო ჭუმბაძეს და სხვებს (ლომჯარია 1999, 37). ზეინაბ ლომჯარიამიიჩნევს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვენდოთ პაოლოს ახლო მეგობრებს ავტორობის საკითხში(ლომჯარია 1999, 38). 


1956 

იოსებ გრიშაშვილის მინაწერი ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილის მოგონებებზე: „ელენე დარიანმა გადმომცა, შალვას მეუღლემ“ (ლომჯარია, 1999, 41). ზეინაბ ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევსიმას, რომ ეს მინაწერი უშუალოდ დოკუმენტზე კი არ არის გაკეთებული, არამედ მისთვის შემოხვეულთაბახის ფურცელზე, თუმცა არ განმარტავს, რატომ აქვს ამ დეტალს მნიშვნელობა. 


ზეინაბ ლომჯარია იმოწმებს ბესარიონ ჟღენტს, რომელიც ელენე დარიანს პაოლოს ფსევდონიმადმიიჩნევს. ამ დროს უკვე გამოცემულია პაოლო იაშვილის პირველი კრებული (ლომჯარია 1999, გვ. 95).


1956-1965. ზეინაბ ლომჯარია იმოწმებს შალვა დემეტრაძეს, შალვა აფხაიძეს, შალვა რადიანს, ანდრო ჭილაიას, ონოფრე შუშანიას, ირაკლი აბაშიძეს, ალექსანდრე გომიაშვილს, რომლებიც ამბობენ, რომელენე დარიანი არის პაოლო იაშვილის ფსევდონიმი. 


1976

ვლადიმერ ჯაფარიძე ამბობს, რომ ელენე დარიანის ფსევდონიმით წერდა პაოლო იაშვილი. 

„წარსულის გახსენება“ (კრიტიკა, 1976 N 3), ციტირებულია: ლომჯარია, 1999, გვ. 63-ის მიხედვით). 


1982

გრიგოლ ცეცხლაძის მოგონება (საბჭოთა საქართველო 7/8 გვ. 137-138), ციტირებულია (ლომჯარია 1999, გვ. 97-98) მიხედვით. აქ ცეცხლაძე ჯერ ამბობს, რომ პაოლო აქვეყნებდა ლექსებს ელენე დარიანის ფსევდონიმით, ოღონდ საკუთრივ მოგონებაში ამბობს ასეთ რამეს: „როცა პაოლოს სადღეგრძელო დაილია, მე ავდექი, ზეპირად წარმოვთქვი მისი ლექსები და ელენე დარიანის ერთი ლექსიც. პაოლოს გაეხარდა, გადამკოცნა და მერე მითხრა, თუ ასე აფასებ ჩემს ლექსებს, როგორ მოხდა, რომ გაზეთ მეგობარში ელენე დარიანის ლექსების დაბეჭდვის წინააღმდეგი გამოსულხარო. მე განვუმარტე, თუმცა მე პირადად ძალიან მომწონს ელენე დარიანის ლექსები, როგორც ხედავ ზეპირადაც ვიცი, მაგრამ გაზეთის ინტერესებს მაღლა ვაყენებ“. ზეინაბ ლომჯარია ამას მიიჩნევს პაოლოს ავტორობის დასტურად, მოგონებიდან კი ჩანს, რომ ის თავის ლექსებს და ელენე დარიანის ლექსებს მაინც ანსხვავებს, როგორც ამას აკეთებს, მაგ., ელენე ბაქრაძისადმი მიწერილ წერილში.


1988


ნინო ჩხიკვიშვილი „ლიტერატურულ საქართველოში“ (N 16, 15 აპრილი გვ. 12) აქვეყნებს კოლაუნადირაძის მოგონებას, სადაც ის ადასტურებს, რომ პაოლო არის დარიანული ციკლის ავტორი. ასევეამბობს, რომ ფსევდონიმი „დარიანი“ დორიან გრეიდან მოდის, რაც ადასტურებს ელენე ბაქრაძისმოგონებებსაც.




V. მიკუთვნების პრობლემა


სანამ შემდეგ ეტაპზე გადავიდოდეთ, შევაჯამოთ მოწმობები იმის შესახებ, ვინ არის ელენე დარიანი. ერთი შეხედვით, ეს მოწმობები წინააღმდეგობრივია. 



იმას, რომ ელენე ბაქრაძე ელენე დარიანია, ამბობენ ტიციან ტაბიძე (1916), გალაკტიონ ტაბიძე (1948), ელენე ბაქრაძის მეორე ქმარი შალვა ქართველიშვილი (1937 წლამდე), რომელიც იგონებს 1919 წლისამბავს და თვითონ პაოლო (შალვა ქართველიშვილის მოგონებებს თუ დავუჯერებთ), ასევე იოსებგრიშაშვილი (1956). 


ყველა მტკიცებულება, თანადროულიც და გვიანდელიც თვითმხილველებს, ელენე ბაქრაძისა დაპაოლო იაშვილის ახლო მეგობრებსა და ნაცნობებს ეკუთვნით. 


იმას, რომ ელენე დარიანის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია, არანაკლებ მნიშვნელოვანიმოწმეები გვიდასტურებენ: სანდრო ცირეკიძე (1924), გრიგოლ რობაქიძე (1951), კოლაუ ნადირაძე(1988) (მეორად წყაროებს ამჯერად არ შევეხები).


ახლა ვნახოთ, როგორც ცდილობდნენ გადაეწყვიტათ ეს (ერთი შეხედვით) წინააღმდეგობა ქართველმეცნიერებს. იმ შემთხვევაში, თუ ამოსავალ წერტილად მივიღებთ, რომ ავტორი შეიძლება უნდა იყოსმხოლოდ ერთი, აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მეორე სავარაუდო ავტორი ან ტყუის ან, როგორცამას ხანდახან ამტკიცებენ ხოლმე, გიჟია და იგონებს. ერთი ავტორის ავტორობის საწინააღმდეგო ყველა წყარო ან უგულებელყოფილ უნდა იყოს, ან ყალბად იყოს გამოცხადებული. იქ სადაც ამისგაკეთება ვერ ხერხდება, ავტორები მიმართავენ უცნაურ კონსტრუქციებს. მაგ. ზურაბ მეძველია, იმისათვის, რომ ელენე ბაქრაძე საერთოდ არ ახსენოს, მიიჩნევს, რომ პაოლო იაშვილის ელენე ბაქრაძისადმი მიძღვნილი „წერილი Elliს“„პოეტი თავისსავე წიაღში ... აღმოცენებულ პოეტს მიუძღვნის ლექსს“ (ანუ ამ ლექსს თავის თავს უძღვნის). (მეძველია 1982, 143, ციტირებულიალომჯარია, 1999, გვ. 39 მიხედვით). მის აზრს იზიარებს ზეინაბ ლომჯარია. ის, რომ პაოლო იაშვილისლექსი ელენე ბაქრაძეს ეძღვნება, იოლად დასტურდება პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის მიმოწერიდან, სადაც პაოლო ელენე ბაქრაძეს არაერთხელ მიმართავს სწორედ ამ ფორმით. თარიღითაც, ეს წერილი პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო მიმოწერის პერიოდს ემთხვევა. 

