90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, პარალელური მიტინგები იმართებოდა. "ზვიადისტები" თავის მიტინგს მართავდნენ, "პუჩისტები" თავისას. მაშინ მოდაში იყო სამიტინგო გამოსვლის დასრულება სიტყვებით "ჩვენთან არს ღმერთი!". ერთ-ერთი მომიტინგე ეტყობა ამ ფორმულის შინაარსზე დაფიქრდა, და მერე ცოტა ხანში დაამატა: ჩვენთან არის, აბა იმათთან ხომ არ იქნებაო.
ხშირად მიწევს გამეორება, მაგრამ პოლიტიკურ აზროვნებაში ამაზე წინ ვერ წავედით. დღემდე ჩვენთვის არა აზრი არის განმსაზღვრელი, არამედ სადმე დგომა. ეს დგომა აზროვნებასაც და აზრის გამოხატვასაც პირდაპირ უშლის ხელს და აი რატომ: საქართველოში საჯარო სივრცე თავისუფალი არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ეს სივრცე თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას არ იძლევა, აზრის გამოხტვის თავისუფლებას ზღუდავს. ბოლო დროს მენიშნა, რომ ნებისმიერი სიტყვა ან ხუმრობა პოლიტიკურ ენაზე ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რომ ან ოპოზიციის ან ხელისუფლების მხარდამჭერობად ითვლება. თუკი გააკრიტიკებ "მიშას" ან იხუმრებ მასზე, ე.ი "ოპო" ხარ, თუკი გააკრიტიკებ "გრეჩიხას" ან იხუმრებ მასზე, ე.ი. "მიშისტი" - ამაზე წერდა სალომე ჯაში თავის note-ში.http://www.facebook.com/no
საჯარო სივრცე ოკუპირებული აქვთ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს. ეს მხარდამჭერები უფრო ფან-ები არიან - გნებავთ ამ სიტყვის საფეხბურთო გაგებით, გნებავთ ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით, რომელიც ფანატიკოსს ანუ "შთაგონებულს" ნიშნავს, ანუ ისეთს, ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ იცის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება პირდაპირ ღმერთისგან აქვს მიღებული. როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ ჭეშმარიტება იცი და თან ღმერთისგან გაქვს მიღებული, არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერი სხვა აზრი შეცდომად (თუ მწვალებლობად არა) მიგაჩნია. ამგვარ პოლიტიკურ ფანატიზმს (ბევრ სხვა მავნებლობასთან ერთად) საქართველოში ზვიად გამსახურდიამ ჩაუყარა საფუძველი. საჯარო სივრცე კი ამ მემკვიდრეობისაგა დღემდე ვერ გათავისუფლდა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა (სააზროვნო შეცდომებზე ვლაპარაკობ და არა მის დერივატებზე) იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური აზრის მონოპოლიზაცია სცადა. ამ მონოპოლიზაციის მცდელობას ლოგიკური შედეგები მოყვა: ა) მხოლოდ ჩვენ ვიცით რომელი გზაა სწორი ბ) ყველა ვინც ამ გზას არ ადგას მტერია ( რუსეთის აგენტია). ამ აზროვნების ლოგიკური შედეგი იყო საინფორმაციო სივრცის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით "დაპყრობა".
დღეს ოპოზიცია (და მისი მხარდამჭერები) იგივე შეცდომას იმეორებენ. ნებისმიერი კრიტიკა ითარგმენბა ასე: "როგორ შეგიძლია ასე იფიქრო, ალბათ მიშისტი ხარ, პროვოკატორი, ვანო მერაბიშვილის აგენტი, ან საერთოდ არ ხარ ქართველი, მართლმადიდებელი" etc. (ერთი მაგალითიაგიორგი ავალიანის ვიდეოს გამო ატეხილი ისტერიკა myvideo. geზე. თვითონ ვიდეო იხილეთ აქ: http://www.facebook.com/vi
არ შეიძლება, სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოლო, მაგრამ ამავე დროს სხვის აზრს "მწვალებლობად" აცხადებდე. არ შეიძლება, შენიანის დანაშაული დანაშაულად არ ჩათვალო, არ გააკრიტიკო და გმირობად მიიჩნიო, არ შეიძლება, ნებისმიერ შენ მომხრეს ინდულგენცია მისცე მარტო იმიტომ, რომ ის შენ გვერდითაა. (ზუსტად იგივეს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა). არ შეიძლება პრეტენზიაც კი გქონდეს იმაზე, რომ ჭეშმარიტების მონოპოლისტი ხარ, და ამ ჭეშმარიტებას მარტო შენ და შენიანები ფლობენ. იქამდე, სანამ საქართველოში "ჩემიანი" ყოველთვის მართალი იქნება იმიტომ რომ ჩემიანია, იქამდე საჯარო სივრცე ყოველთვის იქნება ვიღაცის მიერ ოკუპირებული. არათავისუფალი საჯარო სივრცე კი ვერასოდეს წარმოშობს დემოკრატიულ საზოგადოებას.
3 comments:
დაგლიჯა, ბოლო აბზაცი მაგარია!
Danke.
:))
exla agmovachine sheni blogi da zalianm esiamovna repeticiidan ro davbrundebi chavujdebi..
Sehni ucnobi Studenti :D :)) haha
შემდგარი სახელმწიფო რომ ვყოფილიყავით, ამ ბლოგპოსტში მოყვანილი ვებლინკების ნახევარი მაინც იმუშავებდა. :)) ეჰ, დვეტიშიდვაცატჩიტვიორტი გოდ.
Post a Comment