ისევ და ისევ, რომ არ დაუშვან, რომ ელენე დარიანი შეიძლება ვინმე სხვა იყოს, მკვლევრებმა უნდაივარაუდონ, რომ პაოლო ოთხსტრიქონიან ლექსს „ელენე დარიანს“ თავის თავს უძღვნის დასაკუთარი თავის ალერსი მონატრებია. 



შენი ლექსები მე მაბარია

როგორც ბავშვობის წმინდა კრებული,

მაგრამ მოწყენით ხშირათ (sic!) არიან

შენი ალერსის დანატრებული“.


ელენე ბაქრაძეს აქვს ლექსი, რომელიც პაოლო იაშვილს ეძღვნება (ხელნაწერი 1923 წლის 24 მაისისაა. ფუქცლის მარჯვენა ზედა კუთხეში წერია: ელენე დარიანი. ეს ფსევდონიმია თუ სათაური, ძნელი სათქმელია. 



მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩუმი პროფილი.

ღამე დღესა სცვლის და ალიონს მწუხრის საათი.

სიტყვის ნადიმზე მე არა ვარ უარყოფილი,

მაგრამ მომბეზრდა მალულობა, ფარული დარდი.


ბევრი ვეწამე (აღარა ვარ დღეს მინდობილი),

იჭვის სათვალით გავადიდე, შუქი დავანთე,

ო, რა ძნელია ფერწასული წუთისოფელი,

ოდეს არ კვდება ვერლენი და ბრძენი საადი.



ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე,

დიდი მოთმენა მოვიახლე და შევითვისე,

დაღლილი შუბლით მოვაწყინე სხვისი სიავე.



ყველას გავუძლებ - კარგადა ვგრძნობ, ყველაფერს დღესა,

სახელის ლანძღვას, ტიციანს და მის მეუღლესა,

კვლავ ფრთებს ავისხავ და სტრინქონებს მივცემ სილაღეს.


ძნელი მისახვედრი არაა, რომ პაოლოს "შენი ლექსები მე მაბარია" პასუხია "ჩემი ლექსებიმოვიშორე და გავასხვისეზე". 


იმის მაგივრად, რომ დაუშვან, რომ დარიანი შეიძლება საერთო „ქოლგა“ (დარიანული ციკლის ერთიმნიშვნელოვანი სახე რომ გამოვიყენო) იყოს შეყვარებული წყვილისათვის, მეცნიერებს ბევრადუფრო რთული კონსტრუქციების მოგონება სჭირდებათ მონოავტორობის დასასაბუთებლად.



იგივე კონსტრუქციას, რომელიც კოლაუ ნადირაძის გვიან ჩაწერილ მოგონებაში გვხდება (პაოლო იაშვილის საოცარი გარდასახვის უნარის შესახებ) მიმართავს, მაგ.,გურამ ასათიანი. მიუხედავადამისა, ეს კონსტრუქცია, როგორც ჩანს, მაინც არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი. გიორგი კალანდაძე და მირიან აბულაძე (ქართლი ლიტერატურის ისტორია, ტომი V, თბილისი, 1985 წ. გვ. 485-486).

[…]“ელენე დარიანი“ არ იყო პოეტის მხოლოდ ჩვეულებრივი ფსევდონიმი, ანდა პოეტის შემოქმედებითი გაორების შედეგი. ეგრეთ წოდებული მისი ეს დარიანული ლექსები […] გაცილებით რთული შემოქმედებით პროცესის ნაყოფია. პაოლო იაშვილი ამ ლექსების წერის დროს ჭეშმარიტი არტისტიზმით ახდენს თავისებურ პოეტურ გარდასახვას, თავის წარმოსახვაში პოეტი ქალის, როგორც შემოქმედის, მხატვრულ ნიღაბს ქმნის, რომელიც თავის მხრივ ცოცხალ, დამოუკიდებელ შემოქმედად გვევლინება“. 

1985 წელს ელენე ბაქრაძის არქივი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ამიტომაც მკვლევრებს, რომლებიცამ დროისათვის უკვე კონსენსუსად ქცეულ პაოლო იაშვილის მონო-ავტორობას ეყრდნობოდნენ, უწევდათ საკმაოდ რთული კონსტრუქციის შექმნა: პაოლოს გარდასახვა, რომელიც წარმოშობს პოეტი ქალის, როგორც შემოქმედის მხატვრულ ნიღაბს, რომელიც ცოცხალ და დამოუკიდებელ შემოქმედად გვევლინება. მკვლევრები - ორივე შესანიშნავი ფილოლოგიური ყურით დაჯილდოებული - გრძნობენ, რომ ტექსტი პოლიფონიურია, მასში ერთზე მეტი ხმა ისმის და ორივე ხმა დამოუკიდებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა დარიანული ციკლის სპეციფიკა - ეს ლექსები განსხვავდება პაოლოიაშვილის ლექსებისაგან სწორედ თავისი პოლიფონიურობით, რომელიც პაოლო იაშვილისშემოქმედების მკვლევართა ნაწილს მაინც შესანიშნავად ესმოდა, ოღონდ არ ჰქონდა ამპოლიფონიურობის აღწერის არც მასალა და არც ინსტრუმენტები. 1997 წლის შემდეგ ეს მასალაგაჩნდა. არსებობდა მეთოდიც, ოღონდ ეს მეთოდი დარიანული ციკლის კვლევის დროს არგამოყენებულა. 




VI. ელენე დარიანის ავტორობის წყაროები: ელენე ბაქარაძის მოგონებები და დღიურები



სანამ საბოლოო დასკვნებზე გადავალ, წყაროების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან კორპუსს უნდამივუბრუნდე. ეს არის ელენე ბაქრაძის მოგონებები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ელენე ბაქრაძეს ელენე დარიანად მოიხსენიებენ თავად პაოლო, შალვა ქართველიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, სიმონ ჯანაშია. მაგრამ რას ნიშნავს ეს და როგორ უთანხმდება ეს იმას, რომ, როგორც მინიმუმ 1924 წლიდან პაოლო იაშვილი მიიჩნევა ელენე დარიანის ლექსების ავტორად? ამ წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებას გვაძლევს ა) ელენე ბაქრაძის მოგონებები და დღიურები და ბ) ავტორობის თეორიები, რომლებიც არ ეყრდნობიან ავტორის და ბიოგრაფიის განუყოფელ ერთიანობას. ელენე ბაქრაძის მოგონებები დარიანული ციკლის თანადროული არ არის (1915-1924). ცალკე ეს და ცალკე ის, რომ პაოლოს მონო-ავტორების მომხრეები ელენე ბაქრაძის ჩანაწერებს ხელაღებით უარყოფენ, გვაიძულებს, ბაქრაძის მემუარები სხვა წყაროებთან გადავამოწმოთ. მართალია, რომ ბაქრაძის მემუარებში არის უზუსტობები (ეს დამახასიათებელია მემუარული ჟანრისათვის), მაგრამ მისი ცნობების დიდი ნაწილი დასტურდება სხვა წყაროებითაც, ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ხელაღებით უარვყოთ მისი მონათხრობი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენარ ვიცით, როდინდელია ეს მოგონებები. ნაწილი 1960-იანი წლებისაა (როგორც, მაგ., ირაკლია ბაშიძისათვის მიწერილი წერილი). მოგონებები ორენოვანია, არის რუსული და ქართული მოგონებებიც. ხშირად ისინი მეორდება, მაგრამ ამბავი, რომელიც გადმოცემულია - ა) მოგონებებშიბ) ირაკლი აბაშიძის და შალვა ძიძიგურისათვის მიწერილ წერილებში (რომლებიც არ ვიცით, გაიგზავნა თუ არა) და გ) დღიურებში - ერთია. ეს ისტორია მოკლედ ასეთია:


პაოლო იაშვილს და ელენე ბაქრაძეს (იმ დროისათვის აგრონომ ბერიშვილის ცოლს) ერთმანეთიშეუყვარდათ 1915 წლის ზაფხულში, არგვეთში. ამას ადასტურებს პაოლო იაშვილის მიწერილი სასიყვარულო წერილები. ეს ურთიერთობა, როგორც ელენე ბაქრაძე არაერთხელ და ხაზგასმით ამბობს,  არ ყოფილა სექსუალური. პაოლო იაშვილი იგონებს კოცნებს, მაგრამ გარკვეულ ზღვარს, რომელიც ელენე ბაქრაძისათვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია, ის არგადასულა და ხაზს უსვამს მისი და პაოლოს სიყვარულის პლატონურობას. 


როგორც ელენე ბაქარაძე ამბობს, მას პაოლოსათვის გაუგზავნია 80 წერილზე მეტი. არც ერთიწერილი ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ პაოლოს წერილებიც და სხვა წყაროებიცგვიდასტურებენ, რომ ელენე ბაქრაძე მას სწერდა. 

როგორც ბაქრაძე ამბობს, პაოლო წერდა ლექსებს მისი წერილების საფუძველზე. 1917 წელს ელენე ბაქრაძე მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ტიციან ტაბიძე მიდის მასთან, როგორც ელენე დარიანთან (იხ. ზემოთ), მაგრამ, როგორც ელენე ბაქრაძე წერს, მალევე აიცრუებს მასზე გულს (На третий день я по почте получила открытку с большим упреком, где Тициан Выражал сомнение по поводу того, чтоб я когда нибудь горела огнем Е. Д.). აქედან იწყება მისი ურთიერთობის გაციება პაოლოსთან. როგორც ჩანს, 1917 წლისშემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა წყდება, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მაინც ნარჩუნდება. რამდენად საფუძვლიანია ელენე ბაქრაძის მტკიცდება, რომ ყველა დარიანული ლექსი (დარჩენილი 5, რომელიც 1920 და 1924 წელს შორისაა დაწერილი) მის წერილებს ეყრდნობა, ამჟამად ძნელისათქმელია და დამატებითი გამოკვლევა სჭირდება. ამ პერიოდში (1920 და 1924 წლებს შორის) ხვდება ელენე ბაქრაძის ლექსი „თავად დარიანს“, ისევე როგორც პაოლო იაშვილის ლექსი „ელენე დარიანს“. როგორც შალვა ქართველიშვილის მემუარებიდან ვიგებთ, პაოლო მას ელენე ბაქრაძესაცნობს, როგორც ელენე დარიანს.


აი რას წერს ელენე ბაქრაძე ერთ-ერთ დაუთარიღებელ მოგონებაში. პაოლო იაშვილი ეუბნება მას: „Твои письма, как белые стихи, помещу на первой странице и полетят в тебя камни со всех поэтов Грузии. Тебя назовут резкой женщиной, не боишься? Я только улыбалась. Я ничего не боялась. Я не понимала никогда, как можно было частные письма помещать в журнал. Опасаюсь, что я даже не писала в них обращения. И вот однажды он мне передал стихи известные под заглавием „В пирамидах“. Они тогда были написаны немного иначе. Он поработал над ними прежде, чем они появились позднее в печати. Эти стихи были результатом выше приведенного случая переезда через Квирилы. Это собственно было первое мое послание к нему. Переданное настроение было оформлено прекрасно. Было вскоре после этого еще одно стихотворение, которое так напугало меня, что я тут же его порвала.

- Нет, Павле, дорогой, родных, матери стесняюсь. Нельзя! и потом ты ведь их оформляешь. Мои письма белые стихи, а это просто чудные стихи. Они твои. Говорила я, а он смеясь целовал мой лоб, волосы. 

- Я только помогаю тебе. Но я никогда и не думала о печати, когда я писала письма.

- Это не письма. Это новое творчество.

- Нет, оно твое творчество.

- Ты, кажется, хочешь наделить меня призванями женщины? _ хохочет он.

Так родилась Елене Дариани _ результат глубоковолнующего увлечения, которое нужно было только лишь для того, чтоб в грузинской литературе появилась эта дерзкая женщина со своим безудержным чувством, нежностью и нескрываевым физическим влечением к своему возлюбленному, которому фактически она никогда не принадлежала. Нежные ласки и неудовлетворенное чувство влечения и породили до болезнености обостренные ощущенья, которые выливались в словах, дали повод ее обвинениям в порнографии. Я же была необычайно скромна в ту пору. Никакой открытой дерзости я проявить тут не могла и мне хотелось видеть триумф, но самой быть в стороне. Но все таки Паоло не удержалса и нескольким лицам назвал меня (ბაქრაძე 2021, გვ. 47). 
ის, რომ პაოლო ელენე დარიანად აცნობდა სხვებს ელენებაქრაძეს, დოკუმენტურად დასტურდება (მათ შორის, შალვა ქართველიშვილის ჩანაწერიდან). ამ მოგონებაში არის ერთი შეუსაბამობა: „პირამიდები“ არ არის დარიანის პირველი ლექსი. აქ შეგვიძლია დავუშვათ, რომ: ა) პირამიდებამდე პაოლო იაშვილის ლექსები არ ეყრდნობა ელენებაქრაძის წერილებს; ბ) რომ ელენე ბაქრაძეს პირველი წერილისა და ლექსის თარიღი არაზუსტად ახსოვს; გ) რომ დარიანული ლექსების გამოქვეყნების ქრონოლოგია არ ემთხვევა მათი დაწერისქრონოლოგიას. ამ უკანასკნელი ვარაუდის საფუძველი არსებობს. პაოლო ელენეს ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ლექსებს "ყანწებისთვის" ინახავს. "პირამიდებში" სწორედ "ცისფერ ყანწებში" გამოქვეყნდა.


ციკლის მეორე ლექსს ჰქვია „ჩემი თავადი“. პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის მიმოწერაში ფიგურირებს პოლინკა საქსი. როგორც ჩანს, ელენე ბაქრაძემ წააკითხა პაოლო იაშვილს ალექსანდრ დრუჟინინის (1824-1864), ჟურნალის „Современник“ წრის მწერლის დიდი მოთხრობა (повесть) „პოლინკა საქსი“ (1847), რომელიც XIX საუკუნის რუსეთში პოპულარული იყო. დრუჟინინი ითვლებოდა ქალის სიყვარულის თემის ფუძემდებლად რუსულ ლიტერატურაში და ტურგენევის წინამორბედად. სიუჟეტის მიხედვით, გათხოვილ პოლინკას უყვარდება ახალგაზრდა თავადი გალიცკი. ქმარი (კონსტანტინე ალექსანდრეს ძე საქსი, რომელსაც პაოლო წერილში შეცდომით ალექსანდრედ მოიხსენიებს), რომელზეც ლაპარაკია პაოლოსა და ელენეს მიმოწერაში, დიდსულოვნად გადაწყვეტს, ხელი არ შეუშალოს ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს. მოგვიანებით, პოლინკა ხვდება, რომ სინამდვილეშიპირველი ქმარი უყვარდა და ჭლექით კვდება. როგორც ჩანს, ელენე ბაქრაძეს „პოლინკა საქსის“სიუჟეტი მისი და პაოლოს ურთიერთობისთვის მოურგია, პაოლო გადაიქცა პოლინკა საქსის თავადად. თავადის თემა მთელ ციკლს გასდევს. ელენე ბაქრაძე პაოლოს უძღვნის ლექსს, სადაც მას „თავად დარიანად“ მოიხსენიებს. ეს ეპიზოდი გვაძლევს საფუძველს, დავრწმუნდეთ, რომ ელენე ბაქრაძისდა პაოლო იაშვილის მიმოწერა მართლაც იყო ელენე დარიანის ლექსების პირდაპირი „გენერატორი“. 


აი, რას წერს პაოლო ელენე ბაქრაძის წერილებზე 1915 წელს: „Я получаю твои ласковыя, прекрасныя письма. Сколько въ нихъ прелести, сколько въ нихъ очарованiя! Это – откровенiя чудной души, это – пѣсни в лунную ночь!!... Изъ твоихъ писемъ, въ мою память особенно врѣзался образъ маленького облачка, которое было освященно лишь по краямъ золотистым свѣтомъ, а въ серединѣ оставалось темнымъ. И съ этимъ облачкомъ ты сравниваешь свою жизнь“.



VII. ავტორობის თეორიები. 


როგორც ვნახეთ, ელენე დარიანის ლექსები პოლიფონიური ტექსტებია და ისეთი მკვლევრებიც კი, რომლებიც ამოსავალ წერტილად იღებენ პაოლო იაშვილის მონო-ავტორობას, ტექსტში ხედავენმეორე დამოუკიდებელ ხმასაც, ოღონდ ამ ხმას პაოლო იაშვილის გარდასახვის უნარს მიაწერენ. პაოლო იაშვილი მართლაც გამოირჩეოდა სტილის მრავალფეროვნებით. 


სტილის პაოლოსეული მრავალფეროვნებაც არ უნდა დავივიწყოთ, ოღონდ, როგორც ვხედავთ, ამშემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა და ჩვენ ელენე დარიანის სახელით ორ ადამიანს ვიცნობთ: პაოლო იაშვილს და ელენე ბაქრაძეს. ელენე დარიანის ლექსების გასაგებად მონოავტორობის თეორია ნაკლებად გამოგვადგება. ამ თეორიას ზოგიერთი მკვლევარი დღემდე ეყრდნობა. მაგ., თამარ პაიჭაძე, როდესაც წერს, რომ „პაოლო იაშვილის პოეტური თუ პიროვნული რენომე მისპიროვნულ თვისებებსა და გავლილი ცხოვრების გზაში უნდა ვეძებოთ“ (პაიჭაძე 162). აქ ავტორიპოეტის პოეტური რეპუტაციის გასაღებს მის თვისებებსა და ბიოგრაფიაში ხედავს. პოეტი წერს,როგორც წერს, იმიტომ რომ ის არის ის, ვინც არის თავისი თვისებებიდან და ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ცხადია, რომ თუკი ავტორობის ასეთ წარმოდგენას დავეყრდნობით, რომლისსაწყისები XIX საუკუნიდან, რომანტიზმის და მასთან დაახლოებული მიმდინარეობიდან (მაგ. გერმანული შტურმ უნდ დრანგიდან) მოდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემოქმედება პიროვნების გამოხატულებაა. მოდერნიზმმა ავტორის შესახებ წარმოდგენები შეცვალა. ძალიან შორს რომ არწავიდეთ, ნაწარმოების შექმნისას მოდერნიზმში და განსაკუთრებით ავანგარდიზმში სპონტანურ დაავტომატურ პროცესებს მიენიჭა დიდი მნიშვნელობა - აქ უკვე ბიოგრაფიის მნიშვნელობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. 



XX საუკუნის ლიტერატურის თეორიები იმთავითვე მჭიდრო კავშირში იყო ლიტერატურულ პრაქტიკასთან, კერძოდ, ავანგარდთან. თბილისი მსოფლიო ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სადაც ათასცხრაასათიანი წლების ბოლოს ერთმანეთთან სხვადასხვა მოდერნისტულიჯგუფი თანამშრომლობდა და კამათობდა. ამ ჯგუფებს შორის ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ მოდერნისტი ცისფერყანწელები და ავანგარდისტული 41°. ამ ჯგუფმა, თავისი ზაუმის ენითდაენობრივი ექსპერიმენტებით არა თუ ტექსტის, ენის საზღვრები ფაქტობრივად წაშალა. ჯგუფისერთ-ერთი წევრი იგორ ტერენტიევი თბილისში, 1919 წელს გამოცემულ ტრაქტატში „17 ерундовых орудий“ წერდა, რომ პოეზიაში „სხვისი სიტყვის“ გამოყენება პლაგიატის ჩათვლით ახალი პოეზიისპროგრამა უნდა გამხდარიყო. მოგეხსენებათ, რომ ცისფერყანწელნი და 41° გვერდიგვერდ არიანთბილისის ავანგარდის ყველაზე ცნობილ გამოცემაში, ილია ზდანევიჩის მუზის, მსახიობ სოფიამელნიკოვასათვის მიძღვნილ „ფანტასტიკურ დუქანში“.


ტერენტიევის „უცხო სიტყვა“ გვხვდება რუსი ლიტერატურათმცოდნის, მიხეილ ბახტინის წიგნში„დოსტოევსკის პოეტიკის საკითხები“, რომელმაც თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობა სამუდამოდ შეცვალა. ბახტინის მიერ შემოტანილი „პოლიფონიის“ და უფრო გვიანდელი„ჰეტეროგლოსიის“ (разноречие) ცნებები ბულგარული წარმოშობის ფრანგმა ლიტერატურათმცოდნემდა ფსიქოანალიტიკოსმა - იულია კრისტევამ გამოიყენა ინტერტექსტუალობის თეორიისშესაქმნელად. როგორც ბახტინმა, ისე კრისტევამ ტექსტის გაგება შეცვალეს. ტექსტი აღარიყო„ჩაკეტილი“, არამედ ის იყო ღია როგორც სინქრონულად, ისე დიაქრონიულად და ჩართული იყო უზარმაზარ ქსელში. ინტერტექსტუალობამ გაზარდა და შეცვალა ტექსტის ინტერპრეტაციის საზღვრები და შესაძლებლობები. ასე, ბახტინმა აღმოაჩინა, რომ დოსტოევსკის რომანის ჟანრულიმეხსიერება კავშირში იყო, მაგ., ანტიკურ მენიპეურ სატირებთან. ტექსტის ცნება და საზღვრები კიდევუფრო გაზარდა სემიოტიკამ, რომელიც უკვე კულტურის სხვა ფენომენებს, მაგ., ქალაქს კითხულობდა,როგორც ტექსტს.



1967 წელს ფრანგმა ლიტერატურათმცოდნემ როლან ბარტმა დაწერა ესეი „ავტორის სიკვდილი“. ამ ესეიში ბარტი ემიჯნებოდა ავტორის ტრადიციულ გაგებას და ტექსტის ინტერპრეტაციას ავტორის ბიოგრაფიიდან გამომდინარე (ანუ მეთოდს, რომელსაც მიმართავენ როგორც ბაქრაძიანელები ისე პაოლოიანელები). ფრანგ მოდერნისტ ავტორებზე, პოლ ვალერიზე და სტეფან მალარმეზე დაყრდნობით, ბარტი წერდა, რომ ავტორი მხოლოდ ტექსტის წერის პროცესში ჩნდება.თანამედროვე ავტორს ბარტი ეძახდა „მწერელს“ (თუ სწორად მახსოვს, ასეა ქართულთარგმანში,ფრანგულად scripteur. თავის ესეიში ბარტი კარდინალურად ცვლიდა რომანტიზმიდან მომდინარე ავტორის და ტექსტის გაგებას. აღარც ავტორი იყო „გენიოსი“ არც მისი ტექსტი იყოავტორის სულის, ბიოგრაფიის ან თუნდაც ეროვნული სულის გამომხატველი, არამედ ინტერტექსტუალური ეფექტი. ბარტი ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი ტექსტის ორიგინალურობას, რადგანაც ის იმთავითვე ერთი დიდი ტექსტუალური ნაკადის ნაწილი იყო.



1969 წელს ბარტის კვალში ჩადგა ფრანგი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი მიშელ ფუკო. მან საფრანგეთის ფილოსოფიურ საზოგადოებაში წაიკითხა ლექცია „რა არის ავტორი?“. არ შევჩერდები ფუკოს მიერ ბარტის კრიტიკაზე. ის აკრიტიკებდა როგორც „მწერელს“, რომლითაც ბარტმა ჩაანაცვლა ავტორი, ისე ბარტისეულ ტექსტის გაგებას. ფუკო წერდა, რომ არ არსებობს ნაწარმოების ერთიანი თეორია (ეს ჩვენი უშუალო პრობლემაცაა). როგორ უნდა მოვიქცეთო, წერდა ფუკო, ნიცშეს ნაწარმოებების გამოცემისას. უნდა გამოვცეთო თუ არა ყველაფერი, რაც მან გამოსცა და ყველაფერი, რაც არ გამოუცია? ვარიანტები? ესკიზები? ბლოკნოტის ჩანაწერები? ის, რაც მან წაშალა? უნდა შევიტანოთ თუ არა პაემნის ბარათი ან სამრეცხაოს ანგარიში? და უპასუხებს - რატომაც არა. ზუსტად იმიტომ, რომ არ გვაქვს ნაწარმოების ზუსტი განმარტება. ასევე რთულია დავადგინოთო, არის თუ არაერთიანი ნაწარმოები, მაგ., „ათას ერთი ღამე“. ასე რომ, ასკვნის ფუკო, არ არის საკმარისი უარივთქვათ ავტორზე და გადმოვერთოთ ნაწარმოებზე, რადგანაც ნაწარმოები არანაკლებ პრობლემური ცნებაა, ვიდრე ავტორი.



ამის საწინააღმდეგოდ, ფუკომ შემოგვთავაზა, ავტორი გაგვეგო არა როგორც რეალური ადამიანი,არამედ როგორც დისკურსული ფუნქცია. ოთხი ავტორისეული ფუნქცია: 1) მიკუთვნებისა (მათ შორის, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიკუთვნების). ამ თვალსაზრისით, მაგ., კულტურის სამინისტროავტორის ფუნქციას ლიტერატურის მუზეუმს აკუთვნებს; 2) ავტორიტეტის ფუნქცია, რომელიც ტექსტს წონას და ავტორიტეტს სძენს (მაგ., ფსევდოდიონისე არეოპაგელი დიონისე არეოპაგელისავტორიტეტს იყენებდა ტექსტის სტატუსის ასამაღლებლად); 3)ავტორის ფიქცია, როგორც რთული ოპერაციის შედეგი, რომელიც ქმნის გონიერ არსებას, რომელსაც ავტორს უწოდებენ. მაგ.,რომავიღოთ პაოლო იაშვილი ან ელენე ბაქრაძე, მათ მიეწერებათ გარკვეული „შემოქმედებითი ძალა“. სინამდვილეში, როგორც ამბობს ფუკო, ეს არის პროექცია და სხვადასხვა ტიპის ტექსტები ს(მაგ., ფილოსოფიურის ან პოეტურის) ავტორის კონსტრუირება ხდება სხვადასხვანაირად. ის, რომ, მაგ., ელენე დარიანის ავტორობა წარმოუდგენელია, გარკვეული ისტორიული შეხედულებების პროექციაა ავტორობაზე. 4) ტექსტუალური მარკერები, რომლებიც ავტორობას გვანიშნებენ. (მაგ., მერუსთველი ხელობითა ვიქ საქმესა ამა დარი, და ასე შემდეგ). ავტორის ფუნქცია, ასკვნის ფუკო, არ განისაზღვრება ტექსტის სპონტანური მიკუთვნებით მისი მწარმოებლისადმი, არამედ რთული და სპეციფიკური ოპერაციების მეშვეობით. ავტორის ფუნქცია უბრალოდ კი არ გვაგზავნის რომელიმერეალურ ინდივიდთან, არამედ შეიძლება ადგილს უთმობდეს რამდენიმე „ეგოს“.



VIII. ქალი, როგორც სუბიექტი



იმას თუ დავეყრდნობით, რაც უკვე ვიცით, შეგვიძლია, უარვყოთ მესამე ჰიპოთეზაც: ელენე დარიანიარის ფსევდონიმი, რომლითაც სარგებლობდა ორი დამოუკიდებელი ავტორი, როგორც ეს იყო შეყვარებული წყვილის, გიომ აპოლინერის და მარი ლორანსანის შემთხვევაში, რომლებიც წერდნენ ლუიზ ლალანის ფსევდონიმით. დაგვრჩა ორი დამაჯერებელი ვერსია: ერთი, რომელიც გვეუბნება, რომ ელენე ბაქრაძე იყო ელენე დარიანის პროტოტიპი, ხოლო ფსევდონიმი პაოლოსი იყო (მაგ.,ლევან ბრეგაძე) და მეორე, რომელიც გვეუბნება, რომ ელენე დარიანი იყო ერთ ფსევდონიმად გაერთიანებული ორი ავტორის ერთობლივი შემოქმედება. პირველი მოსაზრების წინააღმდეგ ლაპარაკობს ელენე ბაქრაძის მემუარები, რომელსაც, ბაქრაძის ავტორობის ან თანაავტორობის მოწინააღმდეგეები უკიდურესად კრიტიკულად უყურებენ, განსხვავებით ყველა სხვა მემუარულიცნობისაგან. როგორც აქამდეც ვაჩვენე, ჰიპერკრიტიკული წაკითხვის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, ბაქრაძის მემუარები სხვა წყაროებიდანაც დასტურდება. უზუსტობები ან შეუსაბამობები, რა თქმაუნდა, არსებობს, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი ბაქრაძის მემუარები, როგორც წყარო, ხელაღებითუარვყოთ. 

თუ ბაქრაძის მემუარებს დავუჯერებთ, მაშინ პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის თანამშრომლობა ზედაპირულად ასე გამოიყურებოდა: ბაქრაძე უგზავნიდა მას თეთრ ლექსებს (არა ვერლიბრებს! თეთრი ლექსი რიტმულად და მეტრულად უფრო ორგანიზებულია ვიდრე ვერლიბრი), ხოლო პაოლო აძლევდა ამ წერილებს საბოლოო პოეტურ ფორმას. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ჩვეულებრივი თანაავტორობა, მაგ., ძმები გონკურების ან ილფის და პეტროვისა. ერთიმხრივ, გვაქვს, როგორც ელენე ბაქრაძე ამბობს, 80-ზე მეტი წერილი (აქედან 29 თეთრ ლექსად დაწერილი), მეორე მხრივ კი, ელენედარიანის 14 ლექსია. ცხადია, რომ ყველა წერილისაგან ლექსი არ იბადებოდა და ამ ცხრაწლიანმიმოწერას რამე, ასე ვთქვათ, ამქრული ფორმა არ ჰქონია. 

როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ეს თანამშრომლობა კონკრეტულად? კიდევ ერთხელ მოვუსმინოთელენე ბაქრაძეს:


2 თებერვალი 1975 წელი

ხარატიშვილის გადმოცემით, გრ. აბაშიძეს მოწმედ ელ. დარიანისა და პაოლოს შესახებ მოჰყავს ბ. ჟღენტი... არასოდეს პაოლო არ იყო მასთან ინტიმურ განწყობილებაში, საერთოდ პაოლო არავისთანარ ლაპარაკობდა ე. დარიანზე - ამის უფლება არ ქონდა. პაოლოსთვის, ისე როგორც ჩემთვის, ეს ამბავი იყო იმდენად უცნაური თავისი შინაარსით და ისეთი წმინდა, რომ გარდა დადებული ფიცისა, თავისთავად იწვევდა კრძალვას, მიუხედავად კადნიერებამდე მისულ გამოვლენისა ზოგიერთ ლექსებში: დაშორებული პაოლოს ელენე ამჟღავნებდა მოწოლილ განცდებს თვის თეთრ ლექსად დალაგებულ წერილებში. პაოლო მათ აძლევდა თავისი ბრწყინვალე ნიჭით გაშუქებულ ფორმას. პაოლოს აკლდა ცოდნა ამ მხრივ, გულახდილად უნდა ვთქვა, მე მას ბევრი შევძინე, ზარმაცი იყომაგიდასთან ჯდომისთვის, მაგრამ სჩქეფდა ნიჭით. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ე. დ. ეკუთვნის მთლიანად ლექსები, მაგრამ როგორ შემიძლია, პაოლოს მივაწერო-მივაკუთვნო ჩემი ქალური განცდები, მხოლოდ განცდები. დაშორებული მისგან ერთ მთვარიან საღამოზე გადატანილიგასაოცარი (მაშინ ჩემთვის) მხურვალე კოცნა გადამექცია ქალურ გამოღვიძებად. მე არ ვიქნებოდი უიმისოდ და ის, მით უმეტეს, არ იქნებოდა უჩემოდ. ვინც ამას ვერ გაიგებს, ის იქნებაბეცი. „ბაზელის მემარცხენე“, ყანწელების თქმით, ბესო ჟღენტს პაოლო არ აპატიებდა ასეთ მიკუთვნებას თავისთავისადმი. ფიცხი იყო პაოლო. მოსკოვში მიქაძემ, იქ გამართულ ქეიფის დროს სასტუმროში თავზე ხელი გადამისვა. პაოლომ გაიყვანა აბაზანაში და თავის ხელის სიძლიერე აგრძნობინა. ეს უკვე მაშინ, როცა დიდი ხანი დამთავრებული იყო ცისფერყანწელების ლიტერატურული ბრძოლა და მათი ბრწყინვალე ახალი ლექსები გამარჯვებასაც ზეიმობდა ქართულ პოეზიაში.

ჩვენ უკვე დამშვიდებული მეგობრები ვიყავით. მე შესანიშნავი შ. ქ.-ის მეუღლე და ის კარგი თამარის ქმარი... ტაეპი, ჩემთვის გადმოგზავნილი, საცა პაოლო ბინდში გადასულ მოგონებას გამოსთქვამს, ეკუთვნის 1923 წელს. ბ. ჟღენტს არავითარი ახლო მეგობრობა არ ქონია ცისფერ ყანწელებთან, არავითარი. ბევრად სხვადასხვა გონების იყვნენ ისინი. პაოლოს თავდასხმისთვის ჩემი წერილების რედაქცია გამოიყენა... როგორ გაბედა ვიღაცამ ასეთი საზიზღრობა. გეხვეწე, ნუ, მოდი, ნუ ბეჭდავ, ნუ და შენ არ დამინდე. პაოლოს და თან ჩვენი რომანტიკა, წმინდა რომანტიკა როგორ გამოიყენა ჟღენტმა“.


განცდები აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა. რომელიმე ახირებულ კრიტიკოსს შეუძლია, ცხადია, თქვას, რომ აბა განცდები რა ანგარიშში ჩასაგდებიაო, მაგრამ არც ის დავივიწყოთ, რომ ელენე დარიანის „მითოსი“ (ვალერიან გაფრინდაშვილი) სწორედ მის განცდებთან, უფრო სწორად განცდების ღიად გამოხატვასთან არის დაკავშირებული. ამას შესანიშნავად გრძნობდნენ თანამედროვენიც და შემდეგი თაობების ლიტერატურათმცოდნეებიც.


კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძე, რომელიც 1918 წელს წერს, რომ ელენე დარიანი „პირველად ამეტყველებულა ნამდვილი ქალური სიტყვით“. შალვა აფხაიძე მიიჩნევდა, რომ „პოეტქალის ნერვი და ფოსფორი“ მხოლოდ ელენე დარიანს ჰქონდა. 1916 წელს ტიციან ტაბიძე ელენე ბაქრაძეს საყვედურობს, რომ სინამდვილეში ის „არასოდეს დამწვარა ელენე დარიანის ცეცხლით“. პოლო იაშვილი ეუბნება ელენე ბაქრაძეს, ეს წერილები შენი შემოქმედება არისო. როდესაც ამაზე ელენე ბაქრაძე უპასუხებს, კი მაგრამ, ეს ხომ შენი შემოქმედება არისო, პაოლო მიუგებს: გინდა, რომქალის მოწოდება მე მომაწეროო?

გიორგი კალანდაძე და მირიან აბულაძე წერენ, რომ ელენე დარიანის ლექსებში არის „პოეტი ქალის, როგორც შემოქმედის“ მხატვრული ნიღაბი, რომელიც „თავის მხრივ ცოცხალ, დამოუკიდებელ შემოქმედად გვევლინება“ (ოღონდ ავტორები ამას პაოლოს გარდასახვის უნარით ხსნიან). 

როგორც ამერიკელი მკვლევარი ჰარშა რამი წერს, დარიანის ლექსებმა კულტურული რევოლუციამოახდინეს საქართველოში და რევოლუციური მათში იყო სწორედ ქალური სუბიექტის გამოჩენა (რამი2007: 1562). 

„საქართველოს არ ჰყოლია დიდი ქართველი პოეტი ქალები, ნამდვილად არა ისეთნი, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ ქალის სურვილს და გრძნობიერ ლტოლვას. მისმა ლექსებმა სასწაულად გადალახა უზარმაზარი მანძილი იმ საზოგადოებრივ შეზღუდვებს შორის, რომელსაც უნდა დამორჩილებულიყო ახალგაზრდა ქალი საქართველოს პროვინციიდან და ევროპული ბოჰემის შეუზღუდავ სამყაროს შორის: დარიანის უჩინარობა უზრუნველყოფდა მის ქალურ ღირსებას და იმავდროულად პროვოცირებდა ინტენსიურ სპეკულაციებს მისი ვინაობის და პირადი ცხოვრების შესახებ. შესაბამისად, მისი ლექსები ორმაგად ახალი იყო და აერთიანებდა ანა ახმატოვას ღია ეროტიზმს ჩერუბინა დე გაბრიაკის იდუმალებასთან […]“. (რამი 2008: 586). მართალია, ჰარშა რამი ელენე დარიანს პაოლო იაშვილის ფსევდონიმად მიიჩნევს და წერს, რომ ის, რაც ცისფერყანწელებს არ ჰქონდათ, ნიღბის მეშვეობით გადაწყვიტესო, მაგრამ მნიშვნელოვანი ამწუთას ეს ლაკუნაა, რომელიც ქართულ კულტურას XX საუკუნის დასაწყისამდე არ ჰქონია: ქალი, როგორც სუბიექტი, ქალის სუბიექტივობა.

„ Елена Дариани? Вопрос неуместны, но я ответила. Она вызвана не проявлением таланта, которая у нее, по моему, не было, но эмоциональное выражение пробуждения женщины в девушке и, по моему, неплохое. Она,конечно, честность, но не бездарная, имеет вкус, сложившийся на большой любви к л-ре и поэзии и на довольно большом багаже умственного развития. Если добавить к этому талант шлифовщика, то ей можно отдать должное уважение в истории нашей поэзии. Если кто ее поймет, до конца, заинтересуется ее жизнью и до конца поверит ей, п. ч. она до конца искренна, то романист получит готовую историю для интересного произведения“ (ბაქრაძე2021, გვ. 463).


პირველ რიგში, სწორედ ეს სუბიექტივობა მისცა ელენე ბაქრაძემ ელენე დარიანს, რომელსაც პაოლოიაშვილმა მისცა დახვეწილი სალექსო ფორმა. სწორედ ეს არის, მისთვის, უკვე ღრმადმოხუცებულისათვის, ყველაზე ძვირფასი ელენე დარიანში, ქალის გამოღვიძებული ცნობიერება. სწორედ ის, რაც პაოლომ, ელენე ბაქრაძის მოგონებებს თუ დავეყრდნობით, თავისად ვერ და არგამოაცხადა. 




IX. ელენე ბაქრაძის ავტოგრაფების შედარება ელენე დარიანის გამოქვეყნებულ ლექსებთან




ქალის სუბიექტივობა ელენე დარიანის „შინაარსის“ დვრიტაა. მაგრამ როგორი იყო ფორმაზე მუშაობა? საუბედუროდ, საამისოდ ძალიან ცოტა ხელმწოსაჭიდი მასალა გვაქვს. ელენე ბაქარაძის წერილები პაოლოსადმი ჯერ არსად გამოჩენილა და შესაძლებელია, რომ განადგურებული იყოს. თავად ელენე ბაქრაძე წერს, რომ ის პაოლოს უგზავნიდა „თეთრ ლექსებს“, რომლებსაც პაოლო აძლევდა საბოლოო ფორმას. ელენე დარიანის ყველა ლექსი რითმიანია, არც ერთი მათგანი არ არისთეთრი. თეთრი ლექსი (ვერბლანი) არის გაურითმავი მეტრული ლექსი, რომელსაც სხვადასხვა ენაშიშეიძლება სხვადასხვა მეტრი ჰქონდეს. ის განსხვავდება უფრო თავისუფალი ვერლიბრისაგან.

ელენე ბაქრაძის არქივში არის რამდენიმე ავტოგრაფი, რომლის ჩაწერის დრო უცნობია და ნაკლებსავარაუდოა, პუბლიკაციას წინ უსწრებდეს. შესაძლოა, მაგრამ დაუმტკიცებელი, რომ ელენებაქრაძეს ადრინდელი ვარიანტები ჰქონდეს გადაწერილი უფრო გვიან. 

ამ ავტოგრაფებთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია: 

ა) ელენე ბაქრაძის ავტოგრაფები უფრო ადრინდელია. პაოლო იაშვილმა ისინი გაარედაქტირა დაგააუმჯობესა. 

ბ) ელენე ბაქრაძის ავტოგრაფები გვიანდელია და ისინი შექმნილია უკვე გამოქვეყნებული ლექსების საფუძველზე. ეს არის პოეტური გამოხმაურება. ელენე ბაქრაძეს ასეთი გამოხმაურებები სხვაპოეტებთანაც აქვს. ასე ფიქრობს, მაგ. ზეინაბ ლომჯარია. ერთ-ერთ შემთხვევაში (ანა კალანდაძის ლექსის შემთხვევაში), ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძეს ჩაწერილი აქვს კალანდაძის ლექსის ადრეული ვერსია, რომელიც შეიცვალა პუბლიკაციაში. აქვს თუ არა მას ე. წ. გამოხმაურებები, როგორც ამას ზეინაბ ლომჯარია ამბობს, დასაზუსტებელია. ხელნაწერები გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ინახება. 

გ) ელენე ბაქრაძემ შეგნებულად გააყალბა ლექსები, რომ მათთვის მიეცა პირველწყაროს ფორმა, იმისთვის, რომ შემდეგ დაეჩემებინა ამ ლექსების ავტორობა (ეს ვერსია ფეისბუქის კომენტარებშიგამოითქვა და ავტორს უნებართვოდ არ დავასახელებ). 

მეორე ვერსიის შემოწმება შესაძლებელია. თუ დადასტურდა, რომ ბაქრაძის მიერ გადაწერილი ლექსები გამოხმაურებები არ არის, მაშინ იმის დასადგენად, უფრო ადრინდელია მისი ვერსიები თუუფრო გვიანდელი, შესაძლოა ტექსტის დეტალურმა ანალიზმა გვიშველოს. თუმცა, მაგ., ქეთევან ენუქიძე (გამოუქვეყნებელი მანუსკრიპტი, რომლის ნახვაშეიძლება საიტზე: https://www.facebook.com/groups/1499408613677978/permalink/3104722299813260 ) ფიქრობს, რომ ამგვარი ანალიზი შედეგს ვერ მოგვიტანს. სხვანაირად ფიქრობს ლევან ბრეგაძე, რომელიც ტექსტების შედარებაზე მუშაობს. 

თვითონ ელენე ბაქრაძეს შესანიშნავი ფორმულა აქვს მოძებნილი ელენე დარიანისშემოქმედებისათვის 1922 წელს დაწერილ ლექსში "...იყო ზღაპარი". ეს ლექსი წყაროდაცსაყურადღებოა. იმათ წინააღმდეგ, ვინც ფიქრობს, რომ ელენე ბაქრაძე გვიანდელ მოგონებებშიიჩემებს ელენე დარიანის ლექსების თანაავტორობას, ამ ლექსში ელენე ბაქრაძე მოკლედ გვიამბობსიგივე ამბავს, რასაც მოგვიანებით, მოგონებებში არაერთხელ გაიმეორებს. 


იყო წერილთა დიდი კრებული

(კრებულს ფურცლავდა ბევრი პოეტი),

გაჩნდა ელენეც და ორი გული

გაიხსნა ყანწში ფერად სონეტად.



დარიანობით ვინ არ წვალობდა

(ან ვინ გაიგო იმის ამბავი),

მის ყიჟინაში ჩვენმა ჭაობმა

ბევრი მონახა ასალაგმავი. 



(ბაქრაძე 2021, 480-481)




X. დასკვნის მაგიერ




ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბაქრაძისეული ავტოგრაფებიდან ახალი ვერაფერი რომ ვერცშევიტყოთ, დანარჩენი მასალაც საკმარისია რამდენიმე რამის სათქმელად. 


1. შეგვიძლია უარვყოთ მონო-ავტორობის ორივე თეორია. ელენე დარიანი არ არის ერთი ავტორის შემოქმედება.

2. დასაბუთებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელენე ბაქრაძე იყო ცნობილი როგორც ელენე დარიანი. პაოლო, ტიციანი, გალაკტიონი, იოსებ გრიშაშვილი მას იცნობდნენ და მოიხსენიებდნენ როგორცელენე დარიანს. ეს ეჭვგარეშეა

3. ელენე დარიანის სახელით ცალ-ცალკე ლექსები ან სხვა ტექსტები არ დაუწერიათ ელენე ბაქრაძესდა პაოლოს. ეს განასხვავებს ელენე დარიანს ლუიზ ლანანისაგან, რომელიც, შესაძლოა, გახდაკიდევაც ელენე დარიანის შთაგონების ერთ-ერთი წყარო. 

4. ელენე დარიანი ელენე ბაქრაძის და პაოლოს ერთობლივი შემოქმედებაა. როგორც მინიმუმ, ელენებაქრაძისაა „ლირიკული მე“, ქალი სუბიექტი, რომელიც იმ პერიოდის ქართული კულტურისათვის რევოლუციური იყო. სალექსო ფორმა პაოლოსია და ამას ელენე ბაქრაძეც ადასტურებს. 

5. საკუთრივ დარიანის ტექსტებიდან რამდენი იყო ელენე ბაქრაძისა, თუ მაინცდამაინც ანგარიშზემიდგა საქმე, ამჟამად ძნელი სათქმელია და მიჭირს ვთქვა, როდისმე შევძლებთ თუ არა ამისდადგენას.


სავსებით დასაშვებია, ელენე დარიანი წავიკითხოთ, როგორც შეყვარებული - შემდეგ მეგობარი - წყვილის, პაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის თანამშრომლობა, მათი კოლექტიური ავტორობითშექმნილი ტექსტები. საავტორო ფიგურა, ავტორის ფუნქცია ქალია. ესაა პირველი ქალი სუბიექტიქართულ კულტურაში. 


შეკითხვას - ვინ არის ელენე დარიანი - შეგვიძლია ვუპასუხოთ შემდეგნაირად: ელენე დარიანი არისპაოლო იაშვილის და ელენე ბაქრაძის გალექსილი სიყვარული. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს არუნდა შევხედოთ (და ვერც შევხედავთ) ბინარული ოპოზიციების პერსპექტივიდან. ელენე დარიანში პაოლო იაშვილი და ელენე ბაქრაძე-ბერიშვილი-ქართველიშვილი ერთ სულ და ერთ ხორც არიან. ისევე, როგორც ვერ დავანაწევრებთ სულსა და ხორცს, ისე ვერ მოვახერხებთ ელენე დარიანიდან ანპაოლოს ან ელენე ბაქრაძის პრეპარაციას. ამ ერთიანობის დაშლა ფორმა-შინაარსის დონეზეც კი ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, სად მთავრდება შინაარსი და სად იწყება ფორმა. ისევ ელენე ბაქრაძეს რომ დავესესხოთ, „მე არ ვიქნებოდი უიმისოდდა ის […] არ იქნებოდა უჩემოდ. ვინც ამას ვერ გაიგებს, ის იქნება ბეცი“. კულტურული კონტექსტი, სადაც გასაგები იყო მოდერნიზმის რთული ფორმები, საბჭოთა ბინარულობამ თითქმის უკვალოდწაშალა. ამიტომ დღესაც გვიჭირს ამ რთული ფორმების ისე დანახვა, როგორც მათ ხედავდნენთვითონ მოდერნისტები. 

თუ დარიანს სწორედ ასე წავიკითხავთ, როგორც მოდერნისტულ/ავანგარდისტულ ლიტერატურულ ექსპერიმენტს, რომელშიც კაცი და ქალი ავტორი მონაწილეობენ და რომლის საავტორო ფიგურა ქალია, ავტორობის შესახებ უხამსი დავის მაგივრად შეგვრჩება ქართული მოდერნიზმის ობოლიმარგალიტი, რომელსაც შეიძლება სხვა მოდერნიზმებში და ავანგარდიზმებში ბევრი ტოლი და სწორიარც ჰყავდეს. მნიშვნელოვანი, თუ უნიკალური არა ექსპერიმენტი, რომელიც შლის პიროვნულდაგენდერულ საზღვრებს და ამ წაშლილი საზღვრიდან ქმნის არა მარტო ტექსტს, არამედ სიახლე შემოაქვს ქართულ კულტურაში: გათავისუფლებული ქალი-სუბიექტი.

P.S. სრულ ჭკუაზე მყოფი და მეხსიერების არ მომჩივანი ვადასტურებ, რომ ამ წერილისდაწერისათვის არ ამიღია და არც შემიჭამია გრანტი. პირიქით, დრო, რომელიც არ მქონდა, მოვაკელისაგრანტო განაცხადის წერას და სხვა მეტად და ნაკლებად თავშესაქცევ საქმეებსა.